მელატონინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს თავის ტვინში არსებული ფიჭვის ჯირკვალი. მისი დონე იცვლება დღისა და ღამის განმავლობაში სხეულის ბიოლოგიური საათის გასაკონტროლებლად.
მელატონინის დონე მაღალია ღამით და დაბალია დღისით. სხეული ბუნებრივად ზრდის მელატონინის დონეს დაძინებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე, რათა მოემზადოთ ძილისთვის.
რა არის მელატონინის როლი?
როგორც ავღნიშნეთ მელატონინი ბუნებრივად ეხმარება სხეულს ძილისა და გაღვიძების ციკლების კონტროლში. ასევე მელატონინს აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი, რომელიც ხელს უშლის დაბერების სიმპტომებს და კიბოს პრევენციას.
მელატონინის საკვებდანამატები დაგეხმარებათ „სხეულის ბიოლოგიური საათის“ დარეგულირებაში, რათა სწორ დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
მელატონინის ძალიან მცირე რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის პრობლემები და ზოგიერთ კვლევაში მელატონინის დაბალი დონე ასევე დაფიქსირდა დემენციის ან ალცჰეიმერის დაავადების, ძლიერი ტკივილის, ტიპი 2 დიაბეტის და გუნება-განწყობის ზოგიერთი აშლილობის მქონე ადამიანებში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სხეულში მელატონინის იკლებს. ამიტომ კარგი იქნება მელატონინის საკვებდანამატების პერიოდული გამოყენება.
იშვიათად, თუმცა არსებობს ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ მელატონინის მაღალი დონე დღის განმავლობაში. ასეთ დროს, უნდა გახვიდეთ მზის შუქზე, რათა დაეხმაროთ სხეულს დაარეგულიროთ მელატონინის დონე. ამავდროულად ივარჯიშეთ დღის შუქზე, რათა დაეხმაროთ სხეულს ბიოლოგიური საათის გადატვირთვაში.
თუ ძილის წინ უყურებთ ტელევიზორს ან იყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს, შეიძლება გაგირთულდეთ დაძინება. მოწყობილობებში გამოყენებულ შუქს შეუძლია შეაჩეროს სხეულში მელატონინის გამომუშავება.
გახსოვდეთ, რომ კარგი ძილისთვის საჭიროა მეტი, ვიდრე უბრალოდ მელატონინის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ძილის კარგი ჩვევების გამომუშავება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოერიდეთ ალკოჰოლს და თამბაქოს გამოყენებას ძილის წინ.
მელატონინის ბუნებრივი დარეგულირება ხდება შემდეგნაირად:
რეგულარულად ისეირნეთ დღისით მზის შუქზე.
საკმარისი დრო დაუთმეთ ძილს.
იკვებეთ ჯანსაღად.
მოერიდეთ ზედმეტ კოფეინს და ნიკოტინს.
მოერიდეთ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას ძილის წინ.
მელატონინის გამოყენება შესაძლებელია ურეცეპტოდ.
არ მიიღოთ მელატონინი სედატიურ ან ანტიდეპრესანტებთან ერთად, ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ.