თანამედროვე სამყაროში არაჯანსაღი საკვების, მოუწესრიგებელი კვების რეჟიმის, მომატებული სტრესის, დაბინძურებული გარემოსა და სხვა მიზეზების გამო, მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა და პათოლოგია აწუხებს. ფართოდაა გავრცელებული როგორც ჭარბწონიანობის, ასევე წონის დეფიციტის პრობლემა. მრავალ ადამიანს აწუხებს სხვადასხვა მეტაბოლური სინდრომი, რაც იწვევს როგორც მომატებულ წონას, ასევე პათოლოგიურ სიგამხდრესა და წონის ნაკლებობას.
როგორც წონის კლების, ასევე მატებისთვის უპირველესი საშუალება კვების რეჟიმისა და რაციონის მოწესრიგება და დაბალანსებაა. თუმცა, ექსტრემალური სიგამხდრის შემთხვევაში, ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანმა საჭირო კალორიები საკვების მეშვეობით მიიღოს. ასეთ დროს, სასურველია მოხდეს კომპლექსური საკვები დანამატის გამოყენება, რომლსაც გეინერი ეწოდება. ამ ბლოგში გაგაცნობთ, თუ რა არის გეინერი, რა უპირატესობები გააჩნია და რომელია ტოპ 5 პროდუქტი, რომელიც ეფექტურად დაგეხმარებათ წონის მატებაში.
გეინერი არის კომპლექსური პროდუქტი, რომელიც შეიცავს ცილას და ნახშირწყალს. გარდა ამისა, ხშირად დამატებული აქვს, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, კრეატინი, მცენარეული ექსტრაქტები და სხვა. გეინერი გამოირჩევა მაღალი კალორაჟით და გვეხმარება დღის განმავლობაში აუცილებელი კალორიების მარტივ მიღებაში. წონის მატების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კალორიული ნამატის შექმნაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დღის განმავლობაში იმაზე მეტი კალორია უნდა მიიღოთ, ვიდრე წვავთ. ის თუ რამდენად მეტი იქნება მიღებული კალორიების რაოდენობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კილოს მომატება გინდათ. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ საკვების მეშვეობით საჭირო კალორაჟის მიღება ძალიან ძნელი და თითქმის შეუძლებელია, გეინერი კარგი არჩევანია.
გეინერის მთავარი უპირატესობა მეცნიერულად შესწავლილი ფორმულა და ყურადღებით შერჩეული ინგრედიენტებია. ცილა, რომელსაც გეინერი შეიცავს არის სხვადასხვა ფაზიანი ცილების ნაზავი. ეს ნიშნავს, რომ გეინერის შემადგენლობაში შედის როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელი ათვისების დროის მქონე ცილა. ასეთი კომპლექსური ცილა კი ორგანიზმს ავსებს და კუნთს კვებავს მთელი დღის განმავლობაში. მსგავსი სურათია ნახშირწყლის შემთხვევაშიც. ძირითადად გეინერები შეიცავენ ნახშირწყლების კომპლექსს, სადაც შედის: გლუკოზა, ფრუქტოზა, მალტოდექსტრინი, ცელულოზა და სხვა. სწორედ ასეთი კომპლექსური შემადგენლობა უზრუნველყოფს წონისა და ენერგიის სტაბილურ მატებას, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდში.
მოკლედ განვიხილოთ გეინერის ძირითადი ინგრედიენტები:
ცილა. ცილა კუნთოვანი მასის მთავარი საშენი მასალაა. იგი უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის მატებას და ინტენსიური ვარჯიშის პირობებში, აძლიერებს კუნთების შრომისუნარიანობას და აღდგენას.
გეინერში ძირითადად გვხვდება 3 ტიპის ცილა:
- შრატის იზოლატი - რძის შრატისგან მიღებული ცილა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ფილტრაციით და მას მაქსიმალურად მოკლე დროში ითვისებს ორგანიზმი. ამ ტიპის ცილა კვებავს კუნთს მიღებიდან 45-60 წუთის განმავლობაში.
