როგორ შევარჩიოთ ყველაზე სანდო და მაღალი ხარისხის ვიტამინები

 olimp labs-ი საკვები დანამატების ბაზარზე ხარისხის თვალსაზრისით, ერთ-ერთი სანიმუშო ბრენდია. ამის თქმის საფუძველს კომპანია ნამდვილად გვაძლევს. Olimp labs-ი აწარმოებს  ისეთი სახეობის ვიტამინების და მინერალების სერიას, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და გამართული ფუნქციონირებისთვის. მისი გამოყენება პრაქტიკულია, არა მარტო პროფესიონალი და მოყვარული მოვარჯიშეებისთვის, არამედ ისეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც  პრიორიტეტულია თავის მოვლა და ჯანმრთელობა. 

Olimp labs-ი საკვები დანამატები, რომელიც არაერთხელ მოიწონა სამეცნიერო კვლევითმა საზოგადოებამ, ხელმისავწდომია 68 ქვეყანაში.

საქართველოში olimp labs-ის ოფიციალური წარმომადგენელია „ვიტამინი“.

კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისეთი ტიპის საკვები დანამატების წარმოებაზე, რომელიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო თუ მარკო ელემენტებით. 

მოდი განვიხილოთ, რომ თავადაც დარწმუნდეთ.

Olimp Labs - Gold-Vit complex - ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელშიც გამოყენებულია ამინომჟავების ქელატი. (ეს ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით, ორგანიზმი უფრო მარტივად ახერხებს საჭირო მიკროელემენტების ათვისებას)

ვიტამინები არის ბუნებაში არსებული საკვები ნივთიერების ჯგუფი, რომლებიც გვხვდება საკვებსა და დანამატებში. მისი დანიშნულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და აუცილებელია ყოველდღიურად გვქონდეს რაციონში. გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, რომ ვიტამინების წარმოება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და მათი არასათანადო მიღების შემთხვევაში ორგანიზმში შეიძლება წარმოიშვას ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული სხვადასხვა უარყოფითი გარემოებები, მაგალითად: მეტაბოლიზმის არასათანადოდ მუშაობა, ენერგიისა და გონებრივი კონცეტრაციის ნაკლებობა, იმუნიტეტის შესუსტება, ჰორმონალური პროცესების დარღვევა და ასე შემდეგ...

Olimp Labs - Gold-Vit complex-ში გონივრულად არის შერჩეული ვიტამინების კონცენტრაცია, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობისთვის საჭირო ბალანსს.

 

Olimp Nutrition – Gold-Vit B Forte – B ვიტამინების კომპლექსი, რომელიც ორგანიზმს მრავალფეროვანი ფერმენტების შექმნასა თუ დაშლაში ეხმარება, მაგალითად: ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზირება, ამინომჟავების სინთეზირება, ჟანგბადის წარმოება და ასე შემდეგ..

Olimp Nutrition – Gold-Vit B Forte - ასევე დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ ინფექციები, რადგანაც იგი ხელს უწყობს, სისხლში, წითელი უჯრედების წარმოქმნას (ერითროციტები).

B ვიტამინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალბატონებისთვის, რადგანაც B ვიტამინები  ხელს უწყობს ნაყოფის ტვინის განვითარებას და ამცირებს ბავშვის დაბადების დეფექტის რისკს.(B9,იგივე ფოლიუმის მჟავა, რომელიც მონაწილეობას იღებს დნმ-ის სრულფასოვან ჩამოყალიბებაში)

ორსულობის პერიოდში B ვიტამინები ხელს უწყობს გულისრევის შემსუბუქებას და ამცირებს პრეეკლამფსიის (პათოლოგია, რომელიც ფეხმძიმობის 20 კვირის შემდეგ ვითარდება, ახასიათებს არტერიული წნევის მატება და შარდით ცილის გამოყოფა.) განვითარების რისკს.

Olimp Labs - Ginseng vita-complex - ჟენშენი,(ზედმეტსახელად ეძახიან ადამის ფესვს, ასევე აშვაგანდას წინაპარს) აზიური წარმოშობის მცენარე, რომელსაც საუკუნეებია იყენებენ ფართოდ მედიცინაში, მისი მრავალი დადებითი თვისებების გამო.

ჟენშენი ხელს უწყობს, გონებრივი თუ ფიზიკური აქტივობის მატებას, მისი მიღება დიდად დამხმარე იქნება მათთვის, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაღლილობა და მუდმივად განიცდის ენერგიის ნაკლებობას.

2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა, იმ ადამიანებში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სიმსივნურ მკურნალობას აჩვენა, რომ ჟენშენი ხელს უწყობს, სიმსივნით გამოწვეული დაღლილობისა და სტრესის  შემცირებას.

2018 წელს ჩატარებულმა დამაჯერებელმა კვლევამ, დაადასტურა, რომ ჟენშენს შეუძლია გააუმჯობესოს აზროვნება და შემეცნებითი პროცესები.

არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ  ჟენშენის კომპონენტებს აქვთ გარკვეული დეფიციტის მკურნალობის პოტენციალი. კვლევებმა აჩვენა, რომ ჟენშენს შეუძლია შეამციროს ოქსიდაციური სტრესი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესება.( გონებრივი უნარები, რომლებიც საჭიროა ცოდნის მოპოვების, ინფორმაციის მანიპულაციისა და მსჯელობისთვის.)

