გარდაიქმნება ცილა ცხიმად?

ცილა ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კუნთების ზრდისა და განვითარებისთვის. თუმცა მისი გამოყენებისას ზოგიერთ ადამიანს უჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ცილის ჭარბი გამოყენებისას მისი ცხიმად გარდაქმნა?

სხეულის ცხიმის ძირითადი წყაროა საკვები ცხიმები და ნახშირწყლები. როდესაც საკვებიდან ცხიმს ვჭამთ, ის მთელ სხეულში მოძრაობს პატარა ნავების მსგავსად, რომლებსაც ქილომიკრონებს ვუწოდებთ.

ქილომიკრონების დანიშნულება არის, რომ ცხიმის დაწვა მოხდეს ენერგიის მისაღებად და თუ არ ხდება ცხიმს ისინი ინახავენ სპეციალურ ცხიმოვან ქსოვილებში.

საჭიროების შემთხვევაში სხეულს შეუძლია ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა. თუ ადამიანი ჭარბი რაოდენობით იღებს ნახშირწყლებს და ორგანიზმი ვერ წვავს მათ ან ინახავს გლიკოგენად,  ან გარდაქმნის ცხიმად და ინახავს  ცხიმოვან ქსოვილში.

ცილის დანიშნულება ორგანიზმში

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანის ორგანიზმი არ განიხილავს ცილებს, როგორც "კალორიებს",  როგორც ეს ცხიმების ან ნახშირწყლების შემთხვევაშია.

პროტეინს, კონკრეტულად ამინომჟავებს (სხეულის სამშენებლო ბლოკებს), აქვს რამდენიმე არსებითი ფუნქცია, მათ შორის ქსოვილების აგება და აღდგენა, ფერმენტების და ჰორმონების როლი და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება. ცილა და ზოგადად ამინომჟავები ასევე თამაშობენ გადამწყვეტ როლს იმუნურ სისტემაში.

სხეულს პირველ რიგში სურს გამოიყენოს ცილა და ამინომჟავები ამ აუცილებელი ფუნქციებისთვის. მხოლოდ ენერგიის ჭარბი გამოყენებისას ან მისი დეფიციტის დროს, მიმართავს ორგანიზმი ამინომჟავების  ენერგიად გამოყენების საკითხს.(მხოლოდ ასეთ დროს არსებობს ალბათობა, რომ ამინომჟავები გარდაიქმნას პოტენციურ ცხიმად.)

ცილის მაღალი მიღება ზრდის ენერგიის ხარჯვას და მჭლე კუნთოვანი მასის განვითარებას.

მაღალი ცილოვანი საკვების მიღებისას ორგანიზმი ზრდის მჭლე ქსოვილების განვითარებას. ეს შეიძლება იყოს, კუნთის ან ძვლის სახით.

მჭლე ქსოვილის ზრდა დაკავშირებულია ენერგიის გაზრდილ ხარჯებთან, რადგან მჭლე კუნთოვან ქსოვილებს მეტი ენერგია სჭირდებათ წარმოებისთვის და შენარჩუნებისთვის, ვიდრე ცხიმოვან ქსოვილს. ასე რომ, სინამდვილეში ორგანიზმი დაწვავს მეტ კალორიას მაშინ, როდესაც ხდება ცილის დიდი რაოდენობით მიღება.

შესაძლებელია წონის დაკლება ცილის გაზრდის ხარჯზე?

კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ცილის მიღება ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგან იზრდება ენერგიის ხარჯვა, კუნთოვანი მასის განვითარების ხელშეწყობით და მადის დაქვეითებით.

კვლევისას ასევე დაფიქსირდა, რომ HPD[მაღალ ცილოვან დიეტა] აქვს წონის დაკლების გრძელვადიანი ეფექტი.

არსებობს სამი ძირითადი გზა, რომლითაც ცილა ხელს უწყობს წონის დაკლებას:

იზრდება ენერგიის ხარჯვა, რის გამოც წვავთ მეტ კალორიას

იზრდება მჭლე კუნთოვანი მასა, ამიტომ მეტი ენერგია გამოიყენება კუნთოვანი ქსოვილის შესანარჩუნებლად.(ასეთ დროს ნაკლები გლიკოგენი ინახება ორგანიზმში.)

იზრდება გაჯერების (სისრულის)ჰორმონების მუშაობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შიმშილის  დაქვეითებაზე.