სუპერ პროდუქტი, ქინოას თესლი

ქინოას თესლი მიეკუთვნება მცენარეთა ოჯახს. უფრო მეტიც, იგი იმავე ოჯახის თესლია, როგორც ჭარხალი და ისპანახი. ქინოა მდიდარია ცილებით და ცხრავე აუცილებელი ამინომჟავის მნიშვნელოვანი მცენარეული წყაროა.

სამხრეთ ამერიკაში (პერუში, ჩილესა და ბოლივიაში) ათასობით წლის განმავლობაში, ქინოა ითვლებოდა ინკებისა და მათი შთამომავლების ერტ ერთ ძირითად საკვებად, რომელსაც დედა მარცვლეულსაც კი უწოდბდნენ.

ხოლო ბოლო წლების განმავლობაში, დიეტოლოგებმა, ქინოა აღიარეს, როგორც ხორბლის, კუსკუსისა და ბრინჯის საუკეთესო ალტერნატივა.

ქინოას კვებითი სარგებელი

მოხარშული ქინოას 100 გრ პორცია შეიცავს:

მეტი მსგავსი

120 კკალ/503 კჯ

4.4 გრ ცილა

1,9გრ ცხიმი

19.4 გრ ნახშირწყლები

2.8 გრ ბოჭკოვანი

17 მგ კალციუმი

64 მგ მაგნიუმი

მათთვის, ვინც იკვებება ვეგანური ან მცენარეული საკვებით, ქინოა საკმაოდ ღირებულია. წიწიბურას მსგავსად, ქინოას აქვს შესანიშნავი ამინომჟავებისს პროფილი, რომელიც როგორც ზევით ვთქვით შეიცავს ცხრავე აუცილებელ ამინომჟავას.

ამცირებს ქრონიკული დაავადების რისკს

კვინოა მდიდარია ანთების საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებით, რაც მას სასარგებლოს ხდის ადამიანის ჯანმრთელობისთვის დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. ქინოა შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ჩვეულებრივ მარცვლეულებთან შედარებით, მას აქვს მონოუჯერი ცხიმების უფრო მაღალი შემცველობა.

წონის კლება

მაღალი ბოჭკოვანი შემცველობის გამოა, ქინოა სასარგებლოა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ებრძვის ზედმეტ წონას. ასევე ქინოა ცილის შესანიშნავი წყაროა, რაც ხელს უწყობს სისავსის შეგძნებას და მადის კონტროლს.

ქინოას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი (GI), ამიტომ მისი ნელი ენერგიის გამოყოფა ნაკლებად იწვევს საკვებისადმი ლტოლვას.

გარდა ამისა, ქინოას შეუძლია გააუმჯობესოს ტრიგლიცერიდების დონე და სისხლში შაქრის მართვა.

გლუტენის აუტანლობა და მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა

ქინოა შესანიშნავი კვებითი წყაროა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს გლუტენის აუტანლობა. ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო, ქინოა უკეთესი არჩევანია ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ვიდრე დახვეწილი გლუტენის ალტერნატივები, როგორიცაა ბრინჯი ან კარტოფილის ფქვილი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ქინოას შეუძლია გააუმჯობესოს მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების მრავალფეროვნების გაძლიერებით და ისეთი პირობების ანთებითი სიმპტომების შემცირებით, როგორიცაა კოლიტი.

ქინოა როგორც პრებიოტიკი, იგი ამარაგებს საწვავს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებისთვის, რაც მათ გამრავლების საშუალებას აძლევს.