როდესაც ვსაუბრობთ „ამერიკულ საკვებ დანამატებზე“ შეუძლებელია მხედველობიდან გამოგვრჩეს universal nutrition - ი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საკვები დანამატების განვითარებაში. დღევანდელ ჩვენს ბლოგში მოგიყვებით, კომპანიის წარმომავლობაზე და მათ მიერ შექმნილ პროდუქტებზე.
universal nutrition შეიქმნა 1982 წელს აშშ-ში. დაარსების დღიდან კომპანია ქმნის უმაღლესი ხარისხის საკვებ დანამატებს, რომლებიც ხელმისაწვდომია 90 ზე მეტ ქვეყანაში. Universal - ის გამორჩეულად სრულყოფილი დანამატების ხაზი აქვს, რომლის გამოყენებაც შეუძლია როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ადამიანებს.
საქართველოში universal nutrition-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახლავთ „ვიტამინი“ რომელიც მომხმარებელს არაერთი წელია სთავაზობს universal Nutrition & animal pak -ის ავთენტურ საკვებდანამატებს.
Universal nutrition-ის სანიმუშო ხარისხზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ დანამატების წარმოება აქვთ დაყოფილი ორ კატეგორიად, რომელიც ბაზარზე ცნობილია როგორც ANIMAL და UNIVERSAL nutrition-ის სახელწოდებებით.
UNIVERSAL - ის კატეგორია მოიცავს ძირითადში კლასიკური ტიპის საკვებ დანამატებს, როგორებიცაა პროტეინი, გეინერი, ამინომჟავები.
ANIMAL Nutrition-ის- სახელწოდების ქვეშ კი გაერთიანებულია ისეთი სახის პროდუქტები, რომლის იდეა და ფორმულაც საკვები დანამატების ბაზარზე უშუალოდ UNIVERSAL NUTRITION-მა დააპატენტა.
მსგავსი ტიპის მიდგომა ადასტურებს, რომ კომპანია თითოეულ პროდუქტს ძალიან დიდი ყურადღებით ქმნის. მოდი დეტალურად განვიხილოთ ზოგიერთი და თავად დარწმუნდებით აღნიშნული სიტყვების ჭეშმარიტებაში.
universal nutrition & animal pak -ბაზარზე 30 წელზე მეტია არსებობს და დღემდე ითვლება ერთი-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობის მქონე პროდუქტად. იგი გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ მულტივიტამინი.
პროდუქტი შექმნილია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპორტსმენებისთვის. მისი მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია ძალისმიერი სპორტის მიმდევარებისთვის, ბოდიბილდერებისთვის, მძლეოსნებისთვის და ა.შ.
Animal Pak- ის საშუალებით თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რაც ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების წარმართვაში ესაჭიროება.პროდუქტი გვთავაზობს 60–ზე მეტ საკვანძო ინგრედიენტს. თითოეულ პაკეტში გაერთიანებულია 11 ტაბლეტი, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს აწვდიან სპეციალურად შემუშავებულ მიკრონუტრიენტებს: ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს. ასე რომ დანამატი გვაძლევს საშუალებას ინტენსიური ვარჯიშის, არასრულფასოვანი კვებისა და დიეტის დროს მივიღოთ ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომელიც ჩვენს სხეულს ესაჭიროება გამართული ფუნქციონირებისთვის.
აღსანიშნავია ფაქტია ისიც, რომ ANIMAL PAK-ი შეიცავს ისეთი სახის ფერმენტებს, რომელიც აჯანსაღებს ღვიძლს.
universal nutrition – animal flex -ეს არის ყველაზე ძლიერი პროდუქტი, რომელიც შექმნილია სახსრების, მყესებისა და იოგების, როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნითაც.
Animal Flex– ს გამორჩეულს მისი ინგრედიენტები ხდის. მათი მეშვეობით სახსრები გაცილებით ჯანმრთელი, ელასტიური და მოქნილია.
