ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ნამდვილად სასიამოვნო პროცესია. ის ერთნაირად უწყობს ხელს ფიზიკურ გამძლეობას, ემოციურ სტაბილურობას და აქვს ანტისტრესული მოქმედება.
თუმცა ვარჯიშის დაწყება ყველაზე რთული პროცესია. ხშირად არ გვაქვს საჭირო განწყობა, მოტივაცია და მზაობა, რომ ნაყოფიერად ვივარჯიშოთ. სავარჯიშო მოტივაციის ასამაღლებლად არაერთი გზა არსებობს, იქნება ეს მუსიკის მოსმენა, ვიდეო რგოლების ყურება, თავის გამხნევება თუ ენერგეტიკული და აღმგზნები პროდუქტების გამოყენება.
ამ ბლოგში გაგაცნობთ ყველაზე ეფექტურ ინგრედიენტებს, გასწავლით როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთსო ენერგეტიკი და გირჩევთ ტოპ 5 ყველაზე ძლიერ პროდუქტს, რომელიც თქვენს ფიზიკურ აქტივობას „ფრთებს შეასხავს“.
Pre Workout არის ზოგადი დასახელება პროდუქტებისა, რომლებსაც იყენებენ სპორტსმენები და ძალისმიერი ათლეტები ძალის, ენერგიის და ფოკუსის გასაძლიერებლად, უშუალოდ ფიზიკური აქტივობის დროს. ძირითადად ასეთი პროდუქტები ერთდროულად რამდენიმე ინგრედიენტს შეიცავენ. Pre Workout შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფხვნილის, კაფსულის, ან სითხის სახით. საკვები დანამატების ბაზარზე ასეთი პროდუქტი პირველად 1982 წელს გამოჩნდა და დღემდე მზარდი პოპულარობით სარგებლობს.
პირველი ენერგეტიკი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა.
ენერგეტიკები კომპლექსური პროდუქტებია, და შედგება მრავალი ინგრედიენტისგან. თუმცა ძირითადად რამდენიმე მთავარი ინგრედიენტი გამოიყენება, რომლებიც თითქმის ყველა Pre Workout-ში გვხვდება:
კოფეინი. კოფეინი არის ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტი, რომელიც Pre Workout-ების 80%-ში გვხვდება. იგი პოპულარული ინგრედიენტია, რადგან აფხიზლებს ორგანიზმს, აძლიერებს გონებრივ კონცენტრაციას და მატებს ენერგიას. ხშირად ენერგეტიკებში გამოყენებულია კოფეინის რამდენიმე წყარო, მაგალითად: უწყლო კოფეინი (Caffeine Anhydrous), დი-კოფეინ მალატი, თეოფილინი ან თეობრომინი, კაკაოს ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი და ა.შ.
კრეატინი. კრეატინი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმშიც სინთეზირდება. თუმცა დანამატის სახით მისი მიღება უზრუნველყოფს ATP-ს რესინთეზს და ზრდის ძალას, ენერგიასა და გამძლეობას. შეიძლება ითქვას, რომ კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი დანამატია და კვლევებით დადასტურებულია მისი ეფექტურობა. ბაზარზე არსებობს კრეატინის რამდენიმე ფორმა, თუმცა Pre Workout-ებში ძირითადად გამოყენებულია კრეატინ მონოჰიდრატი. კვლევებით დადასტურებულია, რომ კრეატინის მიღება:
- შედეგებს ზრდის გრძელ (მარათონი) და მოკლე (სპრინტი) მანძილებზე სირბილის დროს
- ზრდის ძალისმიერ მონაცემებს მაღალ წონებზე, მცირე გამეორებებით ვარჯიშის დროს
- აძლიერებს კუნთოვანი მასის ზრდას
- აუმჯობესებს გლიკოგენის სინთეზს
- აუმჯობესებს როგორც აერობული, ასევე ანაერობული აქტივობის შესრულებას
- აჩქარებს აღდგენას
კრეატინის შემცველი Pre Workout-ების გამოყენება შესაძლებელია შემდეგი სპორტის სახეობებით დაკავებული ადამიანებისათვის: ბოდიბილდინგი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, რაგბი და ყველანაირი ძალისმიერი სპორტი.
ბეტა-ალანინი. ბეტა-ალანინი კიდევ ერთი გავრცელებული ინგრედიენტია, რომელიც ენერგეტიკების 87%-ში გვხვდება. იგი არის ამინომჟავა, რომელიც ამაღლებს გამძლეობას და უზრუნველყოფს კუნთების შრომისუნარიანობას ინტენსიური ვარჯიშის დროს. ძირითადად მას იყენებენ ისეთი სპორტის სახეობების მიმდევრები, როგორიცაა: ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მარათონული რბენა და სხვა.
