REDCON-ი ერთ ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საკვები დანამატების ინდუსტრიის განვითარებაში. 2019 და 2022 წელს კომპანია დასახელდა წლის საუკეთესო ბრენდად.
REDCON-ის დევიზია: წლიდან წლამდე მუდმივი გაუმჯობესება. კომპანია ქმნის ისეთ ფორმულებს და პროდუქტებს, რომელიც ითვლება ოქროს სტანდარტად საკვები დანამატების ინდუსტრიაში.
REDCON-ის საკვებდანამატები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მათი რეალიზაცია ხდება ისეთ მსხვილ საცალო გაყიდვებში როგორიცაა: Walmart, Vitamin Shoppe, GNC.
საქართველოში REDCON-ის საკვებდანამატების შეძენა შეგიძლიათ „ვიტამინში“
ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის სრულ პორტფელს ერთი ინგრედიენტის დანამატებიდან დასრულებული შესრულების გამაძლიერებლამდე.
კომპანიის ღირებულებები
როგორც ზემოთ აღინიშნა საკვები დანამატების წარმოებისას REDCON-ის დაწესებული აქვს ოქროს სტანდარტი, როგორც ხარისხის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
REDCON-ის პროდუქცია იწარმოება შეერთებულ შტატებში, GMP-ის სერთფიცირებულ ქარხნებში.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ, REDCON-ი საკვებდანამატებით ამარაგებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს. ეს ფაქტიც ცალსახად მიუთითებს მის გამორჩეულ ხარისხზე.
REDCON-ის საკვებდანამატები მოწმდება მესამე მხარის ტესტირების შედეგად, რაც იმას ნიშნავს რომ წარმოებისას არ ხდება აკრძალული ნივთიერებების და მძიმე მეტალების გამოყენება.
შთაგონების წყარო
კომპანია კარგად აანალიზებს იმ ფაქტს, რომ ფიტნეს მიზნების მიღწევა საკმაოდ დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, REDCON-ი თანამშრომლობს მსოფლიო დონის სპორტსმენებთან, რათა სწორი ფორმულით მოხდეს საკვებდანამატების შექმნა.
გარდა ამისა, 2022 წელს REDCON-მა ითანამშრომლა პროფესიონალ მებრძოლთა ლიგასთან (PFL), რომლის ოფიციალური პროვაიდერი გახლდათ საკვებდანამატების კუთხით.
REDCON1 სიტყვასიტყვით ნიშნავს მზადყოფნის უმაღლეს დონეს.
ამ სიტყვების ჭეშმარიტებას მართლაც ადასტურებს კომპანია, საკვებდანამატების რეალიზებით და ხარისხით მთელ მსოფლიოში.