ჟენშენის გამოყენება პრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს იმ მამაკაცებისთვის, რომელთაც აქვთ ერექციული დისფუნქციის საწყისი ეტაპი.2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 119 მამაკაცი მსუბუქი ერექციული დისფუნქციით, დაადგინა, რომ ჟენშენის მიღება საკვები დანამატის სახით, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას და ხელს უწყობს მამაკაცის მთავარი ჰორმონის, ტესტოსტერონის ბუნებრივ სტიმულირებასა და გამომუშავებას. 

Olimp Labs - Glucosamine Plus - გლუკოზამინი არის ბუნებრივი ნაერთი, რომელიც გვხვდება ადამიანის სხეულში, კერძოდ კი ხრტილში, ხისტი ქსოვილის სახით. მისი მეშვეობით ხდება სახსრის ფიქსაცია და გამაგრება. არსებობს რამდენიმე ტიპის გლუკოზამინი. სახსრებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით დიდი როლი აკისრია გლუკოზამინ სულფატს.

გლუკოზამინის სულფატი ცნობილია ასევე როგორც ბუნებრივი შაქარი, რომელიც გვხვდება სხეულში, კერძოდ  სითხესა და ქსოვილებში. მისი მეშვეობით ხდება სახსრების გასუფთავება და ანთებითი პროცესების შემცირება. 

გლუკოზამინის სულფატი არის ფართოდ გამოყენებული საკვები დანამატი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ტკივილის შემსუბუქებას ოსტეოართრიტის (ხრტილოვანი სტრუქტურის დარღვევა) მქონე ადამიანებში. ოსტეოართრიტი ხდება მაშინ, როდესაც ხრტილი იშლება, რის შემდგომაც, სახსრებში იმატებს ტკივილი და დისკომფორტი.

გლუკოზამინის გამოყენება ასევე პრაქტიკულია ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის, რადგანაც რეგულარული ვარჯიშის შედეგად, დიდი დატვირთვა მოდის ძვალ-სახსროვან სისტემაზე. ასევე, როდესაც ხდება ვარჯიშის დროს კუნთური მასის მატება, აუცილებელია ყურადღება მიექცეს სახსრების პროფილაქტიკას, რათა წონის მატებამ არ გამოიწვიოს ძვალ-სახსრის დაზიანება.

Olimp Labs - TRI-Mag B6 - მაგნიუმი, საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი კუნთების, ნერვების, ძვლების განვითარებისთვის. თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღებს საკმარის მაგნიუმს, ამან შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები წარმოშვას, ისეთები როგორიცაა: გულის შეტევა, დიაბეტი და ოსტეოპოროზი(ძვლოვანი სისტემის ყველაზე ხშირი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, მისი სიმტკიცის  და ხარისხის დაქვეითებით, მოტეხილობის მაღალი რისკით.)

ასევე დროთა განმავლობაში მაგნიუმის დაბალმა დონემ, შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის და კალიუმის დეფიციტი. თუ ადამიანს არ აქვს საკმარისი მაგნიუმი სხეულში, შეიძლება ჰქონდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა და სისუსტე. ხოლო მაგნიუმის უკიდურესმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟება, ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები,  პიროვნული ცვლილებებიც კი.

Olimp Labs - TRI-Mag B6 - მაგნიუმი შეიცავს სამი სხვადასხვა ტიპის მაგნიუმს. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, რათა ორგანიზმმა მაგნიუმის ოპტიმალური დონეს მიაღწიოს. გარდა ამისა, მაგნიუმი გავლენას ახდენს სხეულში ელექტროლიტების (დადებითი, ან უარყოფითი ელექტრული მუხტის მქონე მაკრომინერალები, რომლებიც დიდი ოდენობით გხვდება ადამიანის სხეულში) შენარჩუნებაზე, რომელიც შეიძლება მრავალი მიზეზით დაირღვეს.

Olimp Labs - Chela-zinc. თუთია  მნიშვნელოვანი სახის მინერალი, რომელიც სხეულის 100-მდე ქიმიურ პროცესში იღებს მონაწილეობას: დნმ-ის ჩამოყალიბება, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, უჯრედების ზრდა-გამრავლება, ცილის შენება, დაზიანებული ქსოვილების აღდგენა და ასე შემდეგ.

ცნობილია, რომ თუთია თამაშობს ცენტრალურ როლს იმუნურ სისტემაში და თუთიის დეფიციტის მქონე პირები განიცდიან განსაკუთრებულ იმუნურ-მგრძნობელობას. იმუნოლოგიური მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც თუთია გავლენას ახდენს ინფექციისადმი მგრძნობელობაზე, შესწავლილია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.  თუთია გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მრავალ ასპექტზე, კანის ბარიერიდან ლიმფოციტების (სისხლის უფერო უჯრედების, ლეიკოციტების ერთ-ერთი ფორმა.) გენის რეგულირებამდე. თუთიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უჯრედების ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, რომლებიც შუამავლობენ იმუნიტეტს.

Olimp Labs - PerfecT Skin Hydro Complex - აქტიური ნივთიერებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაც არის კანის მოვლა და ჯანმრთელობა. აღნიშნული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ჰიალურონის მჟავა, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა შემაერთებელ ქსოვილში. ჰიალურონის მჟავა არის მთავარი კომპონენტი, რაც აძლევს კანს სტრუქტურას და პასუხიმგებელია მის დატენიანებულ იერსა და სიმკვრივეზე.

ჰიალურონის მჟავას გააჩნია დაბერების სანიწააღმდეგო ეფექტი, იგი კანს

გაცილებით მგრძნობიარეს ხდის და აფერხებს ნაოჭების 

წარმოქმნას.

ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს ჭრილობების შეხორცების 

დაჩქარების პროცესში, რაც ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.