ბაობაბი მიუკუთვნება ფოთლოვანი ხეების ოჯახს, რომელიც ცნობილია ჰიბისკუსის სახელით.
სხვა ხეებთან შედარებით, ბაობაბის ხეს საკმაოდ გამოსარჩევი ვიზუალი აქვს, ლულის მსგავსი ტოტები, რომლებიც გლუვი და მბზინავია. ღეროები შეიძლება იყოს მოვარდისფრო, ან სპილენძისფერი.
თუმცა ვიზუალზე მეტად ყურადღებას იქცევს მისი შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობის სარგებელს. ბაობაბის ხის რბილობსა და ფოთლებში, არის მიკროელემენტების, ამინომჟავების და ცხიმოვანი მჟავების შთამბეჭდავი რესურსი.
ბაობაბის ხის ნაყოფი პირდაპირი გაგებითაც საკვებად ვარგისია. მისი ნაყოფი დაახლოებით ქოქოსის მსგავსია, აქვს მშრალი რბილობი და გარშემორტყმულია თესლით. ეს რბილობი უკვე ბუნებრივად დეჰიდრატირებულია ნაჭუჭში, ამიტომ არ საჭიროებს პასტერიზაციას. უბრალოდ იგი უნდა დაფქვათ და მიღებული ფხვნილი გამოიყენოთ.
ბაობაბის ხე ძირითადად აფრიკის და ავსტრალიის ტერიტორიაზე ხარობს, ამიტომ საკვებდანამატების მწარმოებელმა ბრენდებმა, შექმნეს ბაობაბი საკვები დანამატის სახით, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს მისი გამოყენების შესაძლებლობა.
ბაობაბის თესლიდან იწარმოება ზეთი, რომელიც გამოიყენება, როგორც საკვებად, ასევე კანის დამატენიანებელად.
ასევე ბაობაბი აქტიურად განიხილება, ძირითადად საკვებ საშუალებად იმ ადგილებში, სადაც ის იზრდება. ფაქტიურად ხის ყველა ნაწილის მოხმარება შესაძლებელია.(ნაყოფი, ყვავილები, ფოთლები და ყლორტები.)
ჯანმრთელობის სარგებელი
1. იმუნური სისტემა
ბაობაბის რბილობი ითვლება იმუნოსტიმულატორად. ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან მასში საკმაოდ მაღალია C ვიტამინის შემცველობა. იგი ამ კუთხით 10-ჯერ აღემატება ფორთოხალს.
C ვიტამინის იმუნიტეტის გამაძლიერებელი სარგებელი არაერთხელ არის დადასტურებული კვლევებით.
გარდა ამისა, C ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება სხვადასხვა ინფექციის სიხშირის შემცირებაში.
2. რკინის აბსორბცია და კანის ჯანმრთელობა
C ვიტამინის მაღალი შემცველობა ეხმარება ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში. ასე რომ, თუ ებრძვით რკინადეფიციტურ ანემიას ან უბრალოდ გსურთ ამ კუთხით პროფილაქტიკა, ბაობაბი დაგეხმარებათ.
ვიტამინი C აუმჯობესებს არაჰემური რკინის შეწოვას. ეს არის რკინის ყველაზე ღირებული ფორმა, რომელიც ძირითადად გვხვდება მცენარეული წარმოშობის საკვებში, მათ შორის ბაობაბში.
ბაობაბის ნაყოფსაც და ფოთლებსაც აქვთ მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობა. ჩვენ ვიცით, რომ ანტიოქსიდანტები არა მხოლოდ ეხმარება ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ იცავს და აძლიერებს კანის ჯანმრთელობას.
კანის ჯანმრთელობის კუთხითაც C ვიტამინი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. იგი ხელს უწყობს ოქსიდაციური სტრესის შემცირებას, რომელიც ანელებს დაბერების ნიშნებს და აძლიერებს კოლაგენის წარმოებას.
C ვიტამინი ასევე აუმჯობესებს E ვიტამინის რეგენერაციას, რაც ხელს უწყობს კანის დაცვას და უჯრედების აღდგენას.
სამეცნიერო მიმოხილვის თანახმად, ბაობაბს აქვს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც უძველესი დროიდან ფართოდ გამოიყენებოდა ტრადიციულ მედიცინაში“.
უძველესი დროიდან ინდოეთში აიურვედას მედიცინის პრაქტიკოსები ბაობაბს იყენებდნენ ისეთ სერიოზული პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა: დიარეა, დიზენტერია და კანის ანთების სამკურნალოდ.
3. საჭმლის მონელება და სისხლში შაქრის კონტროლი
ერთ ერთმა ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბაობაბი მდიდარია პოლიფენოლებით, რომელიც აუმჯობესებს სახამებლის მონელებას, რაც პირდაპირ კავშირშია გლიკემიურ მანიპულაციებთან.როდესაც ეს პროცესი ორგანიზმში დალაგებულია, სისხლში შაქრის დონე ყოველთვის ნორმაშია.
ასევე, ბაობაბის გამოყენებისას იზრდება კვებითი გაჯერება(დანაყრების შეგრძნება)და ნაწილობრივ იზრდება თერმოგენეზი. (მეტაბოლური პროცესი, რომლის დროსაც სხეული ტემპერატურის მატების ხარჯზე წვავს მეტ კალორიას.)