- შრატის კონცენტრატი - რძის შრატისგან მიღებული ცილის სახეობა, რომელიც იზოლატთან შედარებით ნაკლებად გაფილტრულია და აქვს უფრო მაღალი კალორაჟი. მას ორგანიზმი შეიწოვს მიღებიდან 1-3 საათის განმავლობაში და კვებავს კუნთს საშუალო პერიოდის განმავლობაში.
- კაზეინი - ცილის სახეობა, რომელიც გამოირჩევა რთული ათვისებით. მისი გადამუშავებისა და ათვისებისთვის ადამიანის სხეულს 6-8 საათი სჭირდება.
ამგვარად, ცილის კომპლექსური შემადგენლობა, არის გარანტია, რომ ჩვენს კუნთებს ექნება საშენი მასალა მთელი დღის განმავლობაში.
ნახშირწყალი. ნახშირწყალი არის უმნიშვნელოვანესი ბიომოლეკულა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში ენერგიის წარმოებას.
გეინერში ნახშირწყალი გვხვდება კომპლექსურად, რაც ნიშნავს რომ იგი შეიცავს რამდენიმე ტიპის ნახშირყწალს. გლუკოზა და ფრუქტოზა გეინერის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. ისინი მეტაბოლიზმის ძირითადი საწვავის წყაროა, რომლებიც გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო. ვარჯიშის პირობებში, როდესაც არასაკმარისად ვიღებთ ნახშირყწალს, ორგანიზმი იწყებს ენერგიის მიღებას კუნთოვანი ბოჭკოების დაწვის შედეგად. ამგვარად, როდესაც სხეულს ვაწვდით დიდი რაოდენობით ნახშირწყალს, იგი იყენებს მათ საწვავად და ხდება კუნთოვანი მასის შენარჩუნება.
ცხიმი. ცხიმი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია გეინერში. ხშირად გვხვდება სტერეოტიპი, თითქოს ცხიმი მავნე ნუტრიენტია და მისი მიღება უნდა შევწყვიტოთ. ეს ასე არ არის. აუცილებელია შევამციროთ მხოლოდ მავნე ცხიმის მიღება. ეცადეთ სრულიად შეწყვიტოთ ტრანს ცხიმების მიღება და შეამციროთ ნაჯერი ცხიმების გამოყენება. ისეთი ტიპის ცხიმების მიღება კი, როგორიცაა უჯერი ცხიმები, სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ხშირად გეინერების შემადგენლობაში ვხვდებით ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, CLA-სა და MCT Oil-ს.
ცხიმი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა ჰორმონალური რეგულირებისთვის. იგი მონაწილეობს ტესტოსტერონი წარმოებაში, რომელიც არის კუნთოვანი მასის მშენებლობისათვის სასიცოცხლო ჰორმონი.
გარდა ამისა, 1 გრამი ცხიმის კალორაჟი უფრო მაღალია ვიდრე სხვა საკვები ნივთიერებების, ამიტომაც სწორად შერჩეული ცხიმი დაგეხმარებათ წონის მატებაში.
კრეატინი. კრეატინი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები დანამატი, რომელიც ხშირად შედის გეინერის შემადგენლობაში. იგი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, კრეატინ მონოჰიდრატს ახასიათებს კუნთოვანი უჯრედების ჰიდრატაციის თვისება. იგი ახდენს კუნთოვანი ქსოვილის ბოჭკოების წყლის მოლეკულით გაჯერებას, რაც ზრდის კუნთის მასას და ხელს უწყობს წონის მატებას.
