სუფთა ტიპის საკვებდანამატებში პირველ რიგში, იგულისხმება ადვილად გასაგები ფორმულირება ეტიკეტებზე, მარტივი ინგრედიენტები და ნედლეულის მინიმალური დამუშავება.
სუფთა დანამატების მწარმოებელი კომპანიების მთავარი აქცენტი გაკეთებულია სისუფთავესა და სიმარტივეზე.
ამ სტატიაში განვიხილათ მათ უპირატესობებს.
ნაკლები კონსერვანტების გამოყენება
სუფთა ვერსია საკვებდანამატებში გამოყენებულია ნაკლები კონსერვანტი და ხელოვნური საღებავი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კონსერვანტი ახანგრძლივებს დანამატების შენახვის ვადას, ზოგიერთ ადამიანზე ის პირიქით მოქმედებს.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სუფთა ვერსია საკვებდანამატებს საერთოდ არ აქვთ კონსერვანტები. თუ კონსერვანტები აუცილებელია, სუფთა დანამატების მწარმოებლები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, ბუნებრივი კონსერვანტები გამოიყენონ.
კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებრივმა კონსერვანტებმა, როგორიცაა ლიმონმჟავა, ხელს უშლის მიკრობების ზრდას და ამავდროულად ინარჩუნებს საკვებდანამატის კვებით ღირებულებას.
პესტიციდების ზემოქმედება
სუფთა დანამატების კიდევ ერთი სარგებელი ჯანმრთელობისთვის არის ის, რომ მათ შეუძლიათ შეამცირონ პესტიციდების ზემოქმედება. ბევრი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სუფთა დანამატების წარმოებაზე, მასალებს ორგანული ფერმერებისგან იღებს, რომლებიც ძალიან ცოტას ან საერთოდ არ იყენებენ პესტიციდებს.
ვინაიდან სუფთა დანამატების მწარმოებლები ხშირად ცდილობენ ორგანული წყაროების გამოყენებას, ეს ავტომატურად ხელს უწყობს მომხმარებლისთვის პესტიციდების ნაკლები გამოყენებას.
ბევრი კომპანია იყენებს ორგანულ ინგრედიენტებს, რადგან უკეთესად ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. კვლევები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი საკვები ნივთიერებები უკეთ შეიწოვება და უფრო ბიოშეღწევადია, ვიდრე სინთეზური.
მაგალითად, ერთმა ორმაგად ბრმა, რანდომიზებულმა კვლევამ მონაწილეები ორ ჯგუფად დაყო. ერთ ჯგუფს კინოას ნერგებიდან მიღებული B ვიტამინების ბუნებრივი კომპლექსი მიეცა, ხოლო მეორეს - სინთეზური B კომპლექსი.
ორივე ჯგუფს აღენიშნებოდა B ვიტამინების დონის მატება, მაგრამ ბუნებრივი ჯგუფის შემთხვევაში კვლევის განმავლობაში B ვიტამინების შრატის დონე სტაბილურად იზრდებოდა. ბუნებრივ ჯგუფთან შედარებით, სინთეზურ ჯგუფში მხოლოდ B2 და B12 ვიტამინების დონის სტაბილური ზრდა შეინიშნებოდა.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ბუნებრივ, სუფთა ვიტამინებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა სინთეზურისგან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმის მიერ მათი შეწოვისა და გამოყენების ხარისხზე.
ნაკლებად გამოყენებული მძიმე მეტალები
მძიმე მეტალები არის ელემენტები, რომლებიც ბუნებაში გვხვდება და ძალიან მკვრივია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მძიმე ლითონი უსაფრთხოა და აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგალითად, რკინა, ბევრი მათგანი პირიქით, ტოქსიკურია.
კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე მეტალების ზემოქმედება, თუნდაც დაბალი დოზით, შეიძლება ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემების მიზეზი გახდეს.
სუფთა საკვებდანამატების მწარმოებლები ცდილობენ წარმოებისას აღმოფხვრან ასეთი მძიმე მეტალები.
ხარისხიანი დანამატების არჩევის 2 გზა
1. წაიკითხეთ ინგრედიენტები
წაიკითხეთ დანამატის ეტიკეტზე მითითებული ინგრედიენტები. დანამატის ეტიკეტები, როგორც წესი, ორ ნაწილად იყოფა: ერთი ძირითადი ინგრედიენტებისთვის და მეორე „სხვა ინგრედიენტებისთვის“. ძირითადი ინგრედიენტების განყოფილებაში, როგორც წესი, ჩამოთვლილია ინგრედიენტები, რომლებიც ყველაზე გავრცელებული ან ყველაზე აქტიურია დანამატში.
„სხვა ინგრედიენტების“ განყოფილება, როგორც წესი, უფრო მცირეა, ვიდრე ძირითადი ინგრედიენტების განყოფილება. ამ განყოფილებაში, როგორც წესი, ჩამოთვლილია დანამატის შემადგენელობაში არსებული ყველა ნივთიერება.
სუფთა საკვებდანამატებს, როგორც წესი, აქვთ მინიმალურად დამუშავებული, ადვილად გასაგები ინგრედიენტები. მათ ასევე აქვთ ნაკლები კონსერვანტი. თუ „სხვა ინგრედიენტების“ განყოფილებაში კონსერვანტები და დანამატები თითქმის არ არის ჩამოთვლილი, მაშინ დანამატი შეიძლება ჩაითვალოს როგორც სუფთა საკვებდანამატი.
2. აირჩიეთ სანდო ბრენდები
ბევრმა ბრენდმა, რომელიც დიდი ხანია დანამატების ბიზნესშია, იცის, როგორ აწარმოოს მაღალი ხარისხის სუფთა დანამატები თავისი მომხმარებლებისთვის.
პროდუქტის ან ბრენდის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ბაზარზე მის რეპუტაციას, გაეცანით განხილვებსა და შეფასებებს.