სუპერ პროდუქტი - BARLEY GRASS

Barley grass, იგივე ქერის ბალახი, რომელსაც ასევე უწოდბენ “ახალგაზრდა მცენარეს” სიცოცხლის ამ ეტაპზე(სანამ დაიწყებს თესლის დამზადებას) სავსეა საკვები ნივთიერებებით.  ქერის ბალახს აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

ქერის ბალახი არის ერთ ერთი პოპულარული ინგრედიენტი ბარებში კოქტეილების და სმუზების დასამზადებლად.

ჯანმრთელობის სარგებელი

ქერის ბალახი მოიცავს ჯანმრთელობის მრავალფეროვან სარგებელს, რაც განპირობებულია მასში შემავალი მინერალებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით.

მაგალითად, მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის მაგნიუმი, რომელიც არის მეოთხე ყველაზე გავრცელებული მინერალი ორგანიზმში. მაგნიუმი სამასზე მეტი ფერმენტის რეაქციის ძირითადი ნაწილია.

მაგნიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოებისთვის და გლუკოზის კონტროლისთვის.

გარდა ამისა, ქერის ბალახი მდიდარია ამინომჟავებით, რომლებიც ორგანიზმში ცილების მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალაა. ქერის ბალახში შემავალი ცხრავე შეუცვლელი ამინომჟავა ეხმარება სხეულს აღადგინოს კუნთები, სისხლძარღვები და ძვლის ტვინიც კი.

ქერის ბალახში არსებითი ამინომჟავები სრულია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მკვებავ საკვებად აქცევს მსოფლიოში. მცენარეთა უმეტესობა არ შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. ქერის ბალახს შეუძლია ადამიანი უზრუნველყოს ყველა აუცილებელი ამინომჟავით, ეს განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი

ქერის ბალახი მდიდარია A და C ვიტამინებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები. ეს ვიტამინები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. უფრო კონკრეტულად კი ეს ვიტამინები ორგანიზმიდან დევნიან თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმიდან გატანას და ამცირებენ პრობლემების რისკს, კანის ელასტიურობის დაქვეითებიდან დაწყებული მკერდისა და მსხვილი ნაწლავის კიბომდე.

უკეთესი მონელება

ქერის ბალახი დიეტური ბოჭკოების შესანიშნავი წყაროა. ხსნადი და უხსნადი ბოჭკოვანი, რომელსაც შეხვდებით ქერის ბალახის შემადგენლობაში, ორგანიზმს ეხმარება საჭმლის მონელებაში, ორი გზით: პირველი, უხსნადი ბოჭკო კვებავს ნაწლავში მცხოვრებ „კარგ ბაქტერიებს“, რაც გეხმარებათ საკვების ეფექტურად მონელებასა და ნაწლავების ჯანმრთელობაში. ხოლო ხსნადი დიეტური ბოჭკოვანი ეხმარება თქვენს კუჭს შაქრის უფრო ნელა ათვისებაში, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის ნორმალურ დონის შენარჩუნებას.

ძვლების ჯანმრთელობა

კალციუმი არის ძვლების ძირითადი სამშენებლო მასალა, ამიტომაც, საკვებიდან კალციუმის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქერის ბალახში შემავალი კალციუმი დაგეხმარებათ ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაში. მას ასევე შეუძლია თქვენი კბილების სიჯანსაღის შენარჩუნება, განსაკუთრებით ფოსფორთან ერთად, რომელიც ასევე გვხვდება ქერის ბალახში.

გულის დაავადების და ინსულტის რისკების შემცირება

ქერის ბალახში შემავალი ხსნადი დიეტური ბოჭკო დაგეხმარებათ  ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნაში.

ბოჭკოები შთანთქავს ქოლესტერინს და არ აძლევს საშუალებას მოხვდნენ სისხლში. ამის საფუძველზე ინსულტის და გულის შეტევის რისკი საგრძნობლად იკლებს.