როგორ გამოვიყენოთ შაქარი სწორად?

შაქარი ნახშირწყლების ერთ-ერთი სახეობაა. სხვა ნახშირწყლების მსგავსად, შაქარიც ითვლება სხეულის ენერგიის წყაროდ. არსებობს შაქრის მიღების ორი მეთოდი: პირველი ბუნებრივი და მეორე დანამატის სახით. 

ბუნებრივი წარმოშობის შაქარი გვხვდება,მაგალითად, რძეში ლაქტოზის, ხილსა და თაფლში ფრუქტოზის, ბოსტნეულში გლუკოზის (ნაწილობრივ ხილშიც) ხოლო ქერსა და ხორბალში მალტოზის სახით. 

შაქარს დანამატის სახით ძირითადად იყენებენ საკვების ან სასმელის მოსამზადებლად, ასევე საკვები პროდუქტის არომატის გასაუმჯობესებლად და მისი ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად. 

ბუნებრივად წარმოქმნილი შაქარიგაცილებით ჯანსაღია, რადგან იგი უფრომეტად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, როგორებიცაა ბოჭკოვანი, ვიტამინები დამინერალები. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იმ საკვების ჩართვა რაციონში, რომელიც ბუნებრივი გზით შეიცავს შაქარს, რადგან მათ გააჩნიათ დადებითი ღირებულებები, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან სარგებელს. როდესაც ადამიანი იღებს შაქარს, ტვინი გამოიმუშავებს დოფამინის(წარმოიქმნება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რომელიც განაპირობებს ისეთ შეგრძნებებს, როგორიცაა ბედნიერება, სიამოვნება)უზარმაზარ ტალღებს.

ამის საპირისპიროდ კი, შაქარი რომელიც საკვებში გვხვდება დანამატის სახით, გააჩნია მინიმალური რაოდენობით ვიტამინები და მინერალები და მაღალი კილოჯოული.(საკვები ენერგიის საზომი ერთეული) ორგანიზმისთვის, ენერგიით მდიდარი საკვების ათვისება და მოხმარება ადვილია, თუმცა, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც "დისკრეციულ საკვებს", რადგან ხშირ შემთხვევაში მისი მიღება უბრალოდ არ არის საჭირო.

ჭარბი წონა

შაქრის ხშირი და მაღალი შემცველობით გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის წონის მატების რისკს, თუნდაც ადამიანირეგულარულად ვარჯიშობდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შაქარი, ან შაქრიანი საკვები მაღალკალორიულია. ორგანიზმი შაქარსჩვეულებრივზე სწრაფად ითვისებს, ხოლო მისი მიღების დროს შიმშილის შეგრძნება ძალიან მცირე დროით ქრება. ხოლო ამან შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მეტად ინტენსიური კვება მთელი დღის განმავლობაში. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შაქარი ხელს უშლის ლეპტინისგამომუშავებას, ეს არის ჰორმონი, რომელიც სხეულში არეგულირებს შიმშილისშეგრძნებას. ამ მიზეზით შესაძლოა ადამიანს ჭარბი წონაც კი აწუხებდეს.

გულის დაავადებები

შაქრის მაღალი შემცველობით მიღებადაკავშირებულია გულის დაავადების გაზრდილ რისკთან, ხოლო თავის მხრივგულის დაავადებები, მსოფლიოში სიკვდილის ნომერ პირველი მიზეზია. როდესაც ადამიანი რეგულარულად მოიხმარს შაქარს, ამ დროს სისხლში იმატებს ტრიგლიცერიდებისა და არტერიული წნევის დონე. ეს ყველაფერი კი ზრდის გულის დაავადების რისკ-ფაქტორებს. გარდა ამისა, შაქრის ჭარბი მოხმარება, განსაკუთრებით კი სასმელებიდან, იწვევსათეროსკლეროზს. ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხიმოვანი, არტერიების ბლოკირებით, რომელიც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ინსულტის რისკს.

კანის ჯანმრთელობა

შაქრიანი საკვების ან სასმელის ხშირი მიღება, ასოცირდება აკნესმ(კანის ქრონიკული დაავადება) განვითარების უფრო მაღალ რისკთან. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, როგორიცაამაგალითად ტკბილეული, გაცილებითსწრაფად ზრდის თქვენს სისხლში შაქრის დონეს, ვიდრე დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები. შაქრიანი საკვების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის მატება, რაც ხელს უწყობს ანდროგენების (სტეროიდული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ადამიანის მახასიათებლების განვითარებას) სეკრეციის გაზრდას, ეს კი იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდას, რა დროსაც გამოიყოფააუცილებელზე მეტი ცხიმი და ჩნდება აკნე.

