ცხიმის მწველების კლასიფიცირება და მოქმედების მექანიზმი
ყველას გვსმენია ცხიმის მწველების - ჯადოსნური აბების შესახებ, რომლებსაც წონის კლებისა და გამოშრობის პროცესში ეფექტური დახმარება შეუძლიათ. ამ ბლოგში შევეცდებით მარტივად და ამასთანავე, ამომწურავად მოგიყვეთ ცხიმის მწველების ტიპებისა და მოქმედების პრინციპის შესახებ. ასევე, დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი ცხიმის მწველის შერჩევაში.
მაშ ასე, დავიწყოთ.
ტერმინი „ცხიმის მწველი“ აერთიანებს ისეთ საკვებ დანამატებს, რომლებიც აჩქარებენ ცხიმის მეტაბოლიზმს, ზრდიან ენერგიის ხარჯვას, უზრუნველყოფენ ცხიმების დაჟანგვას ვარჯიშის დროს და საბოლოოდ იწვევენ წონის კლებას. ხშირად ასეთი დანამატები შედგება სხვადასხვა ინგრედიენტებისგან, რომლებსაც გააჩნიათ დამატებითი მექანიზმი ორგანიზმში არსებული ზედმეტი ცხიმის წვისთვის, რაც მათ უფრო ეფექტურს ხდის.
მოკლედ მიმოვიხილოთ ცხიმის მწველების ტიპები და მათი მოქმედების მექანიზმი.
ლიპოტროპული ცხიმისმწველები. ამ ტიპის ცხიმის მწველებს ბუნებრივ ცხიმის მწველებსაც უწოდებენ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ორგანიზმის მიერ ცხიმების მოხმარების პროცესში, აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფენ ღვიძლისაგან ცხიმის გამოთავისუფლებას და აფერხებენ ორგანიზმში დამატებით ცხიმის დაგროვებას. ლიპოტროპული დანამატები ძირითადად შეიცავენ შემდეგ ინგრედიენტებს: L-კარნიტინი, მეთიონინი, ქოლინი, ინოზიტოლი, ვიტამინი B12, მცენარეული ექსტრაქტები და სხვა.
ლიპოტროპული დანამატებიდან ყველაზე ცნობილია L-კარნიტინი. ზოგადად, ადამიანის ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს L-კარნიტინს. იგი ღვიძლში და თირკმელებში სინთეზირდება ძირითადად ორი ამინომჟავისგან, ლიზინისა და მეთიონინისგან. მისი მთავარი მოვალეობაა ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე მიტანა, სადაც ხდება მათი გამოყენება ATF-ის პროცესში და შედეგად ვიღებთ ენერგიას. როდესაც სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმია დაგროვილი, ორგანიზმში გამომუშავებული L-კარნიტინი, ვეღარ ახერხებს მათ მიტოქონდრიებამდე მიტანას. სწორედ ამ დროს გვჭირდება მისი, როგორც საკვები დანამატის სახით მიღება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორ ფუნქციონირებაში და კუნთოვანი მასის ეფექტურ მატებაში. სხვადასხვა კვლევებით დამტკიცებულია, რომ L-კარნიტინის ყოველდღიურად 1500-3000 მგ მიღება, 4-6 კვირის განმავლობაში, უსაფრთხოა და არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
თერმოგენული ცხიმისმწველები. როგორც ვიცით, ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვისას, ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება კალორიები, რათა მიიღოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგია. მაშინაც კი, როდესაც არ ვასრულებთ რაიმე კონკრეტულ მოქმედებასა თუ ვარჯიშს, ორგანიზმს სჭირდება ენერგია რათა ისუნთქოს, სისხლის ცირკულაცია მოახდინოს, წარმოქმნას უჯრედები და ა.შ. ამისათვის სხეული იყენებს კალორიების გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც ბაზალური მეტაბოლური მაჩვენებელი (basal metabolic rate) ეწოდება. თერმოგენული ცხიმის მწველები იწვევენ სხეულის შიდა ტემპერატურის ზრდას და წარმოქმნიან მეტ სითბოს, რაც ავტომატურად ზრდის ბაზალურ მეტაბოლურ მაჩვენებელს. ასეთი დანამატები უზრუნველყოფენ მეტი კალორიისა და ცხიმის დაწვას მაშინაც კი, როდესაც ისვენებთ. ამას გარდა, თერმოგენული ცხიმისმწველები აქვეითებენ მადას და ამაღლებენ ფიზიკურ და გონებრივ ქმედითუნარიანობას.
