კომპანია UNS მომხმარებელს სტაბილურად სთავაზობს მაღალი ხარისხის საკვებ დანამატებს. თუმცა ბოლო პერიოდში ბრენდმა არნახული პროგრესი განიცადა, რამდენიმე მიმართულებით:
1.UNS-ის ყველა წარმოებული პროდუქტი მოწმდება GMP და HACCP სტანდარტების შესაბამისად. 2. დანამატის დამზადებისას კომპანია იყენებს BioPerine®- ის ფორმულას, რომელიც ზრდის მცენარეული ინგრედიენტების ეფექტიანობას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. 3. კომპლექსური სახის პროდუქტები(ვიტამინები, მინერალები) იფუთება მინის შეფუთვაში, რაც ხარისხობრივად და სიჯანსაღით აღემატება პლასტმასის შეფუთვას. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის არის 100% ეკოლოგიური და გადამუშავებადი. 4. ბოსტნეულის კაფსულების გამოყენება. სტანდარტული კაფსულებისგან განსხვავებით, ისინი არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ჟელატინს და მათი მიღება თავისუფლად შეუძლიათ ვეგეტარიანელებს.
ზემოთ განხილული მიდგომების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია UNS საკვები დანამატების დამზადებისას ფიქრობს და ითვალისწინებს ყველა დეტალს, რათა ყველანაირი მიზნის, თუ ცხოვრების წესის მქონე ადამიანმა შეძლოს მისი გამოყენება.
ახლა კი, განვიხილოთ კომპანიის განსაკუთრებულად გამორჩეული საკვები დანამატები.
Uns - Ashwagandha + Bioperine - აშვაგანდა, მარადმწვანე ბუჩქი, რომელიც იზრდება ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ნაწილებში. მას ტრადიციულ მედიცინაში გამოყენების დიდი ხნის ისტორია აქვს.
ასობით წლის განმავლობაში ადამიანები იყენებდნენ აშვაგანდას ფესვებს, ასევე მის ნარინჯისფერ და წითელ ნაყოფს სამკურნალო მიზნებისთვის. აშვაგანდა ასევე ცნობილია, როგორც ინდური ჟენშენი ან ზამთრის ალუბალი.
აშვაგანდა, ასევე გამოიყენება როგორც ზოგადი ენერგიის მატონიზირებელი საშუალება. ამ უნარის მეშვეობით, ადამიანის ორგანიზმში, მინიმუმამდე მცირდება სტრესისა და შფოთვის ალბათობა.
ზოგიერთი მკვლვარი ვარაუდობს, რომ აშვაგანდას ბალახი შეიძლება სასარგებლო იყოს გარკვეული სიმსივნის და ალცჰეიმერის (მეხსიერების პრობლემები. შემეცნებითი ასპექტისა და მსჯელობის ან განსჯის უნარის მკვეთრი დაქვეითება) დაავადების სამკურნალოდ.
აშვაგანდა ათწლეულებია გამოიყენება აიურვედულ მედიცინაშიც.(მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო სისტემა ინდოეთში)ინდოეთის აიურვედულ მედიცინაში აშვაგანდა ითვლება რასაიანად. (ეს ნიშნავს, რომ ის ეხმარება ორგანიზმს, შეაფერხოს დაბერების პროცესი, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.)
Uns - COLLAGEN BEAUTY 60 VEGE CAPS. - კოლაგენს აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში. ის არის ორგანიზმის მიერ წარმოებული ცილა, რომელიც ადამიანის სხეულში, საერთო ცილის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ის გახლავთ ძალიან ელასტიური და უკიდურესად გამძლე ტიპის ცილა.
კოლაგენი ითვლება როგორც მრავალი ორგანოს სამშენებლო მასალა და წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. ის აკავშირებს უჯრედებს ერთმანეთთან და ითვლება კანის, კბილების, მყესების, ძვლების, სისხლძარღვების, ხრტილების და თვალის რქოვანას სამშენებლო ბლოკად.
კოლაგენის ერთ-ერთ ფუნქციაა შინაგანი ორგანოებისა და იმუნიტეტის დაცვა. იგი იცავს სხეულს პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევისა და გავრცელებისგან. ამ უნარის წყალობით, კოლაგენი იცავს კიბოს უჯრედებს დაზიანებისგან.
კოლაგენის მეშვეობით უკეთ ხდება მინერალების შეწოვა, რის შედეგადაც ძვალი სტაბილურად ინარჩუნებს სიმკვრივეს. ის აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეკონსტრუქციას.
კოლაგენი არბილებს ძვალ-სახსარს, რის შედეგადაც სახსრების დეგენერაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, მისი გამომუშავება მცირდება, აღნიშნული პროცესი იწყება 25 წლიდან, ხოლო ქალებში მენოპაუზის დროს კიდევ უფრო იზრდება. 60 წლის შემდეგ ორგანიზმი წყვეტს კოლაგენის გამომუშავებას.