დეპრესია

შაქრის ხშირი მოხმარება დაკავშირებულია კოგნიტურ უნარების დაქვეითებასთან, მეხსიერების პრობლემებთან და ემოციურ დარღვევებთან, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია. ქრონიკული სისტემური ანთება, ინსულინის წინააღმდეგობის შემცირება და დაზიანებული დოფამინერგული სასიგნალო სისტემა - ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრის რეგულარულიმოხმარებით. ზემოთ ჩამოთვლილი მავნე მოქმედებები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ღვიძლის დაზიანება 

ფრუქტოზა არის შაქრის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ღვიძლის ჯანმრთელობაზე.ფრუქტოზის ერთ-ერთი მთავარი წყაროა სიმინდის სიროფი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ტკბილეულისა დაცომეულის დასამზადებლად. გლუკოზისა და შაქრის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, რომლებსაც ორგანიზმის მრავალი უჯრედისწრაფადვე ითვისებს, ფრუქტოზა უშუალოდღვიძლის მეშვეობით იშლება. ღვიძლში ფრუქტოზა გარდაიქმნება ენერგიად ან ინახება გლიკოგენად, თუმცა, ღვიძლს მხოლოდ იმდენი გლიკოგენის შენახვა შეუძლია, რამდენიც ესაჭიროება, ხოლოზედმეტი რაოდენობა ცხიმად გარდაიქმნება.

დიდი რაოდენობით ფრუქტოზა ზედმეტადტვირთავს ღვიძლს, რაც იწვევს ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებას (NAFLD), (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღვიძლში ცხიმის გადაჭარბებული დაგროვებით).

 

შაქრის ჯანსაღი ალტერნატივები

 

ქსილიტოლი

ქსილიტოლი არის მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი დამატკბობელი, რომლის სიტკბოც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ შაქარს. ქსილიტოლი, ასევე ცნობილია როგორც არყის შაქარი - იგი ბუნებრივად გვხვდება ბევრ მცენარეში, ხილში (როგორიცაა ქლიავი, მარწყვი, ყვავილოვანი კომბოსტო და გოგრა), ასევე ადამიანის ორგანიზმიც გამოიმუშავებს მას მცირე რაოდენობით. ქსილიტოლს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეუძლია ყველა ადამიანს, მათ შორის დიაბეტით დააავადებულ ადამიანებს, რადგანაც იგი არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ქსილიტოლი 40%-ით ნაკლებ კალორიულია, ვიდრე ჩვეულებრივი თეთრი შაქარი.

ქსილიტოლის ერთ-ერთი პოტენციური სარგებელი მდგომარეობს იმაშიც, რომ მას შეუძლია გააუმჯობესოს პირის ღრუს ჯანმრთელობა, კერძოდ კი, იგი ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას. ქსილიტოლი ებრძვის სტრეპტოკოკ მუტანსს, ბაქტერიას, რომელიც ქმნის კარიესს. ამიტომაც, სტომატოლეგები და ჯანდაცვის მუშაკები, ხშირად ურჩევენ ქსილიტოლის გამოყენებას. პირის ღრუს ბაქტერიები ჩვეულებრივ შაქარს იყენებენროგორც ენერგიის წყაროს, ამის შედეგად პირის ღრუში იწყება შაქრის დუღილი, რაც აზიანებს კბილებს და იწვევს კარიესს. ამის საპირისპიროდ კი, ქსილიტოლი არ დუღს,რადგან იგი არ მეტაბოლიზდება ენერგიად და შედეგად ვერც ბაქტერია ვერ ახერხებს კბილის დაზიანებას.

ერითრიტოლი

ერითრიტოლი არის ბუნებრივი დამატკბობელი, კერძოდ, ნახშირწყლების ტიპი, რომელსაც ეწოდება შაქრის ალკოჰოლი. მას ასევე ეწოდება შაქრის სპირტი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ ხილსა და ფერმენტირებულსაკვებში. ერითრიტოლს საკმაოდ მძაფრი სიტკბო აქვს (60-80%-ი თეთრ შაქართან შეფარდებით) და გამოირჩევა ნულოვანი კალორიით. ამ უპირატებოს გამო, ბევრი მწარმოებელი მას იყენებს ტკბილი პროდუქტების დასამზადებლად.ერითრიტოლი არ იწვევს სისხლში ინსულინის მატებას. სხვა შაქრის სპირტებისგან განსხვავებით, ერითრიტოლს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და არ აუარესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ერითრიტოლი შეიწოვება სისხლში, ხოლო 24 საათის შემდგომ, იგი უცვლელი სახით გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდის სახით.