შრატის პროტეინი არის საკვები დანამატის ტიპი, რომელიც დამზადებულია გარკვეული ცილებისგან, რომლებიც გვხვდება რძის პროდუქტებში. ეს არის შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ სავარჯიშო მიზნების მისაღწევად და ამის გამო დღესდღეობით ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკვებდანამატია.
ცილა არის აუცილებელი სამშენებლო მასალა კუნთოვანი ქსოვილის შესაქმნელად. შრატის ცილა განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ის შეიცავს უხვად ლეიცინს, რომელიც ხელს უწყობს პროტეინის კუნთოვან ქსოვილად გარდაქმნის პროცესს.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შრატი უკეთესად მუშაობს, ვიდრე სხვა ცილის წყაროები. ამიტომ, შრატის პროტეინს ბევრი იყენებს, როგორც ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდგომ დანამატს სხეულის ამინომჟავების აღსადგენად კუნთების აღდგენისა და აშენების პროცესში.
ცილა ასევე სასარგებლოა, რადგან მას უფრო მეტი დრო სჭირდება მოსანელებლად, ვიდრე შაქრისა და სხვა ნახშირწყლების უმეტესობას. ეს ნიშნავს, რომ სხეული აგრძელებს ცილის საწვავად გადაქცევას.
ბევრი ადამიანი შრატის ცილას იღებს ფიზიკურ აქტივობამდე რამდენიმე საათით ადრე, რათა ივარჯიშონ დაღლილობის ან შიმშილის გრძნობის გარეშე.
შრატის პროტეინის რეცეპტები
ადამიანების უმეტესობა პროტეინის ფხვნილს უბრალოდ წყალში ხსნის და ისე მიირთმევს, თუმცა მუდმივად ეს ტიპი შეიძლება იყოს ცოტათი მოსაბეზრებელი.
ქვემოთ მოცემულია შრატის პროტეინის მიღების რამდენიმე განსხვავებული და სასიამოვნო რეცეპტი.
პროტეინის ტორტი
ეს რეცეპტი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღი პროტეინის დესერტის მომზადება მოკლე დროში.
ინგრედიენტები:
1 კვერცხი
1/2 ჭიქა უშაქრო ვაშლის სოუსი
1/2 ბანანი
1 სკუპი ან 30 გრ შოკოლადის შრატის პროტეინის ფხვნილი
1 ჩ.კ. ქოქოსის რძე
2 ს/კ. კაკაოს ფხვნილი
1/4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1/4 ჩ.კ. მარილი
ინსტრუქციები:
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი შესაბამის ფინჯანში, აურიეთ და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 30 წამის განმავლობაში.
გამოიღეთ ფინჯანი მიკროტალღური ღუმელიდან და კვლავ აურიეთ.
შედგით კვლავ მიკროტალღურ ღუმელში ერთი წუთის განმავლობაში.
ნამცხვრის შიგთავსი უნდა იყოს საშუალოდ ტენიანი, გარშემო მყარი კიდეებით. თუ არ აღმოჩნდა დესერტი საკმარისად გამომცხვარი, განაგრძეთ მისი ცხობა 30 წამის ინტერვალით.
არაქისის კარაქის და შრატის პროტეინის ფაჯი
ეს არის რეცეპტი, რომელიც შეიცავს უამრავ პროტეინს, ნაკლებ ნახშირწყლებს, შაქარს და გლუტენს.
ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა ქოქოსის ზეთი
1/4 უშაქრო არაქისის კარაქი
1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
1 ჩ.კ. ნეკერჩხლის სიროფი
4 სკუპი ან 120 გრ შოკოლადის შრატის პროტეინის ფხვნილი
1/4 ჭიქა ნუშის რძე
2/3 ჭიქა დაფქული სელის თესლი
ინსტრუქციები:
შეურიეთ ქოქოსის ზეთი და არაქისის კარაქი ერთმანეთს და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში.
დაუმატეთ გემოვნებით ნეკერჩხლის სიროფი და ვანილის ექსტრაქტი.
აურიეთ პროტეინის ფხვნილი, ნუშის რძე და სელის თესლი ერთმანეთში.
ყველა ინდგრედიენტი ერთად აურიეთ.
1 ინჩის სისქეზე გაანაწილეთ საცხობ ფორმაში ან მოათავსეთ პატარა კუბიკები ცვილის ქაღალდზე და შედგით მაცივარში ერთი საათით.
დავჭრათ მართკუთხედებად ან გავაბრტყელოთ ბურთულებად.
დესერტი მზად არის. შეინახეთ მაცივარში და მიირთვით ნებისმიერ დროს.
ვანილის ცილოვანი ბლინები
ამ ბლინებში ფქვილის ნაცვლად ხდება შრატის პროტეინის გამოყენება, რაც მას აბსოლიტურად ჯანსაღს ხდის.
ინგრედიენტები:2 კვერცხი
2 სკუპი ან 60 გრ ვანილის შრატის პროტეინის ფხვნილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
6 ს/კ. ნუშის რძე
1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
ინსტრუქციები:
დადგით არაწებოვანი ტაფა საშუალო ცეცხლზე.
ქოქოსის ზეთის გარდა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ.
ტაფაში მოათავსეთ ქოქოსის ზეთი და აცადეთ დნობა.
გადაიტანეთ მასა ტაფაზე.
დაელოდეთ ზემოდან ბუშტუკების წარმოქმნას და შემდგომ გადააბრუნეთ. რამდენიმე წუთში მზად იქნება ბლინები.
მოასხით საყვარელი ბლინების ტოპინგები და მიირთვით.
შრატის პროტეინის შვრიის ფაფა
ამ რეცეპტს ხშირად უწოდებენ საუზმის კლასიკას, რადგან იგი შეიცავს უამრავ ცილას და ბოჭკოს, რომელსაც ორგანიზმი იყენებს მთელი დღის განმავლობაში.
ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა შვრია
1 სკუპი ან 30 გრ შოკოლადი, ვანილი ან ჩვეულებრივი შრატის პროტეინის ფხვნილი
1 1/4 ჭიქა წყალი
1 ჩ.კ. თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი ან სხვა დამატკბობელი
2 ს/კ. ჩირი (სურვილისამებრ)
1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი (სურვილისამებრ)
1 პორცია ახალი ხილი (სურვილისამებრ)
1 ჩ.კ. ნუშის კარაქი (სურვილისამებრ)
ინსტრუქციები:
აურიეთ ერთმანეთში პროტეინი და შვრია, მოზილეთ წყლით და შემდგომ მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში ორი წუთის განმავლობაში.
სურვილისამებრ დაამატეთ ნებისმიერი ჩირი, დამატკბობლები, თხილის კარაქი ან კაკაოს ფხვნილი.
სურვილისამებრ მოაყარეთ ახალი ხილი და მიირთვით.