როგორ ვებრძოლოთ ალერგიას ბუნებრივი გზით?

ალერგიის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორებია(ხეების, ბალახების, ყვავილების მტვერი,)რომელიც პიკს აღწევს მარტიდან - ნოემბრამდე.

ალერგია დამოკიდებულია იმაზე, თუ სად როგორ კლიმატურ პირობებში ცხოვრობთ და რომელი სეზონური ციკლი ერწყმის ერთმანეთს.

მაგალითად დღესდღეისობით შეერთებული შტატების მოზარდების დაახლოებით 30% განიცდის სეზონურ ალერგიას.

ალერგიის სიმპტომები

სინამდვილეში ალერგია ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ ცემინებას. მტვერმა და სხვა ალერგენებმა შეიძლება დააზიანოს დნმ ცხვირში, სინუსებსა და ფილტვებში, რაც იწვევს ანთებას, რომელიც აუარესებს ალერგიულ რეაქციებს და ასუსტებს იმუნიტეტს.

მეტისმეტმა დამტვერვამ კი შეიძლება გამოიწვიოს ასთმური შეტევა. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ წელიწადში 60000-სამედიცინო ვიზიტი დაკავშირებულია ასთმურ შეტევებთან, რომლის მთავარი მიზეზი ალერგია დასახელდა.

სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება, რათა შემცირდეს ალერგიული რეაქცია და შეძლოთ მისი კონტროლი.

ალერგიული რეაქციის შემცირება შესაძლებელია ორი ბუნებრივი ნივთიერების მეშვეობით. მოდი განვიხილოთ ისინი.

პრობიოტიკები

პრობიოტიკები დაგეხმაროთ ნაწლავის ბიომში ბალანსის აღდგენაში. ყველაფერი სიმსუქნე, ქრონიკულ სტრესი, ზედმეტად დამუშავებული საკვები და შაქარი აზიანებს ბიომს.

ზემოთ ნახსენებ საკითხებში წონასწორობის შენარჩუნება დაგეხმარებათ  ალერგიულ რეაქციის კონტროლში, რადგან კარგად დაბალანსებული ბაქტერიები ხელს შეუწყობს ნაწლავში ანთების შემცირებას და ლორწოვანი გარსის დაცვას, რისი დაზიანებაც, ზრდის ალერგიის რისკს.

კვერცეტინი

კვერცეტინი არის მცენარეული ფლავონოლი ანტიალერგიული თვისებებით. ის ამცირებს ანთებითი ნაერთების და პრო-ანთებითი ციტოკინების დატვირთვას.

კვერცეტინი გვხვდება ხახვში, ვაშლში, ყურძენში და ბროკოლში, მაგრამ ძალიან ცუდად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

კვერცეტინი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ალერგიის წინააღმდეგობას. კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 250-დან 500 მგ-მდე მისი მიღება ამცირებს ალერგიულ რეაქციას.

გარდა ბუნებრივი თერაპიისა, ალერგიის სიმპტომების შესამცირებლად თქვენი ცხოვრების წესზე თვალყურის დევნა დაგეხმარებათ.

თვალყური ადევნეთ მტვრის დონეს და შეზღუდეთ გარეთ იმ დროს სიარული როდესაც მისი დონე მაღალია.

ატარეთ ქუდი, რათა თავიდან აიცილოთ მტვერი თმაზე.

განაახლეთ საცხოვრებელი ჰაერის ხარისხი და გამოიყენეთ შიდა ჰაერის ფილტრი და/ან კონდიციონერი.

ხშირად მიიღეთ შხაპი და გამოიცვალეთ ტანსაცმელი მტვრიან ამინდში ყოფნის შემდეგ.

გარდა ამ ყველაფრისა, ასევე უნდა მიმართოთ ალერგოლოგს, რათა დაადგინოთ, რა იწვევს კონკრეტულად თქვენს ალერგიულ რეაქციას და გაარკვიოთ, შეიძლება თუ არა რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების გამოყენება თქვენს შემთხვევაში.

ასევე შეიძლება ისარგებლოთ ალერგიის აცრებით, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც კანქვეშა იმუნოთერაპია ან სუბლინგვური იმუნოთერაპია (წვეთები ენის ქვეშ).