L-არჯინინი და L-ციტრულინი. ამ ამინომჟავებს Pre Workout-ებში ერთნაირი დანიშნულება გააჩნიათ, მონაწილოებენ აზოტის ოქსიდის წარმოქმნაში. აზოტის ოქსიდი არის ნაერთი, რომელსაც ჩვენი სხეული ბუნებრივად წარმოქმნის სისხლძარღვების გასაფართოვებლად და სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად. L-არჯინინი და L-ციტრულინი უზრუნველყოფენ აზოტის ოქსიდის წარმოების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ აფართოვებს სისხლძარღვებს. ასეთ პირობებში უმჯობესდება სისხლის ნაკადი და იწყება ჟანგბადისა და სხვადასხვა საკვები ნივთიერბებების კუნთოვან ბოჭკოებამდე ტრანსპორტირება.
გარდა ამისა, L-არჯინინი (ხშირად წარმოდგენილი როგორც AAKG) ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის სეკრეციას და აძლიერებს კუნთოვანი მასის ზრდას.
B ჯგუფის ვიტამინები. ძალიან ხშირად ენერგეტიკების შემადგენლობაში ვხვდებით B ჯგუფის ვიტამინებს, ძირითადად: B1, B3, B5, B9 და B12. ამ ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ენერგიის მეტაბოლიზმს. B1 (თიამინი) მთავარ როლს ასრულებს ნახშირწყლიდან ენერგიის მიღებაში, B5 (პანთოთენიკის მჟავა) მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავებისა და ნახშირწყლების დაჟანგვაში, B12 მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ლიპიდების უჯრედულ ცვლაში. სწორედ ამ თვისებების გამო B ჯგუფის ვიტამინები უფრო ეფექტურს ხდიან Pre Workout-ების მოქმედებას.
ტაურინი. ტაურინი არის ამინომჟავა, რომელიც ეწინააღმდეგება კუნთის ჰიპერტროფიას და ზრდის ძალას, გამძლეობას, ამცირებს კუნთების დაზიანებას და ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას. გარდა ამისა, ტაურინი მოქმედებს გონებრივ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და უზრუნველყოფს ფოკუსისა და კონცენტრაციის მატებაზე ფიზიკური აქტივობის დროს.
როგორ შევარჩიოთ Pre Workout. ენერგეტიკის შერჩევისას, ისევე როგორც სხვა ყველა საკვები დანამატის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი.
- მიზნის მიხედვით. Pre Workout-ის შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი მიზნები. თუ თქვენ ხართ წონის კლების, ან გამოშრობის ეტაპზე დააკვირდით, რომ პროდუქტი არ შეიცავდეს დამატებით ნახშირწყლებს. ნახშირწყლები ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა და ამიტომაც იგი შესაძლოა შედიოდეს Pre Workout-ის შემადგენლობაში. დამატებითი ნახშირწყალი კი თავისთავად დამატებით კალორიებს ნიშნავს, რაც ამ შემთხვევაში, არ გამოგადგებათ.
- ინგრედიენტების მიხედვით. როგორც წესი, ენერგეტიკები კომპლექსური პროდუქტებია, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ინგრედიენტს შეიცავს. ასეთი პროდუქტები სავსეა სტიმულანტებით, რომლებიც ბუნებრივი წყაროებიდან არის მიღებული, თუმცა მათ მაინც დიდი გავლენა აქვთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მაგალითად, Dimethylamylamine, ასევე ცნობილი როგორც DMAA, იყო პოპულარული ინგრედიენტი ზოგიერთ Pre Workout-ში, სანამ 2012 წელს FDA-ს მიერ არ აიკრძალა. გარდა ამისა, ძალიან პოპულარული ინგრედიენტია კოფეინი. გაითვალისწინეთ, რომ კოფეინის მიღება არ არის რეკომენდირებული ძილამდე 4-5 საათით ადრე, ან თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და ნერვული დაავადებები.
- სქესის მიხედვით. ენერგეტიკებში წარმოდგენილი დოზირებები ძირითადად გათვლილია მამაკაცებისათვის. მამაკცების ორგანიზმი განსხვავდება, ქალის ორგანიზმისაგან და შესაბამისად სტიმულანტების სხვადასხავ დოზირების ატანა შეუძლია. მაგალითად, თუ 55 კილოგრამიანი ქალისათვის კოფეინის მაქსიმალური დოზირება არის 300 მგ, 150 კილოგრამიანმა მამაკაცმა შესაძლოა 300 მგ კოფეინი ვერც კი იგრძნოს. ძირითადად ასეთი სხვაობა არსებობს სტიმულანტების შემთხვევაში, ხოლო სხვა ინგრედიენტებისათვის (ნახშირწყლები, ამინომჟავები და ა.შ.) განსაკუთრებული განსხვავება არ არსებობს.