თერმოგენულ ცხიმის მწველებში სხვადასხვა სახის ინგრედიენტი გამოიყენება. მათ შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით კოფეინს. ეს არის ნივთიერება, რომელიც დიდი რაოდენობით შედის ყავისა და კაკაოს მარცვლებში, ყველა სახის ჩაის ფოთოლში (განსაკუთრებით მწვანე ჩაიში), გუარანაში და სხვა მცენარეებში. კოფეინს გააჩნია თერმოგენული ეფექტი. იგი აჩაქრებს მეტაბოლიზმსა და ლიპოლიზის (ცხიმების დაშლის) პროცესს. მიუხედავად მისი მრავალი დადაებითი ეფექტისა, კოფეინის გრძელვადიანი და გადაჭარბებული მოხმარება არ არის რეკომენდირებული. ასევე კოფეინის შემცველობის მქონე პროდუქტის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ იმ ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არითმია, ტაქიკარდია, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
გარდა კოფეინისა, თერმოგენული ცხიმის მწველები შეიცავენ შემდეგ ბუნებრივ ინგრედიენტებს: მწვანე ჩაის ექსტრაქტი, კაპსაცინი, იოჰიმბინი, სინეფრინი და სხვა.
სტიმულანტისგან თავისუფალი (stimulant-free) ცხიმის მწველები. ზოგიერთ ადამიანს კოფეინსა და ცხიმის მწველებში შემავალ სხვა სტიმულანტებზე აღენშნება მომატებუილი მგრძნობელობა, ამიტომაც არსებობს ისეთი ცხიმის მწველი დანამატებიც, რომლებიც არ შეიცავენ სტიმულანტებს. ასეთი პროდუქტები ძირითადად შედგება შემდეგი ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან: L-კარნიტინი, CLA, ფუკოქანქსიტინი, ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტი, აშვაგანდა, იაპონური მგუგურის ექსტრაქტი და სხვა.
მადის დამთრგუნველები. ალბათ ყველა ვიცნობთ ისეთ ადამიანს, რომელსაც თითქოს უძირო მუცელი და დაუკმაყოფილებელი მადა აქვს. მომატებული მადის ფენომენის ამოსახსნელად არსებობს ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მიზეზების ფართო სპექტრი. დაუკმაყოფილებელი მადა ყველაზე ხშირად არასრულფასოვნად მიღებული საკვები ნივთიერებებით არის გამოწვეული, ისეთებით როგორებიცაა საკვები ბოჭკო და ჯანსაღი ცხიმები. თუმცა, მუდმივი ჭამის სურვილის მიზეზი შესაძლოა სტრესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც იყოს. მადის დამთრგუნველი დანამატები ბუნებრივი ინგრედიენტების საშუალებით გვეხმარება მადის დაქვეითებაში, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავის არიდებაში და უზრუნველყოფს, რომ კმაყოფილი დარჩეთ საკვების მცირე ულუფის მიღების შემთხვევაშიც კი. ისინი ორგანიზმში აბალანსებენ შიმშილის გრძნობის გამომწვევი ორი ძირითადი ნივთიერების, გრელინისა და ლეპტინის დონეს. გარდა ამისა ასეთი ცხიმის მწველები არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს, წვავენ მეტ „სარეზერვო“ ცხიმს, აუმჯობესებენ განწყობას ენდორფინის, სეროტონინისა და სხვა ნივთიერების გამომუშავების ხარჯზე და ამცირებენ ტკბილეულისა და „ჯანქ ფუდის“ მიღების სურვილს.
ძირითადად მადის დამთრგუნველი ცხიმის მწველები შეიცავენ შემდეგ ბუნებრივ ინგრედიენტებს: მწვანე ჩაის ექსტრაქტი, კაიენი, გრეიფრუტის ეთერზეთი, შავი წიწაკის ექსტრაქტი, ზაფრანის ექსტრაქტი და სხვა.
როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ცხიმის მწველი
პირველ რიგში საჭიროა ნათლად ჩამოაყალიბოთ და ზუსტად განსაზღვროთ თქვენი მიზნები. ამისათვის საჭიროა უპასუხოთ შემდეგ კითვებს:
- რას ელით ცხიმის მწველისგან? გინდათ წონაში კლება, ენერგიის ზრდა თუ მადის შემცირება?
- რამდენი კილოს დაკლება გსურთ?
- რამდენ ხანში გსურთ შედეგის მიღწევა?
- როგორია თქვენი დღიური კალორიათა წვა და რამდენად დაბალანსებულია კვება?
- როგორია თქვენი ნივთიერებათა ცვლა?
ეს ის მთავარი შეკითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემით, თქვენ შეძლებთ ცხადად განსაზღვროთ როგორია თქვენი მიზნები და შესაბამისად გაგიადვილდებათ საჭირო ცხიმის მწველი დანამატის შერჩევა.
