როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი ბუნებრივი გზით?

ტესტოსტერონი არის პირველადი ანდროგენი ადამიანის სხეულში. ანდროგენები გახლავთ რეპროდუქციული სისტემა, რომლებიც პირველ რიგში გავლენას ახდენენ მამაკაცის ზრდასა და განვითარებაზე. (ტესტოსტერონი საჭირო რაოდენობით ქალის ორგანიზმშიც არის, თუმცა, დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ ძირათადად მამაკაცებზე, რადგან იგი ითვლება „მამრობითი სქესის მთავარ ჰორმონად“)  მათგან კი, ყველაზე აქტიური ანდროგენია ტესტოსტერონი, რომელსაც აწარმოებს მამაკაცის ორგანიზმი.  დანარჩენი ანდროგენები, რომლებიც მხარს უჭერენ ტესტოსტერონის ფუნქციებს, ძირითადად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის - თირკმელზედა ჯირკვლების გარეთა ნაწილის მიერ წარმოიქმნება და შედარებით მცირე რაოდენობით.

ტესტოსტერონი მონაწილეობს როგორც მამაკაცის სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში, ასევე პროსტატისა და სხვა სათესლე ფუნქციების შენარჩუნებაში. ტესტოსტერონის სინთეზი ხორციელდება სათესლეების ლეიდიგის უჯრედებში.

გარდა ამისა, ტესტოსტერონის ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკურ განვითარებაში, ძვლისა და ქსოვილის აღდგენაში და კუნთოვანი მასის მშენებლობაში.

ტესტოსტერონის წარმოება ბუნებრივად მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, საშუალოდ დაახლოებით 1 პროცენტით წელიწადში. ამის გარდა, ჯანმრთელობის გარკვეულმა პრობლემებმა, როგორებიცაა დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა, ასევე არაჯანსაღი ცხოვრების წესი, გავლენას ახდენს ტესტოსტერონის დონის შემცირებაზე.

მსგავსი დისბალანსის დროს, არსებობს ტესტოსტერონის გაზრდის სხვადასხვა საშუალებები. დღევანდელ ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ თუ რომელი საკვებდანამატები არის დამხმარე მამაკაცის მთავარი ჰორმონის ბუნებრივად გამომუშავებაში. (იმ შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ ტესტოსტერონის სერიოზული დეფიციტი გაქვთ, უმჯობესი იქნება, ასეთ დროს კონსულტანცია გაიაროთ ექიმთან.)

ფენგრიკი

დასავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ფენგრიკი პოპულარული პროდუქტია, რომელსაც გამოყენების ძალიან ფართო სპექტრი აქვს. მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის კოსმეტიკურ საშუალებებში. მისი თესლი საკვებად ვარგისია და გამოიყენება როგორც სანელებელი. ტრადიციულ მედიცინაში ფენგრიკი გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ და მეძუძური დედებისთვის რძის წარმოების ხელშეწყობისთვის.

ტესტოსტერონის კუთხით, ფენგრიკის საკვები დანამატი ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონების დაბალანსებას. ფენუგრიკის ერთ-ერთ მთავარ აქტიურ კომპონენტია ფუროსტანოლურ საპონინებ (რთული ორგანული ნაერთები), კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფენგრიკის ექსტრაქტი მნიშვნელოვნად ზრდის მთლიანი ტესტოსტერონის დონე და აუმჯობესებსქესობრივ ფუნქცია. რაც მთავარია, ამ ნაერთების მეშვეობით, აქტიურტესტოსტერონის ზრდა ბუნებრივი გზით მიმდინარეობს.

 

ვიტამინი D

ვიტამინი D არის ერთადერთი ნუტრიენტი, რომლის  სინთეზი სხეულს შეუძლია დამოუკიდებლად, როდესაც კანი ექვემდებარება მზის ულტრაიისფერ სხივებს. ვიტამინი D ძირითადად ცნობილია კალციუმის მეტაბოლიზირებასა და შეწოვაში, რომელიც ხელს უწყობს ძვლების ჯანსაღ ზრდას და განვითარებას. ის ასევე ასრულებს სხვა მრავალ როლს, როგორიცაა იმუნური სისტემის მხარდაჭერა და გლუკოზის მეტაბოლიზმი.

კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინ სასარგებლო გავლენა აქვს ტესტოსტერონის გამომუშავებაზე. უფრო მეტიც, D ვიტამინისა და ტესტოსტერონის დონეს შორის კავშირი კლინიკური მნიშვნელობისაა. D ვიტამინის ყოველდღიური დანამატი მამაკაცის ორგანიზმში, ზრდის ტესტოსტერონის მთლიან ბიოაქტიურ და თავისუფალ დონეს.

