ზედმეტი წონა და არასასურველი სხეულის ფორმები ბევრი ადამიანისთვის გადაუჭრელი პრობლემაა. სხვადასხვა დიეტებსა და ვარჯიშზე დახარჯული ათობით საათი ხშირ შემთხვევაში არაეფექტური და ფუჭია. გთავაზობთ 6 ეფექტურ და ამასთანავე ადვილ ხრიკს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ შეზღუდვებისა და სტრესის გარეშე ზედმეტი წონის მოშორებას.
მიირთვით საკვები ნელა და გადაამუშავეთ ხარისხიანად. საკვების მიღებისა და დაქუცმაცების პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსია ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებისათვის. საკვების სწორად გადამუშავებისათვის მნიშვნელოვანია ულუფა მიირთვათ პატარა ლუკმებად და გადაყლაპვამდე დააქუცმაცოთ ხარისხიანად და მაქსიმალურად პატარა ნაწილებად. ამრიგად თქვენ შეძლებთ მიიღოთ სიამოვნება საკვების მცირე ოდენობითაც კი. ამასთანავე, ორგანიზმი უზრუნველყოფს ჰორმონ ლეპტინის გამოყოფას, რომელიც იწვევს „სისავსისა“ და დაკმაყოფილების შეგრძნებას.
ხარისხიანი ძილი დაგეხმარებათ წონის კლებაში. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ დღე-ღამის განმავლობაში 7 საათზე ნაკლები ძილი აძლიერებს მადას და განაპირობებს მუდმივი შიმშილის შეგრძნებას. გარდა ამისა, როდესაც თქვენ არასაკმარისი დროის განმავლობაში გძინავთ, აქტიურდება ტვინში არსებული ე.წ „ჯილდოს სისტემა“ და იწყებთ იმის ძებნას, რაც უკეთ გაგრძნობინებთ თავს. ხშირ შემთხვევაში ასეთი გამოსავალი სწორედ გემრიელი საკვებია. ძილის ხარისხის გაუარესება სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩვენს ორგანიზმს. ბიოლოგიური საათის მოწესრიგებისათვის ეფექტურია ისეთი, სრულიად ნატურალური და ჯანსაღი საშუალება, როგორიც მელატონინია. მისი საშუალებით შეძლებთ გაიუმჯობესოთ როგორც ძილის ხარისხი, ასევე დრო. ეს კი, თავისთავად, ზედმეტი წონის დაგროვებას აგარიდებთ თავიდან.
შეამცირე შაქარი საკვებ რაციონში. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია საკვებში შაქრის შემადგენლობა, მით უფრო დაბალია მისი კვებითი ღირებულება. გამოანაკლისია ხილი, სადაც მაღალია ფრუკტოზის შემცველობა, თუმცა გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და საკვები ბოჭკოთი. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციის მიხედვით, შაქრის ყოველდღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს, ქალების შემთხვევაში, 25 გრამს (4 ჩაის კოვზი - დაახლოებით 100 კალორია) და მამაკაცების შემთხვევაში - 36 გრამს (9 ჩაის კოვზი - დაახლოებით 150 კალორია). მაგალითისათვის, ერთი 350 გრამიანი გაზიანი სასმელი შეიცავს უფრო მეტ შაქარს, ვიდრე რეკომენდირებული დღიური დოზაა. ჩაანაცვლეთ გაზაინი და სხვა შაქრით გაჯერებული სასმელები წყლით, ან სხვა ვიტამინებით მდიდარი სპორტული სასმელით და თქვენ თავიდან აირიდებთ ზედმეტი წონის დაგროვებას.
დალიეთ მეტი წყალი და დატკბით ცხოვრებით. წყალი ყველა ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ნივთიერებაა. თუმცა ცოტა ადამიანისთვის თუა ცნობილი მისი ჯადოსნური გავლენა წონის კლების პროცესზე. წყალს შეუძლია შეავსოს ცარიელი სივრცე თქვენს მუცელში და აღმოფხვრას შიმშილის შეგრძნება. იგი ასევე ზრდის კალორიების წვასაც. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც სვავენ 500 მლ წყალს, 90 წუთის განმავლობაში, წვავენ 2-3%-ით მეტ კალორიას. ამას გარდა, ორგანიზმის დეჰიდრატაცია იწვევს თირკმლის ფუნქციის შეფერხებას და ვეღარ გამოიყოფა საჭირო რაოდენობის ტოქსინები შარდისა და განავლის სახით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წყლის მოლეკულების გარეშე ვერ მოხერხდება ცხიმის გადამუშავების (ლიპოლიზი) პროცესი.
დაამატეთ საკვებ რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული. დღის განმავლობაში საკვები რაციონის ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრებით, თქვენ გაზრდით წყლისა და საკვები ბოჭკოს მიღებას. ეს კი გამოიწვევს თქვენს დაკმაყოფილებასა და სისავსის შეგრძნებას. ამავდროულად, თავიდან აიცილებთ არასასურველ ცხიმსა და ზედმეტ კალორიებს. თუმცა, შედეგს ვერ მოგიტანთ, თუ თქვენ ხილისა და ბოსტნეულის მიღებას დაიწყებთ იმ პროდუქტთან ერთად, რომელსაც ჩვეულებისამებრ მიირთმევთ. საჭიროა თქვენს რაციონში არსებული მაღალკალორიული საკვები ჩაანაცვლოთ ხილითა და ბოსტნეულით. გარდა ამისა, საკვები ბოჭკოს დღიური რაოდენობის მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატებიც, რომელთა შემადგენლობაში შედის, როგორც უშუალოდ ბოჭკო, ასევე სხვადასხვა სახის პრობიოტიკები.
გამოიყენე ფსიქოლოგიური ხრიკები. წონის კლების პროცესში თქვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ისევ თქვენივე თავია. პირველ ეტაპზე, გონება და სხეული მაქსიმალურად ცდილობს არ მოგცეთ საშუალება შეზღუდოთ საკუთარი თავი და შეცვალოთ წლების განმავლობაში შეჩვეული საკვები რაციონი და ცხოვრების სტილი. ამ „ბრძოლაში“ საგრძნობლად დაგეხმარებათ მცირედი ხრიკები, რომელთა მეშვეობითაც საკუთარ თავს აიძულებთ შეეგუოს ახალ ცხოვრებისა და კვების სტილს. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ხრიკს:
- ბნელი თაროებიდან გამოიღეთ და „მზის სინათლზე“ გამოფინეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელთაც ზედმეტი წონის გამო ვეღარ ხმარობთ, ან არაკომფორტულად გრძნობთ თავს. რაც უფრო მეტჯერ მოგხვდებათ თვალში თქვენი ვიწრო ტანსაცმელი, გამოსასვლელი კაბა, თუ საცურაო კოსტუმი, მით უფრო ადვილად შთააგონებთ საკუთარ თავს, რომ ცვლილებების დროა.
- გამოიყენეთ მაღალი, ვიწრო ჭიქა, დაბალი და განიერი ჭიქის მაგივრად. ამრიგად ფსიქოლოგიური სტრესის გარეშე შეძლებთ შეამციროთ მიღებული თხევადი კალორიების რაოდენობა და 25-30%-ით ნაკლები წვენი, გაზიანი, ალკოჰოლური თუ სხვა სახის სასმელი მიიღოთ.
დაკავდით იოგით და ეცადეთ ჰარმონიულად ამუშავოთ სხეული და გონება. ამგვარად ისინი გახდებიან ერთმანეთის მოკავშირეები და წონის კლება და ჯანსაღი ცხოვრების დაწყება ბევრად უფრო მარტივი გახდება.