ზევით უკვე განვიხილეთ ცხიმის მწველების სხვადასხვა ტიპი, შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი. ახლა წარმოგიდგენთ უშუალოდ იმ ბრენდებსა და პროდუქტებს, რომლებიც ყველაზე ეფექტური და ამავდროულად, უსაფრთხოა ცხიმის წვის პროცესისათვის.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ლიპოტროპული ცხიმის მწველი დანამატის მიღებას, ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ეფექტური სწორედ L-კარნიტინია. იგი არსებობს როგორც ტაბლეტების, ასევე ფხვნილის და თხევადი ფორმით. სხვადასხვა ავტორიტეტული საიტების რეიტინგებსა და ტოპ გაყიდვად პროდუქტებში შემავალი L-კარნიტინებიდან, ყველაზე რეიტინგული ბრენდების შეძენა vitamini.ge-ს მაღაზიებსა და ვებ გვერდზე შეგიძლიათ:
- Evlution Nutrition – L-carnitine 500
- Pro supps – L-carnitine 3000
- RSP Nutrition – Liquid L-carnitine
- Olimp Nutrition – L-carnitine 4000 power
- Applied nutrition – L-carnitine Liquide 3000
თუ თქვენი მიზანი შედარებით მეტი წონის კლება და მომატებული ენერგიის მიღებაა, თერმოგენული ცხიმის მწველების ფართო არჩევანიც შეგხვდებათ ჩვენს მაღაზიებში:
- Evlution Nutrition – TRANS4ORM
- BPI Sports – B4
- Universal Nutrition – Animal Cuts
- Muscletech – Hydroxycut
- Nutrex – Lipo-6 Black
იმ შემთხვევაში, თუ გაგაჩნიათ მომატებული მგრძნობელობა კოფეინსა და სხვადასხვა სტიმულანტებზე, ჩვენს მაღაზიებში წამყვანი ბრენდების სტიმულანტებისგან თავისუფალი ცხიმის მწველების შეძენაც შეგიძლიათ:
- Evlution Nutrition – LeanMode capsules
- Evlution Nutrition – LeanMode powder
- BPI Sports – CLA+Carnitine
- Evlution Nutrition – Lean Bcaa
თუ თქვენი მთავარი პრობლემა დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით საკვების მიღება და მუდმივი შიმშილის შეგრძნებაა, მაშინ მადის დამთრგუნველი დანამატები იდიალური არჩევანია. მართალია ასეთი დანამატები თითქმის ყველა თერმოგენული ცხიმის მწველის შემადგენლობაში შედის, თუმცა ჩვენს მაღაზიათა ქსელში მათი დამოუკიდებლად შეძენაც შეგიძლიათ, მაგალითად: Olimp Nutrition – Green Tea და Evlution Nutrition – Fiber Mode.
თუ უკვე დაიკელით ზედმეტი კილოგრამები და ახლა გსურთ სხეულის ფორმების გალამაზება, ცხიმის მწველი გელი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. მუცლის, გვერდებისა და საჯდომის ფორმების დახვეწასა და გალამაზებაში Nutrex – lipo-6 Defining Gel დაგეხმარებათ. ეს არის სპეციალური ფორმულით შექმნილი გელი, რომლის მიზანიც უშუალოდ პრობლემურ ადგილებში ცხიმის წვაა. Lipo-6 Black აბებთან ერთად Lipo-6 Defining Gel-ის მოხმარებით თქვენ შეძლებთ ზედმეტი ცხიმის დაწვას როგორც მთლიანად ორგანიზმში, ასევე კონკრეტულად პრობლემატურ ადგილებში. პ.ს. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველას გვსმენია ცხიმის მწველის- ჯადოსნური აბების შესახებ, თუმცა რეალურად აქ არაფერია მაგიური. ასეთი დანამატები არ შეიცავენ ჯადოსნურ ინგრედიენტებს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებებისგან არიან დამზადებულები. აქვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცხიმის მწველები რეალური ეფექტის მომტანები, მხოლოდ დაბალანსებული კვებისა და აქტიური ვარჯიშის შემთხვევაში არიან. თუ თქვენ არ შეამცირებთ მიღებული კალორიების რაოდენობას, საკვებ რაციონში არ ჩართავთ ჯანსაღ პროდუქტს და არ დაკავდებით ფიზიკური აქტივობით, მხოლოდ ცხიმის მწველების მიღებით მართლაც ჯადოქრობის იმედი უნდა გქონდეთ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, 21-ე საუკუნეში მაგია და ჯადოსნობა აღარ არსებობს.