დღეისათვის ბაზარზე ათეულობით გეინერი გვხვდება. რთულია ზუსტად გავარკვიოთ რომელია ყველაზე მაღალი ხარისხის, ეფექტური გეინერი. ამიტომაც გთავაზობთ ტოპ 5, რეიტინგების ლიდერ, ყველაზე ეფექტურ გეინერს:
ერთ-ერთი საუკეთსო გეინერი, რომელიც დაგეხმარებათ წონის მატებაში და მისი დიდი ნაწილი კუნთოვანი მასის ხარჯზე იქნება. იგი ერთ პორციაზე გვთავაზობს 42 გრამ უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულების მქონე ცილას, 75 გრამ ნახშირწყალსა და სულ რაღაც 10 გრამ ცხიმს. გარდა ამისა იგი შეიცავს 5 გრამ ყველაზე ძლიერი კრეატინების კომბინაციას (კრეატინ მონოჰიდრატი და კრე-ალკალინი), 5 გრამ ლეიცინს, 5 გრამ გლუტამინს და სხვა. ეს გეინერი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, რასაც ადასტურებს GMP და ISO 17025 სერთიფიკატები.
ეს არის უმაღლესი ხარისხის ამერიკული გეინერი, რომელიც თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 1000 კალორიასა და 155 გრამ ნახშირწყალს. გარდა ამისა, იგი გამოირჩევა ცილისა (80 გრამი პორციაზე) და ამინომჟავების (გლუტამინისი -14 გ და ბცაა - 18გ) მაღალი შემცველობით. პროდუქტის ეფექტურობას ასევე განსაზღვრავს თითოეულ პორციაზე დამატებული 10 გრამი კრეატინ მონოჰიდრატი.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი გეინერი. იგი თითოეულ პორციაზე შეიცავს კალორიების ექსტრემალურად მაღალ რაოდენობას (1250 კკალ), ნახშირწყალს (252 გ) და ცილას (50 გ). სხვა გეინერებისგან განსხვავებით Serious Mass დამატებული აქვს 25 სახის ვიტამინი და მინერალი. გარდა ამისა მას დამატებული აქვს კრეატინ მონოჰიდრატი და გლუტამინი. პროდუქტი გამოირჩევა ნახშირწყლის მაღალი შემადგენლობით, რაც უზრუნველყოფს მის ეფექტურობას და წონის მატებას, ექსტრემალური სიგამხდრის პირობებშიც კი.
- BSN – True Mass
True Mass არის უმაღლესი ხარისხის გეინერი, რომლის ფორმულაც შექმნილია რევოლუციური 4:1, ნახშირწყლისა და ცილის პროპორციით. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის თითოეული პორცია გვთავაზობს 215 გრამ უნიკალური, რთული ნახშირწყლების ნაზავს და 50 გრამ ცილას. გარდა ამისა, იგი შეიცავს 12 გრამს ბუნებრივად მიღებულ BCAA- ს და 25 გრამ EAA- ს თითოეულ პორციაზე. ასევე დამატებული აქვს დიეტურ ბოჭკო და საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, რაც ზრდის მის კვებით ღირებულებას.
- EVL – Stacked Protein Gainer
მაღალი ხარისხის, 100% სანდო და ეფექტურ პროდუქტს ეძებთ? Evlution Nutrition ნამდვილად სწორი არჩევანია. Stacked Protein Gainer არის გეინერი, რომელიც ფლობს GMP სერთიფიკატს, არ შეიცავს გლუტენს, შემავსებლებს და არ აქვს ხელოვნურად დამატებული შაქარი. იგი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 50 გრამ სწრაფი და ნელი ათვისების ცილას, 250 გრამ ადვილად მონელებად ნახშირწყალსა და 1250 კალორის. გარდა ამისა მას დამატებული აქვს 26 გრამი შეუცვლელი ამინომჟავები (EAA), 12 გრამი BCAA და 6 გრამი ლეიცინი. ასეთი შემადგენლობა უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას, სწრაფ აღდგენასა და წონის ხარისხიან მატებას.
თანამედროვე ეპოქაში, საკვები დანამატების ბაზარზე უამრავი სახის გეინერს ვხვდებით. გამოუცდელი ადამიანისთვის მაღალი ხარისხის დანამატის შერჩევა საკმაოდ რთულია და შესაძლებელია იგი უბრალოდ მარკეტინგის გავლენის ქვეშ მოხვდეს. ზემოთ დასახელებული ტოპ 5 გეინერი, გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სუპერ ეფექტური შედეგითა და სანდოობის 100%-იანი გარანტიით.