კაზეინი,ამინომჟავების უხვი წყარო

 

რძე შედგება ორი სახის ცილისგან, კაზეინისა და შრატისგან. როგორც შრატის პროტეინი, კაზეინის ცილაც შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს, თუმცა გაცილებით მაღალი კონცენტრაციით. ამ მიზეზით კაზეინს შეარქვეს „ამინომჟავების უხვი წყარო“. ის ნამდვილად ამართლებს ამ სახელს, რადგან იგი, რძის ცილის დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს. რძეში კაზეინი კონკრეტულად არის ხაჭოს ტიპის ცილა, რომელიც გახლავთ „გელის“ სტრუქტურის მსგავსი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დედის რძის დაახლოებით 20-იდან 40-ი პროცენტი კაზეინს შეიცავს.

კაზეინი, ისევე როგორც შრატის პროტეინი, შედგება სხვადასხვა „სამშენებლო ბლოკებისგან“, რომელსაც ეწოდება ცვლადი და შეუცვლელი სახის ამინომჟავები. ადამიანის სხეულს შეუძლია გარკვეული ამინომჟავების დამოუკიდებელი სინთეზირება, მაგრამ არსებობს ამინომჟავები, რომელსაც მხოლოდ საკვებიდან, ან საკვები დანამატიდან ვიღებთ. თუმცა საკვები ყოველთვის არ გვაწვდის აუცილებელი ამინომჟავების სრულ კომპლექტს, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება.

 

როგორ მზადდება კაზეინის პროტეინი? პირველ რიგში, ლაბორატორიაში ხდება რძის ნაწილების დეჰიდრატაცია, კერძოდ კი შრატი იშლება და ცალკევდება. შემდეგ დარჩენილ რძის ხაჭოს რეცხავენ, აშრობენ და ფხვნილის სახით ამუშავებენ, სადაც ცილის შემცველობა მინიმუმ 80%-ია.

 

განსხვავება შრატის ცილასა და კაზეინს შორის.

საჭიროა ვიცოდეთ განსხვავებები, რადგან ორივე ცილა რძისგან მზადდება. შრატის ცილა სწრაფად შეიწოვება, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია ვარჯიშის დასრულებისთანავე. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, კუნთოვანი ქსოვილი საჭიროებს დროულ შევსებას აუცილებელი საკვები ნუტრიენტებით, რათა არ მოხდეს ქსოვილის დეგენერაცია.

რაც შეეხება კაზეინს, შრატისგან განსხვავებით, იგი გაცილებით ნელა შეიწოვება კუნთში.(6-8სთ) რაც გულისხმობს იმას, რომ მისი გამოყენების დროს, სხეული ამინომჟავებს იღებს შედარებით მცირე რაოდენობით, თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში საკვები ნივთიერებების მუდმივი სინთეზირება მიმდინარეობს 6-8 საათის განმავლობაში, რაც საკმაოდ კარგი საშუალებაა კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაზეინის ცილა ითვლება ანტიკატაბოლური ტიპის პროტეინად.

რომ შევაჯამოთ:  ორივე ცილა შესანიშნავი დანამატია და მათ ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება აქვთ. ორივე ტიპის პროტეინის ერთდროულად გამოყენება დაგეხმარებათ, რომ ვარჯიშისგან მიიღოთ ოპტიმალური შედეგი.

ახლა კი უფრო დეტალურად ვისაუბროთ კაზეინის სარგებელის შესახებ.

 

კუნთოვანი მასის შენება

ფარმაკოლოგები რეკომენდაციას უწევენ კაზეინის მიღებას ძილის წინ. რადგანაც კაზეინი ნელა შეიწოვება, ეს უზრუნველყოფს ამინომჟავების სტაბილურ მიწოდებას ძილის პერიოდში. ძილის დროს, ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ზრდის ჰორმონს, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის ასაშენებლად. მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი სრულფასოვნად წარიმართოს, საჭიროა შესაბამისი ტიპის ცილის სინთეზი, ასეთი კი გახლავთ კაზეინი.

ცნობილი ფაქტია, რომ კაზეინის მიღება ღამით, კერძოდ კი ძილის წინ, მხარს უჭერს კუნთური მასის ზრდას.

ცხიმის შემცირება

 კაზეინი არის იმ ტიპის ცილა, სადაც უფრო მაღალია კალციუმის შემცველობ, ეს კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ცხიმის წვისთვის. კვლევა, რომელიც ჩატარდა International Journal of Obesity-ის მიერ, დამტკიცდა  რომ, ის ადამიანები ვინც  იღებდნენ კაზეინს საკვები დანამატის სახით (სადაც ბუნევრივად შედის კალციუმის მაღალი მაჩვენებელი) უფრო მეტი ცხიმი დაწვეს ვიდრე სხვებმა. კვლევაში ნათქვამი იყო, რომ ცხიმის წვის დროს, მხოლოდ ცილის მიღება არ არის საკმარისი. ცილის ზომიერი დონე კალციუმთან ერთად ბევრად ეფექტიანი აღმოჩნდა ცხიმის მასის შესამცირებლად.

ასე რომ საჭიროა, ბალანსის პოვნა კალციუმსა და ცილას შორის. კაზეინი კი ამ მხრივ, ნამდვილად კარგი საშუალება გახლავთ.

 

სტომატოლოგიური ჯანმრთელობის ხელშეწყობა

ცნობილია, რომ ზოგადად რძის ნაწარმი ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას.  კაზეინი რომლის შემადგენლობაშიც არის კალციუმის, ფოსფატის და ჰიდროქსიდი, აძლიერებს კბილის მინანქარს, კერძოდ კი ებრძვის კბილის ეროზიას(მინანქრის ეროზია, ეს არის კბილის მაგარი ქსოვილების მინანქრის და დენტინის შეუქცევადი დაზიანება) ასევე, კაზეინი აფერხებს კბილების დაშლის პროცესს, რომელსაც კბილზე არსებული ბაქტერიები იწვევენ.

 

მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობა

კაზინის ცილის ფხვნილის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ  ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობას. ავსტრალიაში ჩატარებულ კვლევაში, მკვლევარებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა ცილების ჯანმრთელობის სარგებელი რის შემდეგაც დადგინდა, რომ კაზეინი უფრო მეტად უწყობს ხელს მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობას, ვიდრე ხორცი ან სოიოს ცილა. კაზეინი მდიდარია იმ აუცილებელი პეპდიტებით, რომელიც საჭიროა ნაწლავური ჯანმრთელობისთვის, რაც კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა მიიღოთ კაზეინის ცილა.

 

კაზეინის ნამცხვრები

კაზეინი რომ მრავალმხრივი ტიპის ცილაა ამას კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს: არსებობს კაზეინის მიღების რამდენიმე გზა, თუ გსურთ რომ საჭიროების შემთხვევაში იგი მიიღოთ სწრაფად, ხსნით წყალში, ხოლო თუ ხართ ქეიქის ან სნექის მოყვარული, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაცხოთ კაზეინის ნამცხვრები როგორიცაა: კაზეინის ბარები, მაფინები, ფუნთუშები. (არსებობს მრავალი რეცეპტი სოციალურ სივრცეში) მისი ამ უპირატესობის გამო, შეძლებთ თქვენთვის სასურველი დესერტის ჯანსაღი ვერსია მიირთვათ.