ტოპ 5 საკვებდანამატი სახსრების ჯანმრთელობისთვის

ჯანსაღი სახსრების მუშაობის პრინციპი ასეთია: ხრტილი ფარავს ძვლების ზედაპირს და იცავს მათ ზემოქმედებისგან, ეს კი უზრუნველყოფს სახსრის შეუფერხებელ და მოქნილ ფუნქციონირებას. თუმცა, რაც უფრო ვიზრდებით და ასაკი გვემატება, საჭიროა სახსრების პროფილაქტიკა პერიოდულად და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

  1. როდესაც აქტიურად ვვარჯიშობთ, საკმაოდ დიდი დატვირთვა მოდის ძვალ-სახსროვან სისტემაზე. (ძვლის ცვეთა, დამცავი ქსოვილის დეგრადაცია).
  2.  არსებობს ვარჯიშის შედეგად მიღებული დაზიანებები, რომელიც შეიძლება წლების შემდეგ გამოვლინდეს.
  3. 25 წლის შემდეგ, ორგანიზმი წყვეტს კოლაგენის გამომუშავებას, ხოლო მისი დეფიციტის შემთხვევაში ხახუნის წარმოქმნა იწვევს ტკივილს, გადაჭარბებულ ანთებით რეაქციებს, შეშუპებას, სიმტკიცის დაკარგვას და უკიდურეს შემთხვევაში მოძრაობის შეზღუდვას.

ჯანსაღი კვება, დაბალანსებული ვარჯიში და სწორად შერჩეული საკვები დანამატები დაგეხმარებათ სტაბილურად შეინარჩუნოთ სახსრები ჯანმრთელ მდგომარეობაში.

საკვები დანამატების გამოყენებისას გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი დეტალი: სახსრების ჯანმრთელობის რეაბილიტაციის პროცესი არის ინდივიდუალური, პროდუქტების უმეტესობა ისე არის შექმნილი, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებს შეუძლიათ შესამჩნევი შედეგი უზრუნველყონ 30 დღის განმავლობაში, ნელ-ნელა და ეტაპობრივად.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს ორგანიზმს სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის, ასეთ დროს, პროფილაქტიკა შემდეგი პრინციპით მიმდინარეობს:

პირველი თვე: ნაკლები დისკომფორტი სახსრებში ყოველდღიური საქმიანობის დროს. (ეს იქნება სამუშაო თუ საყოფაცხოვრებო პროცესები) პროფილაქტიკის პირველ ეტაპზე ხდება ბრძოლა ანთებით პროცესებთან.

მეორე თვე: შესამჩნევად გრძნობთ, რომ ძვალი გაცილებით მყარია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმის შესაძლებლობების დიაპაზონი ეტაპობრივად იზრდება.

მესამე თვე: ხრტილოვანი და შემაერთებელი ქსოვილების სრული აღდგენა, რაც გამოიხატება ორგანიზმის უფრო მეტად მობილურ გამძლე ქმედებებში. ეს კი საშუალებას მოგცემთ, კვლავაც დაკავდეთ ფიზიკური აქტოვიბით.

ახლა კი განვიხილოთ 5 სხვადასხვა საკვები დანამატი, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ისე პროფილაქტიკაშიც.

Uns supplement – type 2 Collagen - მეორე ტიპის კოლაგენი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება სხეულში, როგორც სახსრების ხრტილის ძირითადი სამშენებლო ბლოკი. აღნიშნული ტიპის კოლაგენს რეაბილიტაციის დროს, გააჩნია მაღალი თერაპიული სარგებელი, რომელიც ხელს უწყობს ხრტილოვანი და შემაერთებელი ქსოვილების სრულფასოვან აღდგენას. სხვა ტიპის კოლაგენისგან განსხვავებებით, დამატებული აქვს 1 გრამი C ვიტამინი, რომელიც აუცილებელია კოლაგენის სინთეზირებისთვის.

კოლაგენის მეშვეობით უკეთ ხდება მინერალების შეწოვა, რის შედეგადაც ძვალი სტაბილურად ინარჩუნებს სიმკვრივეს, ის აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეკონსტრუქციას.

კოლაგენი არბილებს ძვალ-სახსარს, რის შედეგადაც სახსრების დეგენერაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს.

  

Now - Boswellia Extract 500 mg - საყოველთაოდ ცნობილი, როგორც საკმეველი Boswellia  არის ფისი, რომელიც გამოიყენება ტრადიციულ აიურვედულ მედიცინაში (ინდური მედიცინა) სახსრების სიმტკიცესა და დისკომფორტის შესამსუბუქებლად. კვლევები აჩვენებს, რომ Boswellia - ს მჟავას ნაერთები, რომლებიც შეიცავს განსაკუთრებულ მცენარეულ ექსტრაქტს, პასუხისმგებელია ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამომუშავებაზე, იმის გამო, რომ პოტენციალი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, მნიშვნელოვანია მოძებნოთ boswellia serrata სტანდარტიზებული, მინიმუმ 60% ბოსველის მჟავებით.