Animal Flex– ის თითოეული შეკვრა შედგება რამდენიმე ძირითადი დამცავი კომპლექსისგან:
(1) ძლიერი სახსრების მშენებლობის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას;
(2) საპოხი ნაერთი, რომელიც ხელს უწყობს სახსრების ხახუნის ძალის შემცირებას;
(3) დამხმარე კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს რეაბილიტაციას და ტკივილის შემცირებას; და
(4) აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ნაზავი სახსრების ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სახსრების გაძლიერება – Animal Flex შეიცავს ლაბორატორიულად დადასტურებულ ინგრედიენტებს, რომლებიც უზრუნვლყოფენ ჯანმრთელი სახსრის მშენებლობას. გლუკოზამინი (ორი ფორმა), MSM და ხონდროიცინი სწრაფად უზრუნველყოფენ ხრტილის აღდგენას.
სახსრების ლუბრიკაცია – სახსრების ლუბრიკაციის მხრივ, ჰიალურონის მჟავა (HA), დაპატენტებული ცეტილის მირისტოლეატი (CMO) და სელის თესლის ზეთი უზრუნველყოფს “საპოხი მასალებს”, რომელიც საჭიროა სახსრების დასაფარად და მისი ხახუნის ძალის შემცირებას. ეს ინგრედიენტები ბუნებრივად აღადგენენ სინოვიალურ სითხეს, რათა სახსრები შეუფერხებლად და უმტკივნეულოდ მუშაობდნენ.
დამხმარე კომპლექსი – რაც შეეხება სახსრების დახმარებას და მხარდაჭერას, Animal Flex იყენებს ძლიერ ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სახსრების ანთების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების განადგურებას. ისეთი მცენარეები და ექსტრაქტები, როგორებიცაა კურკუმა, ბოსველელია და კოჭას ფესვი, ხელს უწყობენ ანთების საწინააღმდეგო პროცესების წარმართვას და იწვევენ ძლიერ და ხანგრძლივ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
ვიტამინები და მინერალები – Animal Flex ასევე შეიცავს სპეციალიზირებულ ვიტამინებსა და მინერალებს. ეს მთავარი ვიტამინების ნაზავი გთავაზობთ ძირითად აუცილებელ მიკროელემენტებს, რომლებიც საჭიროა სახსრების ჯანმრთელობისთვის. ისეთი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა C, E ვიტამინები, თუთია, სელენი და მანგანუმი საჭიროა სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
Universal Nutrition – Animal Cuts-ი გახლავთ ძლიერი შემცველობის კომპლექსური ცხიმისმწველი. მას ზედმეტსახელიც კი შეარქვეს. „ყოვლისმომცველი.“ ამის თქმის მიზეზს პროდუქტი ნამდვილად გვაძლევს, რადგან მოიცავს 8 სხვადასხვა სახის ცხიმისმწველ კომპლექსს: თერმოგენული კომპლექსი, მეტაბოლური კომპლექსი, ფარისებრი ჯირკვლის კომპლექსი, შარდმდენი კომპლექსი, ნოოტროპული კომპლექსი, კორტიზოლის დამბლოკავი კომპლექსი, მადის შესამცირებელი კომპლექსი, სწრაფი ბიოშეღწევადობის კომპლექსი.
მეტაბოლური თვალსაზრისით, Animal Cuts-ში მხოლოდ ყველაზე ძლიერი ნაერთები არის გამოყენებული. მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ულუნის ჩაის, თეთრი ჩაისას და შავი ჩაის ექსტრაქტები. ეს ყველაფერი მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მეტაბოლიზმის აჩქარებას, ცხიმების ეფექტურ წვას და ნაკლები კალორიების დასაწყობებას.
Animal Cuts ძალზედ ეფექტური შარდმდენია. შარდმდენების უმეტესობის პრობლემა ის არის, რომ ისინი ხშირად ამცირებენ სხეულში საკვანძო ელექტროლიტების რაოდენობას, მათ შორის კალიუმს. როდესაც ეს ხდება, ჩვენი კუნთები კარგავენ “ფამფს“ და იზღუდება კუნთოვანი მასის მატება. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, Animal Cuts ასევე შეიცავს კალიუმის შემანარჩუნებელ მწვანე მცენარეებს, რომლებიც ხელს უწყობენ ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის შენარჩუნებას.
მკაცრმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს “სტრესის” ჰორმონის კორტიზოლის გამოყოფა. კორტიზოლის მაღალმა დონემ შეიძლება შეაფერხოს ბუნებრივი ჰორმონების გამომუშავება და გაანადგუროს კუნთოვანი ქსოვილი. Animal Cuts შეიცავს უნიკალურ კორტიზოლის დამბლოკავ კომპლექსს (მათ შორის დაპატენტებული SerinAid), რომელიც შექმნილია კორტიზოლის წარმოების შესამცირებლად. ეს კი საშუალებას აძლევს ორგანიზმს ცხიმის წვის პროცესში, მაქსიმალურად შენარჩენუნებული იყოს კუნთოვანი მასა.
Animal Cut- ის კიდევ ერთი კომპონენტია CCK გამაძლიერებლები (მადის დამთრგუნველები). იგი შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომელიც განსაკუთრებულად დამხმარეა მაშინ, როდესაც ადამიანი დიეტის პერიოდში მინიმალური რაოდენობით მოიხმარს შაქარს ან ნახშირწყლებს.
Universal Nutrition - animal pump - გახლავთ ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ვარჯიშის დროს ერთი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პროცესის „ფამფის“ (იგივე ტუმბო) სრულფასოვან წარმართვას უზრუნველყოფს. ფამფი“ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კუნთოვანი მასის ზრდისათვის და ანაბოლური პროცესებისათვის. რაც უფრო ძლიერია „ფამფი“, მით უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება კუნთს.
ამ ყველაფერთან ერთად ფამფი ორგანიზმში სასიამოვნო განცდებს წარმოშობს, იზრდება სპორტსმენის მოტივაცია და განწყობა, იცვლება ხასიათი. მსგავსი პროცესები გადამწყვეტ როლს თამაშობს კუნთური მასის ზრდისა და განვითარებისთვის.
პროდუქტის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი არის ის, რომ შეიცავს კრეატინის მოწინავე ფორმების სრულ დღიურ დოზას, რომელიც თავის მხრივ დამხმარე საშუალებაა ძალის და გამძლეობისთვის. იგი ასევე გამდიდრებულია ვაზოდილატაციური ინგრედიენტებით, რომლებიც მიზნად ისახავს ფამფის ეფექტის მაქსიმალურად გაზრდას აზოტის ოქსიდის (NO) წარმოების ზრდის ხარჯზე.
Universal Nutrition - Uni liver არის ალბათ ორგანიზმისთვის ყველაზე მკვებავი ამინომჟავის ფორმულა, რომელიც მიღებულია უმაღლესი ხარისხის ბალახით ნაკვები არგენტინული ძროხის ღვიძლისაგან. Uni-Liver ™ შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს და სხვა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მხოლოდ ღვიძლში გვხვდება.
Uni liver მდიდარია ცილებით, A, D, K და E ვიტამინებით, მთელი B- კომპლექსით, C ვიტამინით, რკინით, სპილენძით, თუთიით, ქრომით, სელენით, კობალტით, მაგნიუმით, მანგანუმით, კალიუმით, ფოსფორითა და კალციუმით. თითოეული კაფსულა, რომლის წონა 2 გრამზე ნაკლებია, შეიცავს 1900 მგ სუფთა ღვიძლს, საიდანაც 1600 მგ ამინომჟავებია.
Uni-Liver შედგება მეცნიერულად დაბალანსებული ფორმულისგან, რაც ხელს უწყობს კუნთების მასის ოპტიმალურ ზრდას, სწრაფ აღდგენას და ვარჯიშის შედეგების გაუმჯობესებას. იგი გამოთავისუფლებულია ცხიმის, წყლისა და შემაერთებელი ქსოვილისგან და დამზადებისას სწრაფად გაიყინულია -18 C- მდე. დამუშავების პროცესში გამოყენებული დაბალი ტემპერატურის გამო, პროდუქტი ინარჩუნებს ცოცხალი ორგანოს ბიოქიმიურ შემადგენლობას.