თავბრუსხვევა ვარჯიშის დროს

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური აქტივობა დადებითად აისახება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შეიძლება ვარჯიშის დროს, არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდიდეთ. ერთ ერთი ასეთი სიმპტომია თავბრუსხვევა, რომელიც იყოფა ორ კატეგორიად. 1.თავბრუსხვევა მსუბუქი ვარჯიშის დროს.(ასეთ დროს უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან) 2.თავბრუსხვევა დატვირთული ვარჯიშებისას.

ამ სტატიაში ძირითადად მეორე მიზეზით გამოწვეულ თავბრუსხვევას განვიხილავთ.

Გაუწყლოება

დეჰიდრატაცია ხდება მაშინ, როცა კარგავთ იმაზე მეტ წყალს, ვიდრე იღებთ.როდესაც ვარჯიშობთ, სხეულის ტემპერატურა იმატებს. შემდგომ ორგანიზმი გამოყოფს ოფლს, რათა ტემპერატურის რეგულაცია მოხდეს.

თავბრუსხვევის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს გაუწყლოება. ფიზიკური აქტივობისას, სხეული საკმაოდ დიდი რაოდენობის სითხეს კარგავს, ამიტომ დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში წყალს საკმარისად იღებთ. ასევე, გამოიყენეთ წყალი უშუალოდ ვარჯიშის დროს, მიიღეთ პატარა პორციები, ყოველ 20 წუთში.

გაუწყლოების სიპტომებია:

მუქი ყვითელი შარდი

მშრალი, გახეხილი კანი

გაღიზიანებადობა

სწრაფი სუნთქვა ან გულისცემა

მუდმივი წყურვილის შეგრძნება

სუნთქვის ტექნიკა

თუ ვარჯიშის დროს ფილტვები არ იღებს საკმარის ჰაერს, შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ დისფუნქციური სუნთქვის ფორმა, რომელსაც ეწოდება ჰიპერვენტილაციის სინდრომი (HVS).

HVS არის როდესაც თქვენ განიცდით მწვავე ან ქრონიკულ ჰიპერვენტილაციას, რაც გამოიხატება მუდმივ აჩქარებულ სუნთქვაში, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ქოშინს და თავბრუსხვევას.

როდესაც ვარჯიშობთ, კუნთებს სტანდარტულზე მეტი ჟანგბადი ესაჭიროება. ამის გარდა, იზრდება გულისცემის და სუნთქვის სიხშირე, რადგან უფრო მეტი სისხლი მიედინება კუნთებში.

ამიტომ თუ ვარჯიშის დროს სწორად არ სუნთქავთ, შესაძლოა გულმა ტვინში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ვერ გადატუმბოს. შედეგად იწყება თავბრუსხვევა, რადგან ტვინი განიცდის ჟანგბადის დეფიციტს.

თუ აღმოჩნდით მსგავს სიტუაციაში მიმართეთ შემდეგ მეთოდს: დაჯექით იატაკზე. სამჯერ ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ ნელა. ასე გააგრძელეთ სამიდან ხუთ წუთამდე, რის შემდგომაც ნელ ნელა იგრძნობთ შვებას.

გადაჭარბებული დატვირთვით ვარჯიში

თავბრუსხვევა ასევე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ზედმეტად ბევრს ვარჯიშობთ, ან მაშინ როდესაც უცაბედად ზრდით სავარჯიშო წონებს.ასეთ დროს, ორგანიზმი ვერ ასწრებს მომზადებას.

ვარჯიშის დროს, ძალზედ ძლიერმა ბიძგებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, რის შედეგადაც გრძნობთ თავბრუსხვას.

თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა, შეაჩერეთ ვარჯიში რამდენიმე წუთით, რათა სხეულმა დაიბრუნოს საჭირო ტემპერატურა. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი დაღლილი კუნთების რეჰიდრატაციისთვის.

გადაჭარბებულმა ფიზიკურმა აქტივობამ, ან ძალიან სწრაფად კეთების მცდელობამ შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის. ამიტომაც, მოუსმინეთ თქვენს სხეულს. ფიზიკური აქტივობა და მძიმე წონებით ვარჯიში უნდა იყოს რეგულარული, მაგრამ ეს ყველაფერი გაზარდეთ ნელ ნელა და ეტაპობრივად.

დაბალი შაქარი

როდესაც ვარჯიშობთ, კუნთები ჩვეულებრივზე მეტ ენერგიას მოიხმარს.ვარჯიშის დროს, პირველი 15 წუთის განმავლობაში, სხეული მოიხმარს შაქარს (გლუკოზას), რომელიც მოედინება სისხლძარღვებსა და კუნთებში.როგორც კი ის ამოიწურება, სისხლში შაქარის დონე ეცემა. სხეული კი იწყებს რეზერვული გლუკოზის გამოყენებას, რომელიც ღვიძლში ინახება.

მეორეს მხრივ, ტვინი ეყრდნობა გლუკოზის ნორმალურ ფუნქციონირებას. როდესაც ტვინი განიცდის გლუკოზის შიმშილს, შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა.

თუ მსგავსი სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, ყურადღება მიაქციეთ ნახშირწყლების მიღებას, ხოლო ერთჯერადი შედეგისთვის, ვარჯიშის წინ, ან დროს, დალიეთ ერთი ჭიქა წვენი, იგი შეიცავს ფრუქტოზას, გლუკოზის ბუნებრივ ფორმას, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს.

ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც შეიძლება ვარჯიშის დროს თავბრუსხვევა გქონდეთ. მაგრამ თუ თქვენ ფიზიკური აქტივობისას ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

Მკერდის ტკივილი

დაღლილობა და სიფხიზლის დაკარგვა

სმენის დაქვეითება

არარეგულარული გულისცემა

განუწყვეტელი ღებინება

კრუნჩხვები

Ჰაერის უკმარისობა

მხედველობა ან მეტყველების ცვლილება

კიდურების სისუსტე ან უუნარობა