მაგნიუმის 4 სხვადასხვა ფორმა

მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალია. საშუალო ზრდასრული ადამიანის სხეული შეიცავს 25 გრამ მაგნიუმს.

მაგნიუმი საჭიროა სხეულის ასობით პროცესისთვის და ასევე არის აუცილებელი ელექტროლიტი.

გარდა ამისა, მაგნიუმი მხარს უჭერს ჯანსაღ ანთებით რეაქციას, ქმნის და ინარჩუნებს კუნთებს, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, ზრდის ენერგიას და ასე შემდეგ.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ მაგნიუმის ყველაზე პოპულარულ ფორმებს.

1. მაგნიუმის გლიცინატი

ეს ნიშნავს, რომ მაგნიუმი შერწყმულია ამინომჟავა გლიცინთან. საერთო ჯამში, გლიცინატის ფორმა უკეთესად შეიწოვება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი დისტრესი.

კარგი იქნება თუ მაგნიუმის ამ ფორმას მიიღებთ ფხვნილის სახით. რადგან კაფსულის სახით დაბალი კონცენტრაციისაა.

გარდა ამისა, ფხვნილი წყალში უფრო სწრაფად ადაპტირდება და მალე გადადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

მაგნიუმის გლიცინატი ცნობილია ნევროლოგიურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების უნარით. კვლევა ადასტურებს, რომ 150-დან 300 მგ მაგნიუმის გლიცინატი შესამჩნევად აუმჯობესებს დეპრესიის, შფოთვისა და მეხსიერების დაქვეითების სიმპტომებს.

მთლიანობაში, თუ თქვენ გსურთ მაგნიუმი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს დამამშვიდებელი ეფექტი, განწყობის გაუმჯობესება მაგნიუმის გლიცინატი შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

გარდა ამისა, გლიცინატის ფორმას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც დამატებითი ბონუსია!

 

2. მაგნიუმის ციტრატი

თუ გაწუხებთ ყაბზობა, მაგნიუმის ციტრატის გამოყენება საუკეთესო ვარიანტია. გლიციტანის მსგავსად, ფხვნილის სახით მიღებული ციტრატი უკეთესია, რადგან იგი ხელს უწყობს ნაწლავებში აქტიურ მოძრაობას.

მაგნიუმის ციტრატი კარგად არის შესწავლილი შაკიკის პროფილაქტიკისთვის. თუმცა, ზოგიერთი ტიპის შაკიკის პროფილაქტიკისთვის ან სიმპტომების შესამცირებლად, საჭიროა საკმაოდ მაღალი დოზები (დაახლოებით 600 მგ).

გარდა ამისა მაგნიუმის ციტრატი ასევე გამოკვლეულია PMS სიმპტომების მართვისთვის. მცირე კვლევამ აჩვენა პმს-ის სიმპტომების შემცირება მაგნიუმის ციტრატის პერორალური მიღებისას. ქალის ორგანიზმში მაგნიუმის და კალციუმის დონე მერყეობს მთელი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

პრემენსტრუალური ფაზის დროს, მაგნიუმის დონე შეიძლება გახდეს დეფიციტური. ამიტომ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში კარგი იქნება მაგნიუმის დამატებით მიღება.

3. მაგნიუმის ოქსიდი

მაგნიუმის ოქსიდი არის მაგნიუმის ყველაზე ხელმისაწვდომი ფორმა.

მაგნიუმის ოქსიდი უფრო ცუდად შეიწოვება, ვიდრე ციტრატი ან გლიცინატის ფორმა.

ვინაიდან მაგნიუმის ოქსიდს აქვს ცუდი ბიოშეღწევადობა შეიძლება დაგჭირდეთ გაცილებით მაღალი დოზა, ვიდრე სხვა დანარჩენის შემთხვევაში. თუმცა მის გამოყენებას ფაქტიურად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

4. მაგნიუმის კარბონატი

მაგნიუმის კარბონატი იქცევა მაგნიუმის ქლორიდად და მას კუჭისთვის აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

წყალში შერევისას, მაგნიუმის კარბონატი პლუს ლიმონმჟავა, აყალიბებს მაგნიუმის ციტრატს.

სწორედ ამიტომ, მაგნიუმის კარბონატი ხშირად კომბინირებულია ლიმონმჟავასთან ერთად.

თუ გსურთ, კუჭის პროფილაქტიკა, მაშინ გამოიყენეთ მაგნიუმის კარბონატი.

მთლიანობაში, მაგნიუმის კარბონატი პლუს ლიმონმჟავა ერთ ერთი ყველაზე ეფექტური ვარიანტია, რადგან ყველაფერთან ერთად მას აქვს სასიამოვნო დამამშვიდებელი შეგრძნება კუჭში.