რა არის ლაქტოზა?

ლაქტოზა არის რძის შაქარი, რომელიც გვხვდება ყველა სახეობის რძის პროდუქტში და იმ საკვებში, რომელიც შეიცავს რძეს.(მაგალითად: ნაყინი რძიანი შოკოლადი.)

იმისათვის, რომ შეძლოთ ლაქტოზას მონელება, სხეული მას შლის ორ შაქრად, რომელსაც ეწოდება გალაქტოზა და გლუკოზა. ამისთვის სხეული იყენებს ბუნებრივ ფერმენტს, რომელსაც ლაქტაზას უწოდებენ.

თუ ორგანიზმი ბუნებრივად არ გამოიმუშავებს საკმარის ლაქტაზას, შეიძლება ვერ შეძლოთ ლაქტოზას სწორად დაშლა ან ათვისება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოზას შეუწყნარებლობის სიმპტომები. ამიტომ არის რომ ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ლაქტოზის მიმართ.

ლაქტაზა არის ფერმენტი, რომელიც გამოიყოფა წვრილ ნაწლავში და უზრუნველყოფს გლუკოზისა და გალაქტოზის შეწოვას ნაწლავის კედლის მეშვეობით სისხლის ნაკადში.

ლაქტოზას შემცველი საკვები

ლაქტოზა გვხვდება ყველა სახის რძეში და, შესაბამისად, ყველა რძის პროდუქტი და რძის პროდუქტებით დამზადებული საკვები შეიცავს ლაქტოზას.

შაქრის მრავალი განსხვავებული სახეობა არსებობს. ზოგიერთი მონოსაქარიდია, რომლებიც შაქრის ერთი ერთეულია და ხშირად უწოდებენ "მარტივ" შაქარს. სხვა შაქარი არის დისაქარიდები, რომლებიც მზადდება მონოსაქარიდების შეკავშირებული წყვილებისგან.

სამი ძირითადი მონოსაქარიდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ფრუქტოზა, გალაქტოზა და გლუკოზა. ისინი გაერთიანდებიან სხვადასხვა წყვილებში და წარმოქმნიან სამ დისაქარიდს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის კვებაში: ლაქტოზა, მალტოზა და საქაროზა. გლუკოზა არის საერთო ძაფი თითოეულ ამ დისაქარიდში: საქაროზა შედგება გლუკოზისა და ფრუქტოზისგან, მალტოზა არის ორი დაკავშირებული გლუკოზის ერთეული და ლაქტოზა არის გლუკოზა და გალაქტოზა.

ლაქტოზა ბუნებრივია თუ დამატებული შაქარი?

შაქარს, რომელსაც ვხმარობთ, ხშირად აღწერენ როგორც ბუნებრივ ან დამატებულ შაქარს. შაქრის მრავალი სხვა სახეობის მსგავსად, ლაქტოზა შეიძლება ჩაითვალოს როგორც ბუნებრივ შაქარად, ასევე დამატებულ შაქარად, მისი წყაროდან გამომდინარე.

ლაქტოზა თანდაყოლილია ძუძუმწოვართა რძისთვის და ასევე შეიძლება იზოლირებული იყოს ამ ორიგინალური წყაროდან და კრისტალიზდეს გამოსაყენებლად, როგორც ინგრედიენტად საკვებში, როგორიცაა ცომეული, კარამელი, გაყინული დესერტები, ხორცპროდუქტები, სოუსები და სუპები.

უბრალო რძესა და რძის პროდუქტებში ნაპოვნი ლაქტოზა ითვლება ბუნებრივ შაქარად, ხოლო ლაქტოზა, რომელიც ემატება შეფუთულ საკვებსა და სასმელს, როგორც ინგრედიენტი წარმოების დროს, ითვლება დამატებულ შაქარად.

ლაქტოზას შეუწყნარებლობა

ყველას, ვისაც ლაქტოზის მონელება უჭირს, არ ნიშნავს რომ აღენიშნება  ლაქტოზას შეუწყნარებლობა. ლაქტოზას შეუწყნარებლობა არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ სხეული არ აწარმოებს საკმარის ლაქტაზას და იწვევს ფიზიკური სიმპტომების გამოხატვას, როგორიცაა მუცლის შებერილობა და კრუნჩხვები, დიარეა და გაზები. ლაქტაზას წარმოება არის ბიოლოგიური პროცესი, რომელიც განისაზღვრება ჩვენში არსებული დნმ-ით. ლაქტოზას შეუწყნარებლობის გავრცელება ყველაზე მაღალია აღმოსავლეთ აზიური წარმოშობის ადამიანებში და ყველაზე დაბალი ჩრდილოეთ ევროპული წარმოშობის წარმომადგენლებს შორის.

ლაქტოზის მიმართ აუტანლობა არ არის იგივე, რაც რძის ალერგია. რძეზე ალერგიული რეაქციები არის იმუნური სისტემის რეაქცია რძეში შემავალ ცილებზე (მაგ. შრატი და კაზეინი).

ლაქტოზას შეუწყნარებლობა გამოწვეულია ლაქტაზას დაბალი წარმოებით და იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფიზიკურ პასუხს. მნიშვნელოვანია იცოდეთ განსხვავება კვებით ალერგიასა და შეუწყნარებლობას შორის, ამიტომ თუ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ესაუბრეთ რეგისტრირებულ დიეტოლოგს ან ჯანდაცვის პროვაიდერს.