Uns - L-THEANINE 60 VEGE CAPS. L-theanine არის ამინომჟავა, რომელიც მიღებულია მწვანე ჩაის ფოთლებიდან. იგი კლასიფიცირდება, როგორც ნოოტროპული ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც უმჯობესესდება მეხსიერება, კონცენტრაცია, კრეატიულობა და სხვა კოგნიტური ფუნქციები. მას ასევე სასარგებლო გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას, შიშებს, ებრძვის ძილის პრობლემებს და აქვს ეფექტი.
L-THEANINE- ი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება დეპრესიისა და ნევროზის დროს. მას აქვს სასარგებლო გავლენა სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, რაც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ არტერიული წნევის ნორმალური დონე.
L-THEANINE - ი იცავს ღვიძლის დაზიანებისგან. ეს ამინომჟავა მინიმუმამდე ამცირებს ტრიგლიცერიდების და ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციას ორგანიზმში რის შედეგადაც, ღვიძლი განაგრძობს სრულფასოვან მუშაობას.
Uns - MACA + BIOPERINE 90 VEGE CAPS. მაკა არის მცენარე, რომელიც ცენტრალურ პერუს ანდების რეგიონში იზრდება. მას მრავმალმხრივი ინდივიდუალური სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის.
მამაკაცებში - მაკას გამოყენება საკვები დანამატის სახით აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას, კერძოდ კი: ზრდის ერექციას და აუმჯობესებს სპერმის გამომუშავებას ხარისხს.
ერთ ერთი მიზეზი, თუ რის გამოც მაკას გააჩნია მსგავსი ტიპის სექსუალური მხარდაჭერა არის ის, რომ მისი ფესვი ბუნებრივად შეიცავს არგინინის კონცეტრაციას.
ქალებში - მაკას გამოყენება საკვები დანამატის სახით ებრძვის მენოპაუზის სიპტომებს, ისეთები როგორიცა მაგალითად: ცხელება, ხასიათისა და განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძილის პრობლემები, ლიბიდოს დაქვეითება და ზოგადი სისუსტე.
მაკას ფესვის ექსტრაქტის გამოყენება, ებრძვის ყველა იმ დაავადებას, რაც ხელს უშლის ჯანმრთელ სექსუალურ ცხოვრებას.
მაკას გამოყენება ასევე სასარგებლოა ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც. ის მხარს უჭერს სისხლის მიმოქცევასა და ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და სხეულის საერთო იმუნიტეტს.
Uns - LECITHIN 60 CAPS. ლეციტინი ამინომჟავა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ფოსფოლიპიდების ნაზავი,(ცხიმოვანი ნაერთები) რომლებიც გვხვდება სხეულის ყველა უჯრედში, რადგან ის ქმნის უჯრედის მემბრანებს.
ლეციტინის დანიშნულება ორგანიზმში ბევრ ფუნქციას მოიცავს, მაგალითად: ის გავლენას ახდენს ნერვული, საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაზე. ლეციტინის ყველაზე დიდი რაოდენობა გვხვდება ტვინში, ღვიძლში, ძვლის ტვინში და ნერვულ ქსოვილში. იგი ასევე გამოიყენება დიეტოლოგიაში, მედიცინაში და კვების მრეწველობაში, სადაც გამოიყენება როგორც ანტიოქსიდანტი.
ლეციტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეფექტი არის მისი სასარგებლო გავლენა ნერვულ სისტემაზე. ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ლეციტინი არის ქოლინის წყარო, რომელიც ზრდის ნეიროტრანსმიტერის და აცეტილქოლინის(ნეირონებს შორის ნერვული იმპულსების გადაცემა) სინთეზს.ამის შედეგად ხდება ნერვული სისტემის სტიმულაცია, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება.
ლეციტინის გამოყენება საკვები დანამატის სახით, ებრძვის დემენციის( ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების გლობალური დაქვეითება, რომელიც მეტწილად ვლინდება ასაკიან ადამიანებში)განვითარებას.ლეციტინში არსებული ინოზიტოლი აუმჯობესებს გონებრივ მუშაობას და ასტაბილურებს გუნება განწყობილებას.
ლეციტინს ასევე სასარგებლო გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. იგი იცავს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას, რის შედეგადაც, უკეთ ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან საკვები ნივთიერებების შეწოვა. ლეციტინი ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას.(ღრუ მილოვანი ორგანოების თანმიმდევრული შეკუმშვა) ხოლო ქოლინისა და ინოზიტოლის შემცველობის წყალობით, ლეციტინი აძლიერებს ცხიმოვან ცვლას, რის შედეგადაც, ღვიძლი დაცულია ზედმეტი გაცხიმოვნებისგან და ტოქსინებისგან.