სტრესის აღიარება, მისი გამოწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომ ეფექტური მართვა გადამწყვეტია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, სადაც სტრესის ფაქტორები უხვადაა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თვითშემეცნების ძლიერი გრძნობის განვითარება და სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიური სტრატეგიების გამოყენება.
სტრესის წყაროების დადგენა
სტრესის მართვის პირველი ნაბიჯი არის იმის აღიარება, თუ რა იწვევს მას თქვენს ცხოვრებაში. რეგულარული თვითშეფასება დაგეხმარებათ განსაზღვროთ კონკრეტული სტრესული ფაქტორები, იქნება ეს დაკავშირებული თქვენს სამუშაოსთან, ურთიერთობებთან, ჯანმრთელობასთან თუ ფინანსურ საკითხებთან. ამ ტრიგერების ცოდნა აუცილებელია, რადგან ეს საშუალებას მოგცემთ მართოთ სტრესი. თვითშემეცნება ასევე გვეხმარება სტრესზე რეაქციის შაბლონების ამოცნობაში.
საკვებდანამატები სტრესის სამართავად
აშვაგანდა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა აირვდიულ მედიცინაში. იგი ცნობილია როგორც ძლიერი ადაპტოგენი, რაც იმას ნიშნავს, რომ არეგულირებს სტრესის ეფექტს სხეულზე.
არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს აშვაგანდას ძლიერ ეფექტს სტრესის მართვის დროს.
მცირე კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის სექტემბერში Medicine-ში (ბალტიმორი), 30 სტრესულ, მაგრამ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს აძლევდნენ 240 მილიგრამ(მგ) აშვაგანდას ყოველდღიურად, ხოლო 30-ს მიეცა პლაცებო. ორი თვის შემდეგ, მათ, ვინც იღებდა აშვაგანდას, განაცხადეს, რომ დროთა განმავლობაში გრძნობდნენ ნაკლებ შფოთვას, დეპრესიას ან სტრესს.
აშვაგანდა შეგიძლია მიიღოთ ძირითადად აბების ან კაფსულის სახით.
L-Theanine
L-theanine არის ამინომჟავა, რომელიც გვხვდება მწვანე ჩაიში. ითვლება, რომ მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ჯანმრთელობის სხვა ბენეფიტებთან ერთად.
L-theanine-ის ანტისტრესული ეფექტები გამოკვლეულია კვლევებში. ამიტომ იგი სასარგებლოა სტრესის, ფოკუსის, მეხსიერების და სიტყვიერი უნარის გასაუმჯობესებლად.
მცირე კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის ოქტომბერში Nutrients-ში, 30 ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს აძლევდნენ 200 მგ L-theanine-ს ყოველ ღამე ოთხი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მკვლევარებმა დაინახეს სტრესის გამომწვევი სამი ფაქტორის გაუმჯობესება: 1.ძილის პრობლემები, 2.დეპრესია და 3.შფოთვა
მაგნიუმი არის მინერალი, რომელსაც სხეული იყენებს ათობით პროცესის დასარეგულირებლად, ნერვებისა და კუნთების ფუნქციონირებიდან ცილების და ძვლების სინთეზამდე.
კვლევები მიუთითებს, რომ მაგნიუმი სასარგებლოა იყოს მსუბუქი შფოთვის მქონე ადამიანებისთვის. 2017 წლის მაისში Nutrients-ში გამოქვეყნებული 18 კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ მაგნიუმის საკვებდანამატები აუმჯობესებს სტრესისა და შფოთვის დონეს.
მაგნიუმი გვხვდება მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, თხილში, თესლებში, პარკოსნებში და მთლიან მარცვლეულში. ბევრი ჩვენგანი არ იღებს საკმარის მაგნიუმს.
ჯანმრთელობის ეროვნულის ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს 310-დან 320 მგ მაგნიუმს დღეში ქალებისთვის, ხოლო 400-დან 420 მგ-მდე მამაკაცებისთვის.
მელატონინი
მელატონინი, არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება ფიჭვის ჯირკვალში, და გამოიყოფა მაშინ, როდესაც ღამდება. მელატონინი ხელს უწყობს შინაგანი ბიოლოგიური საათის შენარჩუნებას.
მელატონინის ძალიან მცირე რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის პრობლემები რაც თავისთავად ზრდის სტრესის და შფოთვის გამომწვევ რისკებს. უფრო მეტიც, ზოგიერთ კვლევაში მელატონინის დაბალი დონე ასევე დაფიქსირდა დემენციის ან ალცჰეიმერის დაავადების, ძლიერი ტკივილის, ტიპი 2 დიაბეტის და გუნება-განწყობის ზოგიერთი აშლილობის მქონე ადამიანებში.
მელატონინის საკვებდანამატები ხელმისაწვდომია ტაბლეტების, კაფსულების და წვეთების სახით, უმეტესობა გამოდის 1,3, 5 ან 10 მგ დოზებით