აცეროლას სასარგებლო თვისებები

აცეროლა, კენკროვანი ხილია,  რომელიც ეკუთვნის Malpighiaceae მცენარეთა ოჯახს. მისი სამშობლოა, მექსიკა და დასავლეთ ინდოეთი.

აცეროლას უფრო გავრცელებული სახელია „ბარბადოსის ალუბალი“.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ აცეროლა არის ფიტონუტრიენტების, ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყარო, ხოლო მისი ნაყოფი შეიცავს სხვადასხვა სახის ანტიოქსიდანტებს.

ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც მისი მოხმარება არის პრაქტიკული, არის ის, რომ აცეროლა შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. უფრო მეტიც, ისტორიულად მას იყენებდნენ C ვიტამინის დეფიციტის და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

აცეროლა ორგანიზმს ასევე აწვდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს, ვიტამინ A-ს. აცეროლას ნაყოფში დაახლოებით იგივე რაოდენობის A ვიტამინია, რამდენიც სტაფილოში, რომელიც ცნობილია როგორც A ვიტამინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო.

სარგებელი

1.მხარს უჭერს იმუნურ სისტემას და ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზებს.

აცეროლა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შორის პოლიფენოლებითა და ბიოფლავონოიდებით, რომლებიც ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს.

გარდა ამისა C და A ვიტამინების მაღალი შემცველობა, ხელს უწყობს, გულის და კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას.

აცეროლას შემადგენლობაში შეხვდებით ანთოციანინებს, ეს არის ნივთიერება რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც ეხმარება ორგანიზმს ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლაში.(მაგალითად ართრიტი)

2. შეიძლება დაეხმაროს საჭმლის მომნელებელი და მეტაბოლური სისტემის ჯანმრთელობა.

აცეროლა საუკუნეებია გამოიყენება ხშირად ღვიძლის დისფუნქციის და საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ, მათი შორის დიარეა და კუჭის ტკივილის დროს.

აცეროლა შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, ეს არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის ჯანრთელობას და სისხლში შაქრის სტაბილიზაციას. შედეგად მცირდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ინსულინის წინააღმდეგობა და დიაბეტი.

3. შემეცნებითი ფუნქციების გაუმჯობესება

ექსპერტები აცეროლას „ტვინის საკვებს“, უწოდებენ, რადგან მას შეუძლია ადამიანი დაიცვას მეხსიერების დაკარგვისგან, განსაკუთრებით  ხანდაზმულობის ასაკში. აცეროლა მდიდარია ანთოციანინებით და სხვა ღირებული ფიტონუტრიენტებით, რომლებიც ხელს უწყობს ანთების და ოქსიდაციური სტრესის შემცირებას, რაც აზიანებს ტვინის უჯრედებსა და ნეირონებს.

გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერისა, აცეროლა რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ენერგიის გამომუშავებას და ხელს უწყობს ვარჯიშის შემდგომი სიმპტომების შემცირებას, ესენია: დაღლილობა, სისუსტე და ტკივილი.

4. კანის და თმის დაცვა

აცეროლა სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვისაც, რადგან მას აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტური ეფექტის წყალობით, იგი ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს და სხვადასხვა მიკრობებს. ამ ყველაფრის ხელშეწყობით, კანი ინარჩუნებს სინაჯანსაღეს, მცირდება ნაოჭები, ლაქები და მზის დაზიანების ნიშნები.

C ვიტამინის მაღალი შემცველობა აცეროლაში ორგანიზმს ეხმარება შექმნას კოლაგენი, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს, კანის და შემაერეთებელი ქსოვილებუის მუშაობას.

ასევე კვლევები, ადასტურებს რომ აცეროლას აქვს კანის გათეთრების ბუნებრივი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეამციროს ჰიპერპიგმენტაცია და მუქი ლაქები, რომლებიც დაბერების ნიშნებად ითვლება.

გარდა ამისა, აცეროლა კომბინაციაში გამოიყენება ზეთებთან ერთად, რომელთა მეშვეობითაც კანი და თმა დატენიანებულია.(ქოქოსის ზეთი, ნუშის ზეთი).

იმის გამო, რომ აცეროლას აქვს მიკრობების განადგურების უნარი, იგი ხშირად გამოიყენება პირის ღრუს ანტიმიკრობულ საშუალებებში. აცეროლა ხელს უშლის პირის ღრუში ინფექციების განვითარებას, ებრძვის კბილების გაფუჭებას და იცავს ღრძილებს.