რა არის სინეფრინი?

სინეფრინი არის ბუნებრივი მოლეკულა, რომელიც მიიღება მწარე ფორთოხლისგან.

მწარე ფორთოხლის კანი შეიცავს რამდენიმე ძლიერ მცენარეულ ნაერთს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია სინეფრინი.

სინეფრინს, მწარე ფორთოხლის მთავარ ექსტრაქტს, აქვს ეფედრინის მსგავსი სტრუქტურა.(ერთ ერთი ყველაზე პოპულარული საკვებდანამატი წონის დასაკლებად)

გარდა ამისა, სინეფრინი სტრუქტურულად ჰგავს ისეთ ჰორმონებს როგორიცაა, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი, რომლებიც ორგანიზმში ზრდის ენერგიის გამომუშავებას.

სარგებელი

წონის კლება და ენერგიის მატება

სინეფრინს გააჩნია ძლიერი თერმოგენული ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ აჩქარებს ცხიმოვანი ქსოვილის წვას. ლიპოლიზის საშუალებით ის ააქტიურებს ცხიმების დაშლის პროცესს, შესაბამისად მნიშვნელოვნად აჩქარებს წონისა და ზედმეტი კილოგრამების კლებას. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, თრგუნავს მადას, აქვს ენერგიული და მასტიმულირებელი ეფექტი.

თერმოგენული უნარების საფუძველზე სინეფრინი აძლიერებს ენერგიის გამომუშავებას და სპორტულ ეფექტურობას. სინეფრინი აძლიერებს ლიპოლიზს, ენერგიის ხარჯვას და ცხიმისწვას.

სინეფრინის მოქმედების მექანიზმში მოიცავს ბეტა 3 ადრენერგული რეცეპტორების სტიმულაციას.

ბეტა 3 რეცეპტორები ზრდის ცხიმოვანი მჟავების და ტრიგლიცერიდების გამოყოფას ცხიმოვანი ქსოვილიდან ლიპოლიზის და თერმოგენეზის გაზრდით, რის საფუძველზეც ორგანიზმში მატულობს ენერგია და უკეთესად მიმდინარეობს წონის კლება.

ზუსტად ეს თვისება განასხვავებს სინეფრინს სხვა სტიმულატორებისგან, როგორიცაა ეფედრინი ან ამფეტამინები, და ხდის მას ძალზედ ეფექტურ დანამატად, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. რაც მთავარია, სინეფრინი არ ახდენს გავლენას გულის რითმის მუშაობაზე.

ზოგადი ჯანმრთელობა

აზიურ ტრადიციულ მედიცინაში სინეფრინი გამოიყენებოდა საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ, მადის და კუჭის სეკრეციის სტიმულირებისთვის.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მას იყენებდნენ როგორც გულისა და სისხლძარღვების სტიმულატორს, რადგან მას აქვს სედატიური და ზოგადი მატონიზირებელი თვისებები.

თუმცა, სინეფრინმა განსაკუთრებული მეცნიერული ინტერესი გამოიწვია მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2004 წელს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) აკრძალა ეფედრინის შემცველი პროდუქტები. სინეფრინი, რომელიც იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო როგორც ბუნებრივი სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება, ადვილად ჩაანაცვლა ეფედრინი.

დოზირება

რადგანაც სინეფრინს აქვს საკმაოდ ძლიერი ეფექტი, მისი მიღება უნდა მოხდეს ზომიერად და მიზნობრივად, დაახლოებით 12-25მგ დღეში. უმჯობესია მიიღოთ დღის პირველ ნახევარში. მაქსიმალური ეფექტისთვის, სინეფრინი მიიღეთ კოფეინთან ერთად კომბინაციაში.