- აქტივობის ტიპის მიხედვით. ფიზიკური დატვირთვა ძირითადა არსებობს აერობული და ანაერობული. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ენერგეტიკის შეძენამდე დაფიქრდებით როგორი ტიპის ვარჯიშებისათვის გჭირდებათ იგი. აერობული აქტივობის დროს (სირბილი, ცურვა, ველოსიპედი, ფეხბურთი და სხვა.) ყურადღება უნდა გაამახვილოთ ისეთ ინგრედიენტებზე, როგორიცაა: კოფეინი, კრეატინი, L-არჯინინი, L-ციტრულინი და B ჯგუფის ვიტამინები. ანაერობული აქტივობის დროს, როდესაც მაღალი წონებით ხდება ვარჯიში და მეტი დატვირთვა მოდის კონკრეტულ კუნთებზე, უმჯობესია მიიღოთ ისეთი Pre Workout, სადაც უფრო მაღალი დოზირებით გვხვდება ბეტა-ალანინი, ტაურინი, კრეატინი და ამინომჟავები.
დღეისათვის საკვები დანამატების ბაზარზე უამრავ პროდუქტს გვხვდებით. გთავაზობთ 5 ეფექტურ Pre Workout-ს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ბევრად უფრო ნაყოფიერი გახადოთ თქვენი ფიზიკური აქტივობა:
- Applied Nutrition – A.B.E - ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო Pre Workout, რომელიც შეიცავს ყველა საკვანძო ინგრედიენტს, ზუსტად შერჩეული დოზით. მეცნიერულად დამუშავებული ფორმულა, რომელიც შეიცავს 8 ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტს ქმნის პროდუქტს, რომელიც ერთნაირად გამოგადგებათ, როგორც ძალისმიერი ვარჯიშის დროს, ასევე აერობული დატვირთვისას. აუცილებლად, ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ ამ პროდუქტის საოცარი გემოები, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს.
- ProSupps – Mr Hyde Icon - უნიკალური ფორმულით შექმნილი ენერგეტიკი, რომელიც გამოირჩევა ინგრედიენტების ფართო შემადგენობითა და მაღალი დოზირებით. იგი შეიცავს კრეატინის ეფექტურ ფორმას (კრეატინ ჰიდროქლორიდი), არჯინინის მაღალშეწოვად ფორმას (Arginine Silicate Inositol (as Nitrosigine®), ბცაა-ს ეფექტურ პროპორციას (10:1:1) და ბეტა-ალანინის მაღალ დოზირებას (3,2 გ). ეს პროდუქტი განსაკუთრებით დაგეხამრებათ მაღალი წონებით ინტენსიური ვარჯიშის დროს.
- Evlution Nutrition – ENGN Shred - თუ თქვენი მიზანი წონის კლება და გამოშრობაა, ეს პროდუქტი იდიალური არჩევნაია. ეს არის Pre Workout, რომელიც სტანდარტულ ინგრედიენტებთან ერთად შეიცავს ისეთ ცხიმისმწველ დანამატებს, როგორებიცაა: L-კარნიტინი, CLA, იოჰიმბის და კოლეუსის ექსტრაქტები. იგი დაგეხმარებათ ენერგიის მატებაში და იდიალური საშუალებაა გამოსაშრობად.
- MusclePharm – Assault - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ენერგეტიკი ნამდვილად იმსახურებს აღიარებას. მისი დაბალანსებული შემადგენლობა განსაკუთრებით დაგეხმარებათ კარდიო ვარჯიშების დროს, როგორებიცაა; სირბილი, ცურვა, ველოსიპედი, აერობიკა და სხვადასხვა აქტიური სპორტის სახეობები.
- Kaged Muscle – Pre-Kaged - ეს არის უნივერსალური ენერგეტიკი, რომელიც გამოგადგებათ როგორც აერობული, ასევე ანაერობული ვარჯიშებისას. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლებს, ასევე აქტიური აერობული სპორტით დაკავებულ ადამიანებს. პროდუქტი გამოირჩევა ინგრედიენტების მრავალფეროვანი შემადგენლობით და ზუსტად შერჩეული დოზირებით. იგი მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, ელექტროლიტებით, აქვს ანაბოლური თვისებები, იძლევა ფამფს და ამაღლებს კონცენტრაციასა და ფოკუსს.
საბოლოოდ არჩევანი თქვენზეა. შეარჩიეთ Pre Workout თქვენი მიზნებისა და აქტივობის ტიპის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ ისევე როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, ენერგეტიკსაც ზომიერი გამოყენება სჭირდება. ეცადეთ იგი გამოიყენოთ მხოლოდ კვირაში 2-3-ჯერ, იმ განსაკუთრებულ შეთხვევებში, როდესაც ზედმეტად გეზარებათ ვარჯიში და არ გაქვთ შესაბამისი განწყობა. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ Pre Workout-ებში საკმაოდ მაღალი დოზირებით შედის სხვადასხვა სტიმულანტები და მათი მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავოთ თუ ხართ არასრულწლოვანი, ორსული, ან გაქვთ რაიმე სამედიცინო დიაგნოზი.