ჟენშენი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. ეს არის ნელა მზარდი, ხორციანი ფესვების მქონე მცენარე, რომელიც კლასიფიცირდება სამი გზით: ახალი, თეთრი ან წითელი შეფერილობის.
ახალი ჟენშენის მოსავალს იღებენ 4 წლამდე, თეთრი ჟენშენის მოსავალს 4-6 წლამდე, ხოლო წითელი ჟენშენის მოსავალს 6 ან მეტი წლის შემდეგ. ჟენშენის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე პოპულარულია ამერიკული ჟენშენი(Panax quinquefolius) და აზიური ჟენშენი (Panax ginseng). ამერიკული და აზიური ჟენშენი ერთმანეთისგან განსხვავდება აქტიური ნაერთების კონცენტრაციით და სხეულზე ზემოქმედებით. მაგალითად ამერიკული ჟენშენი მოქმედებს როგორც სხეულის დამამშვიდებელი, ხოლო აზიურ ჟენშენს გაცილებით მაღალი ენერგიული მოქმედება აქვს.
ჟენშენი შეიცავს ორ მნიშვნელოვან ნაერთს: ჟინსენოზიდებს და გინტონინს, რომლებიც საერთო ჯამში ავსებენ ერთმანეთს.
დღევანდელი სტატია დეტალურად განიხილავს, თუ რა სარგებელი მოაქვს ჟენშენის გამოყენებას.
ერექციული დისფუნქციის გაუმჯობესება
ოფიციალური კვლევის შედეგად დადგინდა, ჟენშენის მიღება სასარგებლოა ერექციული დისფუნქციის (ED) სამკურნალოდ. ჟენშენში აღმოჩენილი ნაერთები იცავს მამაკაცის სასქესო სისტემას ოქსიდაციური სტრესისგან, რაც თავის მხრივ დამხმარეა ნორმალური ფუნქციის დაბრუნებაში.
გარდა ამისა, რომ ჟენშენს ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, ნაერთს, რომელიც აუმჯობესებს მამაკაცის სასქესო ორგანოში განლაგებულ კუნთების მოდუნებას და ზრდის სისხლის მიმოქცევას.
იმუნური სისტემა
ჟენშენს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებები, რისი წყალობითაც მას შეუძლია გააძლიეროს იმუნური სისტემის ფუნქცია.
განსაკუთრებით შავი და წითელი ჟენშენის ექსტრაქტი ზრდის იმუნური უჯრედების რაოდენობას და აძლიერებს ანტიოქსიდანტების დონეს ღვიძლში, რის შემდგომაც ორგანიზმში მათი აქტიური ტრანსპორტირება მიმდინარეობს.
იმისათვის, რომ ჟენშნემა გავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემაზე, მინიმუმ 8 კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ.(დაახლოებით 2თვე)
კიბოს წინააღმდეგ სარგებელი
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ჟენშენი სასარგებლოა კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად. ეს შესაძლებელია ბალახში შემავალი გინსენოზიდების მეშვეობით, რომელიც ხელს უწყობენ ანთების შემცირებას და ანტიოქსიდანტურ დაცვას.
უჯრედული ციკლი არის პროცესი, რა დროსაც უჯრედები ჩვეულებრივ იზრდება და იყოფა. გინსენოზიდებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ ციკლით და შესამჩნევად გაზარდონ უჯრედების წარმოება და ზრდის პრევენცია.
რამდენიმე კვლევის მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სტაბილურად მოიხმარენ ჟენშენს, 16%-ით უფრო დაცულნი არიან კიბოს განვითარებისგან.
ჟენშენი ასევე პრაქტიკულია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას. მას შეუძლია შეამციროს გვერდითი მოვლენები და გააძლიეროს კიბოს ზოგიერთი მკურნალობის ეფექტი.
ენერგიის ზრდა
ჟენშენის შეიცავს პოლისაქარიდების კომპონენტს, ეს არის რთული მოლეკულური ნახშირწყლის ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის გამომუშავებას. შედეგად, უჯრედებში ოქსიდაციურ სტრესი მცირდება და ენერგიის წარმოება იზრდება.
გარდა ამისა, ჟენშენს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომები, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადების ფორმაა 21-ე საუკუნეში.
ჟენშენის საკვებდანამატები სარგებლის მომტანია ფიზიკური აქტივობის დროსაც, იგი არა მხოლოდ ამცირებს დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს ვარჯიშის ხარისხს.
სისხლში შაქრის შემცირება
ამერიკული და აზიური ჟენშენი აუმჯობესებს პანკრეასის უჯრედების ფუნქციას, აძლიერებს ინსულინის წარმოებას, რის შედეგადაც სისხლის ქსოვილებში ძლიერდება შაქრის შეწოვა.
უფრო მეტიც, კვლევებმა აჩვენა, რომ ჟენშენის ექსტრაქტები დამხმარეა იმ ტიპის თავისუფალი რადიკალების შესამცირებლად, რომელიც აღენიშნებათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს.
ფერმენტირებული წითელი ჟენშენი კიდევ უფრო ეფექტიანია სისხლში შაქრის კონტროლისთვის, რადგან იგი წარმოიქმნება ცოცხალი ბაქტერიების დახმარებით, რომლებიც ჟენსენოზიდებს გარდაქმნიან უფრო ძლიერ ფორმად.