რომელი ვიტამინები უწყობენ ხელს ცხიმის წვას?

წონის კლება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ უნდა ივარჯიშოთ თანმიმდევრულად, იკვებოთ ზომიერად და თავიდან აიცილოთ ყველა ის ცდუნება, რომელიც არაჯანსაღი საკვების მიღებას უკავშირდება.

ყველა ვისაც სურს წონის კლება, უნდა იცოდეს ორი რამ: ეს იქნება რთული, თუმცა ყოველი წამი დაგარწმუნებთ იმაში, რომ ღირს ამ მიზნის მიღწევა.

ასეთ დროს, საკვები დანამატების გამოყენება ბევრად დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში, თუმცა, საჭიროა სრული ინფორმაცია მოვიძიოთ და მათი გამოყენების წესში კარგად გავერკვიოთ. ჩვენს სტატიებში ამ საკითხზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა დღეს მინდა გესაუბროთ შედარებით ნაკლებად ცნობილ დანამატებზე რომლის გამოყენებაც წონის კლების დროს კლინიკურად დადასტურებულია.

სანამ ზემოთ ნახსენებ საკვებ დანამატებს განვიხილავთ, მანამდე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: არცერთ საკვებ დანამატს არ აქვს ძალა ან უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს არასწორ ან არაჯანსაღ კვების გეგმას. დაბალანსებული კვება ნებისმიერი მიზნის მიღწევის მთავარი საფუძველია და რაც უფრო დროულად მოახდენთ ამ მხრივ ცვლილებებს, მით უკეთესი იქნება.

კალციუმი და ვიტამინი D

Calcium D3-ს გააჩნია მეტაბოლური მოქმედებები, რომელიც ხელს უწყობს წონის კლებას.

კალციუმის და D ვიტამინის  მიღება დადებითად მოქმედებს წონის კლებაზე,  განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე 6 თვის განმავლობაში.

ამის გარდა, ზემოთ ნახსენები ვიტამინები შესანიშნავი საშუალებაა ვარჯიშის დროს. როდესაც თქვენ წონას იკლებთ, იცვლება საკვები რაციონიც.  ასეთ დროს ორგანიზმი ვეღარ იღებს იმ რაოდენობის ვიტამინებს რაც მას ესაჭიროება. Calcium D3-ის მიღება დაეხმარება ძვალ-სახსარს მაღალი დატვირთვის დროს სიჯანსაღის შენარჩუნებაში.   

კოფეინი

კოფეინი არის ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი, ამავდროულად სასიამოვნო მისაღები, რადგან მალევე გრძნობთ მის მოქმედებას და ენერგიის ზრდას, მაგრამ იცოდით რომ ამ ყველაფრის გარდა, კოფეინი ეფექტიანად ებრძვის და წვავს ზედმეტ ცხიმს?

2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოსცადა კოფეინის ეფექტი ცხიმის წვის შესაძლებლობებზე. შედეგებმა აჩვენა, რომ კოფეინს ჰქონდა დადებითი გავლენა მეტაბოლურ მოქმედებებზე, ასევე ვარჯიშის ინტენსივობაზე და ჟანგბადის მიღებაზე. (ორგანიზმში ჯანგბადის გაზრდილი რაოდენობა შესამჩნევად აუმჯობესებს ცხიმის წვას.)

თუმცა, აქ არის-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: იმისასთვის რომ კოფეინის მეშვეობით ცხიმი დაწვათ, თქვენი ორგანიზმისთვის იგი უცხო უნდა იყოს. ამიტომ, თუ მიჩვეული ხართ ყოველ დილით კოფეინის (ძირითადად ყავის) მიღებას, ან რეგულარულად იღებთ ენერგეტიკულ სასმელებს, მაშინ შედეგი შეიძლება არ იყოს სასურველი.

ასეთ დროს, გამოსავალი შემდეგნაირია: დროებით შეწყვიტეთ ყველა ტიპის სასმელის გამოყენება, სადაც კოფეინი იქნება. ამის შემდეგ მიიღეთ მხოლოდ კოფეინის ტაბლეტები.

პრობიოტიკები

ტექნიკური თვალსაზრისით, პრობიოტიკები ცოცხალი ბაქტერიებია. თუმცა, მათ დიდი გავლენა აქვთ წონის კლებაზე. ადამიანის მომნელებელ სისტემაში ცხოვრობს ორი ტიპის ბაქტერიები, კარგი და ცუდი. როდესაც მავნე ბაქტერიები უფრო მეტია, მატულობს ჰორმონებიც, რაც საერთო ჯამში ზრდის მადას.

პრობიოტიკებში შემავალი ბაქტერიები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კარგ და ცუდ ბაქტერიებს შორის დადებითი ბალანსი. ეს კი თავის მხრივ დაგეხმარებათ მადის დარეგულირებაში.

კლინიკური კვლევების მიმოხილვამ, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წელს, დაადასტურა რომ პრობიოტიკების მიღებას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეფექტი წონის კლებაზე.

პრობიოტიკების გამოყენებისას განსაკუთრებით პროგრესი შესამჩნევია რეგულარული გამოყენებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ასე რომ, თავდაპირველად შეიძლება წონის კლება ნელი ტემპით მიმდინარეობდეს, თუმცა სტაბილური გამოყენების შედეგად პროგრესი აშკარად შესამჩნევი გახდება.

CLA

CLA იგივე კონიუგირებული ლინოლის მჟავა,  მისი მიღება პრაქტიკულია წონის კლების დროს. იგი ცხიმზე დაფუძნებული ნაერთია, რომელიც ხელს უწყობს არაჯანსაღი ცხიმის შემცირებას. ის ამას ახერხებს რამდენიმე მიმართულებით: მადის დათრგუნვა და საკვები ნივთიერებების დაყოფა.

არსებობს ზოგიერთი ტიპის ცხიმისმწველი დანამატი, რომლის მიღებაც პრაქტიკულია საკვების წინ,  CLA ზუსტად ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

 

CLA შეიძლება მოიხმაროს ყველამ, ვისაც სურს წონაში დაკლება და სხეულის კარგ ფორმაში შენარჩუნება. მისი პოტენციალი დადასტურებულია არაერთ ოფიციალურ კვლევაში, რა დროსაც მოქმედების მრავალი მექანიზმი ვლინდება. მას შეუძლია დათრგუნოს მადა, ხელი შეუწყოს ცხიმების გამოყენებას საწვავად და შეაფერხოს ახალი ცხიმების დარეზერვება. მამაკაცებში ClA ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის მატებას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს ცხიმის წვაზე.

CLA გვხვდება საქონლის ხორცსა და მაღალცხიმიან რძის პროდუქტებში, თუმცა შენელებული მეტაბოლიზმის დროს, მისი მიღება საჭიროა  საკვები დანამატის სახით. მისი გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა დილის კვებაზე.

 

შეჯამება

წონის დაკლება და კარგ ფორმაში ყოფნა საკმაოდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სათანადო სავარჯიშო პროგრამით, ჯანსაღი კვების გეგმით, გონებრივი ფოკუსით და თქვენზე მორგებული საკვები დანამატებით, შეძლებთ სასურველ ფორმაში ყოფნას. მთავარია არ უგულებელყოთ თქვენი ორგანიზმის საჭიროებები და იყოთ თანმიმდევრული.