კვლევებმა აჩვენა, რომ Boswellia - ს შეუძლია შეამციროს ანთება და მისი გამოყენება სასარგებლოა ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორებიცაა: ოსტეოართრიტი (სახსრის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხრტილოვანი სტრუქტურის დარღვევა) და რევმატოიდული ართრიტი (სახსრების შებოჭილობა და დეფორმაცია).

Boswellia-ს გამოყენება საკვები დანამატის სახით, საკმაოდ ეფექტიანია სახსროვანი ტკივილის შემსუბუქების მიზნით, იგი ითვლება ამ დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი.

 ასევე მას შეუძლია, ქრონიკული დაავადების დროს, ხელის შეუწყოს ხრტილოვანი მასის შენარჩუნებას.

Uns –& Glucosamine & Chondroitin & - MSM - (იგივე მეთილსულფონილმეთანი,) არის ორგანული ნაერთი, რომელიც გვხვდება ახალ ხილსა და ბოსტნეულში, იგი წარმოადგენს გოგირდის ბუნებრივ წყაროს, რომელიც ხელს უწყობს სახსრების ხრტილის აუცილებელ სტრუქტურულ კომპონენტების ჩამოყალიბებას. კლინიკურ კვლევებში ხშირად შერწყმულია გლუკოზამინთან, რადგანაც უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გლუკოზამინთან დაკავშირებული სახსრების გაუმჯობესების დიდი ნაწილი, რეალურად უზრუნველყოფილია MSM-ის მიერ.

MSM-ის მიღება საკვები დანამატის სახით განსაკუთრებით სასარგებლოა შუა ხნის ასაკის მქონე ადამიანებში, მაგალითად, ჩატარებული კვლევის შედეგად, სადაც მონაწილეობა მიიღეს 50 წელზე უფროსი ასაკის 100-მა ადამიანმა დადგინდა, რომ 12 კვირის განმავლობაში 1200 მგ MSM-ის საკვები დანამატით მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეამცირა სახსრებისა და წელის ტკივილი.

საკვები დანამატის მიმღებმა ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა ცხოვრების საერთო ხარისხი და შედარებით ნაკლებ სირთულეს წარმოადგენდა მათთვის ფეხით გადაადგილება.

Uns supplement – Turmeric - კურკუმინი არის პოლიფენოლი (ბუნებრივი ნაერთი), რომელიც კურკუმას აძლევს ნათელ ყვითელ ფერს. პოლიფენოლებს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობის შეხორცების ხელშემწყობი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები. ცნობილია, რომ კურკუმინი თრგუნავს ანთების საწინააღმდეგო  უჯრედების აქტივობას, რომლის მეშვეობითაც ხდება ხრტილის დაცვა დაზიანებისგან მაშინ, როდესაც ძვლებს შორის ხახუნის პროცესი მიმდინარეობს.

ავტორიტეტული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კურკუმინის მიღება საკვები დანამატის სახით, ყოველ დღე 8-12 კვირის განმავლობაში დიდად დამხმარეა სახსრების ტკივილისა და ანთების შემცირების დროს.

თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ კურკუმინის გამოყენება გსურთ სახსრების პროფილაქტიკის მიზნით იგი თავისით, არც ისე კარგად შეიწოვება. მაქსიმალური ბიოშეღწევადობისთვის ის უნდა იყოს შერწყმული პიპერინთან.

Real Pharm – Piperine -  იგივე შავი წიწაკის ესქტრაქტი, რომელიც არის ალკალოიდური ნაერთი (ბიოაქტიური ნაერთები).

 ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პიპერინს შეუძლია შეამსუბუქოს  სახსრებში არსებული დისკომფორტი, კერძოდ, კი ართრიტი  (სახსრების ტკივილი, შებოჭილობა).

თუმცა, მისი გამორჩული უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია გააუმჯობესოს კურკუმინის შეწოვა, რომელიც ერთ-ერთი კარგი საშუალებაა სახსრების პროფილაქტიკისთვის. პიპერინის გარეშე, კურკუმინის მიღება არც თუ ისე პრაქტიკული იქნება.

პირველ რიგში, პიპერინი აადვილებს კურკუმინის ნაწლავის კედელში გადასვლას, რის შემდგომაც მარტივად გადადის სისხლში.

მეორეც, მას შეუძლია შეანელოს ღვიძლის მიერ კურკუმინის დაშლა და ამის ხარჯზე გაზარდოს სისხლში მისი დონე.

პიპერინის გარეშე, კურკუმინის უმეტესი ნაწილი იფილტრება ღვიძლის მიერ და გამოიყოფა შარდის სახით.

შედეგად, კურკუმინის პიპერინთან შერწყმა ზრდის მის პოტენციურ სარგებელს ჯანმრთელობის მიმართულებით.