დეტოქსიკაცია იმუნური სისტემის მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
დეტოქსიკაციას ასევე აქვს ისეთი სარგებელი, როგორიცაა განწყობის გაუმჯობესება, ენერგია, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა და იმუნური ფუნქცია. ასე რომ, დეტოქსიკაცია შეიძლება იყოს გონივრული არჩევანი, თუ გსურთ იმუნიტეტის გაძლიერება, განსაკუთრებით გაციებისა და გრიპის სეზონზე.
ძირითადად ტოქსინები თვალისთვის უხილავია. ისინი შეიძლება იყოს საკვებში, ჰაერში, პროდუქტებში და სამზარეულოს კარადებში შენახულ ნივთებში.
ადამიანის ორგანიზმს აქვს საკუთარი სისტემები, რათა ამოიცნოს და გამოდევნოს ტოქსინები. კანი, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელი და ლიმფური სისტემა - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსიკაციის პროცესს. თუმცა, თუ ორგანიზმს ძალიან ბევრ ტოქსიკურ დატვირთვას მისცემთ, შესაძლებელია ამ პროცესის გადატვირთვა მოხდეს.
მაგალითისთვის წარმოიდგინეთ, რომ კომპიუტერთან მუშაობთ და ერთდროულად რამდენიმე პროგრამას იყენებთ. რაც უფრო მეტ პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებთ, კომპიუტერის მუშაობაც ნელდება.
როგორც კომპიუტერი ნელდება, მეტი სამუშაოს შესრულებისას, სხეულიც ნელდება, როდესაც იგი რამდენიმე მიმართულებით დეტოქსიკაციას ასრულებს.
ამავე სქემის მიხედვით, მაშინაც კი, თუ ანტივირუსული პროგრამა გაქვთ დაინსტალირებული, კომპიუტერს მაინც სჭირდება მოვლა, რომ კარგად იმუშაოს. ანალოგიურად, მაშინაც კი, თუ სხეულს საკუთარი დეტოქსიკაციის სისტემა აქვს, მას მაინც სჭირდება ასე რომ ვთქვათ სისტემური დაცვა.
როგორ გავიგოთ, დეტოქსიკაციის სისტემა არის თუ არა გადატვირთული?
სხეულს შეუძლია გაუმკლავდეს მრავალი ტოქსინის ზემოქმედებას, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში. თუმცა, დროთა განმავლობაში, დეტოქსიკაციის სისტემა განიცდის განმეორებითი ზემოქმედების მართვის სტრესს, ეს შეიძლება ძალიან დიდ ტვირთად იქცეს. სწორედ ამ დროს შეიძლება შეამჩნიოთ ტოქსიკურობის მსუბუქი ნიშნები. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ცემინება ან ზოგადი დაღლილობა.
სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს და შემდეგ გაქრეს, ან პირიქით დარჩეს. ზოგიერთი ასეთი სიმპტომია: ჭინჭრის ციება, სახსრების ტკივილი, საჭმლის მომნელებელი პრობლემები ან თუნდაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია.
როგორ მოქმედებს დეტოქსიკაცია იმუნურ სისტემაზე?
დეტოქსიკაცია ხელს უწყობს სხეულის ყველა ორგანოს სისტემის ოპტიმალურ დონეზე ფუნქციონირებას. ის ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ტოქსინებისგან, რომლებიც შეიძლება ანელებდეს თქვენს მეტაბოლიზმს. მეტაბოლიზმი არის ის, თუ როგორ მართავთ და არეგულირებთ სხეულის ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიას. იმუნური სისტემა ვერ ფუნქციონირებს სწორად, როდესაც მას ეს ენერგია არ აქვს.
ჰორმონები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის რეგულირებაში. ფარისებრი ჯირკვლის, კორტიზოლის, ესტროგენის, ტესტოსტერონის და პროგესტერონის ბალანსი გავლენას ახდენს იმუნურ ფუნქციაზე. თუ ეს ჰორმონები დისბალანსირდება, მათ შეუძლიათ იმუნური სისტემის აქტივობის დარღვევა.
