რკინა აუცილებელი მინერალია, რომლის მთავარი დანიშნულებაა სისხლის წითელი უჯრედების წარმოება და ჰემოგლობინის სათანადო ფუნქციონირება.
რკინის ძირითადი ფუნქციაა სისხლში ჟანგბადის გადატანა ჰემოგლობინის მეშვეობით. რაც უფრო მეტი რკინა გაქვთ თქვენს სხეულში, მით მეტი ჰემოგლობინი გამომუშავდება, რომელიც აუცილებელია საკმარისი სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის.
ჰემოგლობინი, ეს არის სისხლის წითელი უჯრედების შიგნით არსებული ცილა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რკინასთან, რათა ფილტვებიდან ჟანგბადი გადაიტანოს სხეულის ყველა ნაწილში. ის სისხლში ჟანგბადს გადასცემს ქსოვილებსა და ორგანოებს, ხოლო შემდეგ ორგანოებიდან და ქსოვილებიდან ნახშირორჟანგს კვლავ ფილტვებში აბრუნებს.
ჰემოგლობინის როლი ძალზე მნიშვნელოვანია სხეულის სწორად ფუნქციონირებისთვის, რადგან ის ჟანგბადს აწვდის კუნთებსაც და ტვინსაც, რათა ენერგიის დონის დროული მხარდასაჭერა მოხდეს. ეს ყველა პროცესი კი გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ფიზიკურ და გონებრივ ფუნქციებზე.
როდესაც კარგავთ სისხლს, ჰემოგლობინის რაოდენობაც იკლებს. ამიტომაც არის საჭირო ყურადღება მივაქციოთ მის დონეს.(განსაკუთრებით ქალებმა რადგან მათ აქვთ ყოველთვიური სისხლდენა მენსტრუალური ციკლის დროს.)
განსაკუთრებული დეფიციტის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რომლის მიმართ ადამიანი სამწუხაროდ მიდრეკილია. ასეთ დროს ხშირია ტრავმა, სისხლის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც არღვევს რკინის შეწოვას.
ორგანიზმში არასაკმარისი საკვები ნივთიერებების შემცველობამაც, შეიძლება წარმოშვას რკინის დეფიციტი. ესენია: ფოლიუმის მჟავა და C ვიტამინი. ახლა კი ვისაუბროთ, დამატებით რა სარგებელი გააჩნია რკინას.
იმუნიტეტი
რკინას შეუძლია ტოქსინების და ვირუსების გამოდევნა, რის გამოც უფრო მარტივი ხდება მავნე ბაქტერიებთან ბრძოლა. რკინის შედეგად წარმოქმნილი ჰემოგლობინის მეშვეობით, ორგანიზმი მარტივად აგზავნის ჟანგბადს სასიცოცხლო ორგანოებში, რათა ებრძოლოს პოტენციურ დაავადებებსა და ინფექციებს.
გარდა ამისა, რკინა აუცილებელია იმუნური უჯრედების, კონკრეტულად კი ლიმფოციტების გამრავლებისა და მომწიფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინფექციისას დროულ რეაგირებაზე.
ფიზიკური აქტივობა
საინტერესოა, რომ რკინის დეფიციტი ხშირია ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში.ჯანმრთელობის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა ვარაუდობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ, ყოველდღიურად უნდა მიიღონ ათი მილიგრამი რკინა, რათა მისი ქრონიკული დეფიციტი არ შეექმნათ.
ჰემოგლობინის ნაკლებობა პირდაპირ აისახება ფიზიკურ შესაძლებლობებზეც, რადგან ამ დროს სხეულს უჭირს კუნთებში ჟანგბადის გადატანა. შედეგად კუნთები ადვილად იძაბება და ძალა და ენერგიაც მცირდება.
ვარჯიშის დროს რკინის, მიღება საკვები დანამატის სახით, აუმჯობესებს კუნთების მუშაობას და გამძლეობას. ასევე რკინა ამცირებს ანთებით პროცესებს, რომელიც ახასიათებს რეგულარულ ვარჯიშს.
დაღლილობა
ზოგიერთ ადამიანს მუდმივი დაღლილობის ან ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება აქვს. ამის ერთ ერთი მიზეზი შეიძლება რკინის არასაკმარისი დონე იყოს.
რკინის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური მანიპულაციების შეზღუდვა, მაგალითად მარტივი გაღიზიანება ყურადღების მოდუნება. ეს იმიტომ, რომ, რკინა ატარებს ჟანგბადს ტვინშიც, რაც მას გადამწყვეტ ელემენტად აქცევს გონებრივი და ფიზიკური აქტივობების დროს.
კანის ჯანმრთელობა
რკინის დეფიციტი პირდაპირ გავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე. სიმპტომებია: დაბინდული კანი და სახის არეში მუქი ლაქები.
როდესაც სხეულში ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონეა, კანის მიდამოებში არსებული სისხლი გადადის და მიმართულია სასიცოცხლო ორგანოების მომარაგებისთვის.
ასე რომ, ჰემოგლობინის ნაკლებობის შედეგად, სისხლის მოძრაობა იბლოკება კანის ზედაპირზე და მის შრეებში. როდესაც სისხლი ვერ აღწევს კანში სრულად, მას ფერმკრთალი ვიზუალი აქვს.
ასევე რკინის სტაბილური მიღება ხელს უწყობს კანის ჭრილობების ოპტიმიზაციას და მინიმუმამდე ამცირებს კანის არეში სისხლჩაქცევებს.
თმის ცვენა
ზოგადად, თმის ცვენა ხდება მრავალი ფაქტორის გამო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, არაჯანსაღი კვება და არასწორი ცხოვრების წესი.
რკინას შეუძლია ასე ვთქვათ თავისი წვლილი შეიტანოს თმის ცვენის შეჩერებაში. რკინის მეშვეობით უჯრედები იღებს სათანადო და საკმარის ჟანგბადს თმის ზრდის სტიმულირებისთვის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რკინა უზრუნველყოფს კანის ჯანმრთელობის ოპტიმიზაციას, რაც პირდაპირ კავშირშია თმის უჯრედებსა და ქსოვილებთან.