საქონლის ღვიძლზე დამზადებული საკვებდანამატები

ღვიძლი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც აწარმოებს სხეულისთვის აუცილებელ ნივთიერებებს(ცილებს, ცხიმებს და სხვადასხვა სახის ჰორმონებს.)

ორგანიზმში მისი ფუნდამენტური როლის გარდა, ღვიძლი გამოირჩევა მაღალი საკვები ნივთიერებების შემცველობით. უფრო მეტიც, იგი შეფასებულია, როგორც სუპერპროდუქტი, რადგან მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და სხვა აუცილებელი ნუტრიენტებით.

დიეტოლოგების აზრით ღვიძლის საკვები სახით გამოყენება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ტრადიციული ხორცი,(ფილე ან სტეიკი)რადგან ცილის მაღალი შემცველობის გარდა, იგი ბუნებრივად არის გაჯერებული აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

დაახლოებით 85 გრამი ძროხის ღვიძლი შეიცავს:

კალორია: 162

ნახშირწყლები: 4,4 გ

მთლიანი ცხიმი: 4,5 გ

ტრანს ცხიმი: 0,3 გ

ცილა: 24,7 გ

ნატრიუმი: 67.2 მგ (3% DV*)

ვიტამინი B12: 60 მკგ (2,500% DV)

სპილენძი: 12.2 მგ (1,356% DV)

ვიტამინი A: 8,020 მკგ (891% DV)

რიბოფლავინი: 2.9 მგ (223% DV)

პანტოტენის მჟავა: 6 მგ (120% DV)

ნიაცინი: 14,9 მგ (93% DV)

სელენი: 30.7 მკგ (56% DV)

ფოლიუმის მჟავა: 215 მკგ (54% DV)

ვიტამინი B6: 0.9 მგ (53% DV)

თუთია: 4,5 მგ (41% DV)

ფოსფორი: 422 მგ (34% DV)

რკინა: 5.6 მგ (31% DV)

თიამინი: 0.2 მგ (17% DV)

მანგანუმი: 0.3 მგ (13% DV)

კალიუმი: 299 მგ (6% DV)

ვიტამინი D: 1 მკგ (5% DV)

აქედან გამომდინარე, წამყვანი საკვებდანამატების მწარმოებელი ბრენდები აქტიურად აწარმოებენ საქონლის ღვიძლის ბაზაზე დამზადებულ დანამატებს.

ამ ბლოგში ვისაუბრეთ, რა უპირატესობები აქვს საქონლის ღვიძლზე დამზადებულ საკვებდანამატებს.

სარგებელი

1. რკინა სისხლის ჯანმრთელობისთვის

ძროხის ღვიძლი რკინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა.რკინა არის ჰემოგლობინის მთავარი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ჟანგბადით გაჯერებული სისხლის გადატანას მთელს სხეულში. ის ასევე აუცილებელია  კუნთების განსავითარებლად. „რკინის დაბალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია, რაც მთავარი მიზეზია დაღლილობის, გულის არითმიის და სხვა არაერთი პრობლემის.

ამავდროულად, რკინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის და ენერგიის წარმოებისთვის. მაგალითად, 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „რკინის დამატება სასარგებლოა გამძლეობისთვის, განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის, რათა გაუმჯობესებულ იქნას ადამიანის განწყობა.

2. ცილის წყარო

ძროხის ღვიძლი გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით, რაც განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულია ფიზიკური აქტივობით.

ცილა ფუნდამენტურ როლს თამაშობს ქსოვილების შენება, აღდგენასა და შესანარჩუნებაში.

ამის გარდა, პრაქტიკულია წონის კლებისას, რადგან „მაღალ ცილოვანი საკვები დიდხანს ინარჩუნებს სხეულში დანაყრების შეგრძნებას.

ბოდიბილდერები და ფიზიკური აქტივობით დაკავებული ადამიანები აქტიურად მოიხმარენ საქონლის ღვიძლზე დამზადებულ საკვებდანამატებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ექსპერტებმა აღიარეს საქონლის ღვიძლის ხელშემწყობი უნარები, კუნთების ზრდა და განვითარებაში. პროტეინი ასევე აწვდის ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებს, რაც მეტ ენერგიას გაძლევთ ვარჯიშის დროს.

3. ზრდის ენერგიის დონეს

საქონლის ღვიძლის საკვებდანამატები B ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას და ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. საქონლის ღვიძლში განსაკუთრებით ჭარბობს: B12, რიბოფლავინი,(B2) პანტოტენის მჟავა,(B5) ნიაცინი,(B3) და თიამინი.(B1)

ძროხის ღვიძლი ასევე მდიდარია სპილენძით, რომელიც ხელს უწყობს რკინის შეწოვას და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წარმოებაში.

4.მხარს უჭერს იმუნურ ფუნქციას

B ვიტამინებთან ერთად თუთია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში. საქონლის ღვიძლში თუთიის შემცველობა საკმაოდ მაღალია.

თუთიას ზედმეტსახელიც აქვს, მას ეძახიან "იმუნიტეტის მცველს". არაერთი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ თუთია აუცილებელია იმუნური უჯრედების სწორად ფუნქციონირებისთვის.