ვიტამინი B12 არის წყალში ხსნადი ტიპის, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაში. ის ხელს უწყობს ნერვული უჯრედების სიჯანსაღის შენარჩუნებას, მათ შორის ნეიროტრანსმიტერული სიგნალის საჭიროებებს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც B12 დონე დაბალია, თითქმის ყველა კოგნიტური ფუნქცია შეიძლება დაირღვეს.
B12- გავლენას ახდენს ნერვების დამცავი საფარის ფორმირებაზე, რომელსაც უჯრედის მიელინის გარსი ეწოდება.
ვიტამინი B12 რეალურად არსებობს მრავალი ფორმით, იგი შეიცავს მინერალ კობალტს, რის გამოც B12-ის ნაერთებს ერთობლივად უწოდებენ კობალამინებს. B12-ის ორი ფორმა, რომლებიც აქტიურია ადამიანის მეტაბოლიზმში, არის მეთილკობალამინი და 5-დეოქსიადენოზილკობალამინი.
ქრონიკული დაღლილობა, ენერგიის დაბალი დონე, განწყობის ცვლილება, ყურადღების ნაკლებობა, ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომელიც ახასიათებს B12 დეფიციტს.
სტატისტიკურად, ადამიანების 40 პროცენტს აქვს ვიტამინ B12-ის დაბალი დონე. უფრო მეტიც, ვიტამინი B12 დეფიციტი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საკვებ დეფიციტად. 2004 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს არის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ინდოეთში, მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
ამ საკითხის უყურადღებობა ნამდვილად არ შეიძლება, რადგან მრავალი მეტაბოლური ფუნქცის გარდა, B12 არის აუცილებელი ვიტამინი სისხლის წითელი უჯრედების და დნმ-ის წარმოებისთვის.
ქვემოთ ჩამოთვლილია მოქმედებები, რაზეც B12 ახდენს გავლენას.
განწყობა
ენერგიის დონე
მეხსიერება
გული
კანი
თმა
საჭმლის მონელება
ვიტამინი B12 სარგებელი
ენერგიის დონის შენარჩუნება
ვიტამინი B12 აუმჯობესებს მეტაბოლიზმის მუშაობას, რომელიც საჭიროა ორგანიზმში ნახშირწყლების გამოსაყენებლად, კერძოდ გლუკოზად გადაქცევისთვის. ნახშირწყლოვანი საკვებიდან გლუკოზა გამოიყენება როგორც ენერგიის ფორმა, ამიტომ მისი დეფიციტის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან დაღლილობას.
B12 ასევე საჭიროა ნეიროტრანსმიტერული სიგნალისთვის, რომელიც ეხმარება კუნთებს შეკუმშვისთვის და საჭირო ენერგიას აძლევს, რათა არ გამოიფიტოს.
ენერგის შემცირება, კავშირშია განწყობის, დაღლილობის და მადის ცვლილებებთან. ამ სიმპტომების გამო ადამიანმა შეიძლება მისდა უნებურად მოიმატოს წონაში ან პირიქით.
ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადების რისკს
B12-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დარღვევები. ნერვების ჯანმრთელობასა და ნეიროტრანსმიტერების სიგნალიზაციაში მისი როლის გამო, B12 მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოგნიტური ფუნქციების მანიპულაციებში და გამოიყენება სხვადასხვა ნეიოდეგენერაციული დარღვევებისას.
ნერვული სისტემის ფუნქციონირება
ვიტამინი B12-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლეული სარგებელია დაეხმაროს ნერვული სისტემის ჯანსაღ მუშაობას.
კვლევებმა ხაზგასმით დაადასტურა, რომ B12, ფოლატთან ერთად, ითვლება ნახშირბადის მეტაბოლიზმის მთავარ განმსაზღვრელად. ეს ორი კი ერთად წარმოქმნის ნაერთს რომელსაც SAM-e ეწოდება (S-ადენოსილ მეთიონინი). SAM-e გადამწყვეტია ნევროლოგიური ფუნქციისთვის, სტრესისა და განწყობის რეგულირებისთვის.
ვიტამინი B12 ასევე საჭიროა კონცენტრაციისა და შემეცნებითი პროცესებისთვის,(მაგალითად სწავლისთვის) ამიტომ მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ყურადღებისა და კონცეტრაციის პრობლემები.
გულის ჯანმრთელობის შენარჩუნება
ამჟამინდელი მონაცემებით, გულის დაავადება მსოფლიოში სიკვდილიანობის N-1 მიზეზია. ვიტამინი B12 სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. საქმე იმაშია, რომ ვიტამინი B12 ხელს უწყობს ამაღლებული ჰომოსისტეინის დონის შემცირებას, რომელიც ჩვენს დროში გულის დაავადების მთავარი რისკ-ფაქტორია. ჰომოცისტეინი არის ამინომჟავა და მის დონეზე გავლენას ახდენს სისხლში B- ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი.
ჯანსაღი კანი და თმა
ვიტამინი B12 აუცილებელია ჯანსაღი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების რეპროდუქციაში. B12 აძლიერებს კანის ჯანმრთელობას და ხელს უშლის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.( სიწითლე, სიმშრალე, ანთება.)
საჭმლის მონელება
B12 აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებისთვისა და კუჭში საკვების დაშლის მხარდასაჭერად.
დადასტურებულია, რომ B12 ხელს უწყობს ჯანსაღი ბაქტერიების განვითარებას.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მავნე ბაქტერიების აღმოფხვრა და ამავდროულად სასარგებლო ბაქტერიების გამრავლება, ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი პრობლემების განვითარებას.
ჯანსაღი ორსულობისთვის
B12 საჭიროა ნუკლეინის მჟავის, ანუ დნმ-ის შესაქმნელად. იგი არის ძირითადი გენეტიკური მასალა, რომელიც გამოიყენება მთელი სხეულის შესაქმნელად. მაშასადამე, B12 არა მხოლოდ აუცილებელი ვიტამინია ზრდისა და განვითარებისთვის, არამედ ორსულობის სასიცოცხლო კომპონენტია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ორგანიზმში B12 ურთიერთქმედებს ფოლატთან, რომელიც ამცირებს თანდაყოლილი დეფექტების რისკს. ერთ ერთი ასეთია ნერვული მილის დეფექტები. როდესაც ორსული ქალის B12 მარაგი დაბალია, სათანადო დონეზე ვერ ფუნქციონირებს ფოლიუმის მჟავა, რომელიც საჭიროა დნმ-ის სინთეზისთვის.