შეუძლია თუ არა ბერბერინს ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის ჯანმრთელობას?
სისხლში მაღალი შაქარი 21-საუკუნის ერთ ერთი მთავარი პრობლემაა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 133 მილიონ ადამიანს აღენიშნება ეს დარღვევა, სადაც ზრდასრულთა 73%-ზე მეტი ჭარბწონიანია, ხოლო 42%-ზე მეტი მსუქანი და მხოლოდ მეოთხედზე ნაკლები აკმაყოფილებს ფიზიკური დატვირთვის მინიმალურ რეკომენდაციებს.
გარდა ამისა, კვების კუთხით კალორიების ნახევარზე მეტი არის ულტრა დამუშავებული საკვები. ყველა ეს ფაქტორი მჭიდრო კავშირშია სისხლში შაქრის დისბალანსთან.
რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა შეამციროთ შაქარი და მიიღოთ სასარგებლო ნახშირწყლები. გარდა ამისა უნდა ივარჯიშოთ, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.
თუმცა, არსებობს ძლიერი "საიდუმლო იარაღი" სისხლში შაქრის მხარდასაჭერად. ეს არის საკვებდანამატი, რომელსაც ბერბერინი ჰქვია, რომელიც არა მხოლოდ სისხლში შაქრის ჯანმრთელობისთვის, არამედ ჯანსაღი ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და ღვიძლის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.
რა არის ბერბერინი?
ბერბერინი არის ფიტონუტრიენტი, რომელიც უხვადაა სხვადასხვა მცენარეებში, მათ შორის ყურძენსა და კოწახურში. ბერბერინით მდიდარ მცენარეებს დიდი ხანი გამორჩეული ადგილი ეკავათ ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ტერიტორიების ტრადიციულ მცენარეულ პრაქტიკაში.
მიუხედავად ამისა, ბერბერინის სისხლში შაქრის სარგებელი არ გამოვლენილა 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც მკვლევარებმა, რომლებიც აფასებდნენ ბერბერინს, გააკეთეს სერიოზული აღმოჩენა, რომ მას დადებითი გავლენა ჰქონდა სისხლში შაქარზე. 20 წლის შემდეგ, ბერბერინმა დაიწყო ყურადღების მიპყრობა აშშ-ში ამერიკულ სამედიცინო ჟურნალში მცირე კლინიკური კვლევის გამოქვეყნებით.
დღესდღეისობით ბერბერინის სარგებელს, მხარს უჭერს მრავალი კლინიკური კვლევა. გარდა ამისა, შემდგომმა კვლევებმა აჩვენა მისი ძლიერი დამხმარე როლი ღვიძლის ჯანმრთელობაში.
2021 წელს ჩატარებულ მეტა-ანალიზში, მკვლევარებმა განიხილეს ყველა არსებული კვლევა და გაანალიზეს 46 რანდომიზებული კონტროლირებადი კლინიკური შედეგები. ეს კვლევები, რომელშიც მონაწილეობდა 4000-ზე მეტი მონაწილე და გაგრძელდა ოთხი კვირიდან ექვს თვემდე, რომელმაც გამოსცადა ბერბერინის(საშუალო დღიური დოზა 1000-1500 მგ) ეფექტი სისხლში შაქრის მეტაბოლიზმის მარკერებზე.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ბერბერინს აქვს სისხლში შაქრის ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი.
სხვადასხვა მცენარეული დანამატები, შეიცავს გარკვეულ ბერბერინს, მაგრამ ოპტიმალური შედეგისთვის, უნდა მიიღოთ ბერბერინის ჰიდროქლორიდი.
ეს არის ბერბერინის სტანდარტიზებული ფორმა, რომელიც დადასტურებულია კლინიკური შედეგებით. სისხლში შაქრის ნორმალური მხარდასაჭერად ყველაზე ეფექტური დოზაა 500 მგ, რომელიც მიიღება ჭამის წინ სამჯერ დღეში 1500 მგ ჯამური დღიური დოზით.
თუმცა, კარგი იქნება თუ ბერბერინს მიიღებთ ქრომთან ერთად. ეს არის კარგად შესწავლილ საკვები ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობ სისხლში შაქრის მაქსიმალურ მხარდაჭერას, კონკრეტულად ქრომი მონაწილეობს გლუკოზის და ლიპიდურ მეტაბოლიზმში.
შეჯამება
სისხლში შაქრის კონტროლით, ბერბერინი ერთ ერთი გამორჩეულია. იგი მხარდაჭერილია მყარი სამეცნიერო კვლევებით და მიჩნეულია უსაფრთხო, კარგად ტოლერანტულ საკვებდანამატად.