D ვიტამინი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ტესტოსტერონის წარმოებაზე უშუალოდ სათესლე ჯირკვლებში. მისი დეფიციტი კი იწვევს ტესტოსტერონის წარმოების შემცირებას, რაც განსაკუთრებით აისახება მამაკაცის ნაყოფიერებაზე.

 

თუთია

თუთია არის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა როლს, მათ შორის იმუნური სისტემის გაძლიერება და მეტაბოლიზმის რეგულაცია.  თუთიის მაღალი შემცველობა სასარგებლო გავლენას ახდენს ბუნებრივი სახით ტესტოსტერონის სტიმულაციაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ თუთიის დეფიციტს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ტესტოსტერონზე, რაც იწვევს შრატში ტესტოსტერონის დონის დაცემას, რის გამოც მამაკაცის ორგანიზმში სპერმის წარმოება მცირდება.

ცნობილია ფაქტია, რომ მამაკაცებში თუთია თრგუნავს არომატაზას. ეს არის ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია გარკვეული დოზით ტესტოსტერონის ესტროგენად (ქალის ჰორმონი) გარდაქმნაზე. ეს კი თავისთავად სხვადასხვა პრობლემებს წარმოიშობს მამაკაცებში, კერძოდ ის რომ ესტროგენის გაზრდა ავტომატურად იწვევს ტესტოსტერონის შემცირებას.

 

მაგნიუმი

თუთიის მსგავსად, მაგნიუმი მნიშვნელოვანი მინერალია. ის ადამიანის ორგანიზმში, მონაწილეობს 300-ზე მეტ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციაში. მაგნიუმი განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს კუნთების ჯანმრთელობასა და არტერიული წნევის სტაბილურობაზე.

 თუთიის დეფიციტის მსგავსად, მაგნიუმის დეფიციტმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ტესტოსტერონის დონეზე. მეტიც, მაგნიუმის ხშირი მოხმარება, პროპორციულად კავშირშია ტესტოსტერონის წარმოების ზრდასთან. ასევე, მაგნიუმის ერთ-ერთი ფუნქციაა ორგანიზმში D ვიტამინის აქტიურ ფორმაში გადაყვანა, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით.

ასე რომ მაგნიუმის ოპტიმალური დონე საჭიროა, რათა ორგანიზმა სტაბილურად შეძლოს ტესტოსტერონის წარმოება და შენარჩუნება. კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმი დადებითად მოქმედებს ზოგადად ანაბოლურ ჰორმონებზე, მათ შორის ტესტოსტერონზე.

 

ძილი

ძილი არის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რა დროსაც ადამიანის სხეულში არსებული ყველა პროცესი, სტრუქტურული თანმიმდევრობით მიმდინარეობს, მათ შორის ტესტოსტერონის წარმოება.

დღის განმავლობაში, სისხლში ტესტოსტერონის დონე ბუნებრივად იცვლება. ტესტოსტერონის დონე ყველაზე მეტად მატულობს ღრმა ძილის პერიოდში. ასე რომ ლოგიკურია, ძილის პრობლემები გავლენას ახდენს ტესტოსტერონის წარმოებაზე.

გასათვალისწინებელია, რომ ძილის დარღვევამ, შესაძლოა ორგანიზმი აიძულოს, შეინარჩუნოს იმაზე მეტი ცხიმი ვიდრე საჭიროა, ეს არამარტო აფერხებს მეტაბოლიზმის მუშაობას, არამედ ამცირებს კიდეც ტესტოსტერონის დონეს.

ძილი

ძილის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ძილის ობსტრუქციული აპნოე, (შემაწუხებელი ძილის დარღვევა) რომელიც ძალიან ამცირებს ტესტოსტერონის დონეს.

მსგავსი პრობლემის დროს, მნიშვნელოვანია ძილის მხარდამჭერი საკვებდანამატები. (უმჯობესია ასეთი პროდუქტი იყოს კომპლექსური) მაგალითად Real Pharm – Sleep Well - რომელიც ითვლება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემცველობის ეფექტიან პროდუქტად, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი.

Real Pharm – Sleep Well მუშაობს კომპლექსური პრინციპით. მის შემადგენლობაში შეხვდებით L-ტრიპტოფანს, რომელიც მნიშვნელოვანია სხეულის თანმიმდევრული მუშაობისთვის. L- ტრიპტოფანი არ წარმოიქმნება ორგანიზმის მიერ და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვებიდან, ან საკვები დანამატის სახით. L-ტრიპტოფანის სინთეზირების შემდეგ, ორგანიზმი მის ნაწილს გარდაქმნის 5-HTP-ად და შემდეგ სეროტონინად. სეროტონინი არის ჰორმონი, რომელიც ნერვულ უჯრედებს ერთმანეთს აკავშირებს და სიგნალს გადასცემს. ტვინში სეროტონინის დონის ცვლილება პირდაპირ კავშირშია, როგორც ადამიანის ხასიათის და განწყობის ცვლილებაზე, ასევე ძილის ხარსხზეც.