სწორედ ამიტომ, ქიმიკატებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, ხშირად ენდოკრინული დისტრუფტორები ეწოდებათ (რადგან ჰორმონალური სისტემა ასევე ცნობილია, როგორც ენდოკრინული სისტემა). ამიტომ, ორგანიზმის დეტოქსიკაცია ასეთი ქიმიკატების მოსაშორებლად დიდ სარგებელს მოუტანს იმუნურ სისტემას.
როგორ ჩავატაროთ დეტოქსიკაცია?
რადგან ორგანიზმს აქვს ტოქსინების მოცილების ბუნებრივი უნარი, შეგიძლიათ გააძლიეროთ იმუნური ჯანმრთელობა ექსტრემალური დეტოქსიკაციის ზომების გამოყენების გარეშე. ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა საჭირო, რათა შეამციროთ ტოქსიკური დატვირთვა, რომლის მართვაც თქვენს სხეულს უწევს. ეს ნაბიჯები კარგ საწყისს მოგცემთ:
იყავით ფიზიკურად აქტიური. თუ ოფლიანობამდე ვარჯიშობთ, სხეულს შეუძლია ტოქსინების გამოდევნა ოფლის ფორების მეშვეობით. გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა აძლიერებს ლიმფური სისტემის ცირკულაციას. ლიმფურ სისტემას არა მხოლოდ გადააქვს ტოქსინები და ნარჩენები ორგანიზმიდან გამოსადევნად, არამედ აწარმოებს და ატარებს იმუნურ უჯრედებს ინფექციებთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ სისხლი თქვენს სხეულში გულის პულსაციით მოძრაობს, ლიმფას ასეთი ტუმბო არ აქვს და დამოკიდებულია სხეულის მოძრაობაზე.
ჯანსაღი კვება. შეძლებისდაგავად, მიირთვით ორგანული საკვები. ყურადღება გაამახვილეთ ნატურალური საკვების მიღებაზე. მოერიდეთ ანთებით გამომწვევ საკვებს, როგორიცაა მაღალგადამუშავებული, რაფინირებული შაქრის შემცველი ან ხელოვნური ინგრედიენტები.
მიიღეთ ანტიოქსიდანტები როგორიცაა A ვიტამინი, C ვიტამინი, E ვიტამინი და სელენი. ანტიოქსიდანტები გვხვდება მრავალ საკვებში, მათ შორის თხილში, კენკრაში, კაკაოში, ლობიოსა და ისპანახში. მწვანე ჩაი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტების მაღალ დონეს. უბრალოდ, ფრთხილად იყავით მის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ გაქვთ კოფეინის მიმართ მგრძნობელობა. თუ გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, გონივრულია, მწვანე ჩაის დალევამდე მიმართოთ ექიმს.
ჩართეთ პრებიოტიკები თქვენს რაციონში. პრებიოტიკები ბუნებრივად წარმოქმნილი საკვები კომპონენტებია, რომელთა მონელებაც ორგანიზმს არ შეუძლია. თუმცა, ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიები პრებიოტიკებით იკვებებიან. ამიტომ, პრებიოტიკებით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებას და დეტოქსიკაციის სისტემას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრებიოტიკები შეგიძლიათ იპოვოთ ისეთ საკვებში, როგორიცაა შვრია, ხახვი, უმი ნიორი, არტიშოკი, ბანანი, სატაცური და პომიდორი.
დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი. წყლის დალევა არა მხოლოდ წყურვილის მოკვლას, არამედ საჭმლის მონელებას, საკვები ნივთიერებების შეწოვას და ნარჩენების პროდუქტების გამოდევნას უწყობს ხელს.
შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება. როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს სვამს, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სხეულის ფუნქციონირებას, მათ შორის დეტოქსიკაციას.
საკმარისად დაისვენეთ. ხარისხიანი ძილი დროს გამოიდევნება დაგროვილი ტოქსინები. ძილთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია დროის თანმიმდევრულობა. აღდგენითი პროცესები ძილი ადრეულ საათებში ხდება.