კეტომეგობრული საკვებდანამატები?

კეტო დიეტის დაცვა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ის გამორიცხავს ისეთი საკვებს, მიღებას რომელსაც აქამდე ჩვეულებრივ მიირთმევდით.

თუმცა, კეტო დიეტის მთავარი სარგებელი ზუსტად ეგ არის. ასე რომ, თუ გადაწყვეტთ მის დაცვას, მნიშვნელოვანია გამონახოთ გონივრული გზ, რათა დიეტა მოერგოს თქვენ ცხოვრების წესს, რათა საბოლოო ჯამში იყო წარმატებული.

არსებობს საკვებდანამატები რომელიც უპრობლემოდ ერგება კეტო დიეტას. მათი გამოყენება შესანიშნავი გზაა ამ დიეტის გასაადვილებლად. კეტო მეგობრული საკვებდანამატები დაგეხმარებათ დაიცვათ შესაბამისი რეჟიმი, რომელსაც კეტო-მაკრო მიზნებიეწოდება. ამ გზით ასევე პოტენციურად დააჩქარებთ თქვენთვის სასურველი სარგებელი მიღებას.

ამიტომ სცადეთ, რომ თვენს რაციონში დაამატოთ ზოგიერთი კეტო-მეგობრული საკვებდანამატი, რათა შეინარჩუნოთ საჭირო კურსი და მაქსიმალური მიიღოთ.

ამ ბლოგში განვიხილავთ გამორჩეულ კეტო მეგობრულ საკვებდანამატებს.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსი მიეკუთვნება მცენარეულ ცხიმებს. მისი გამოყენება შესაძლებელია კეტო დიეტის დროს. ის არის უნიკალური ზეთი, რომელიც არ კარგავს სიმკვრივეს ოთახის ტემპერატურაზე, რაც მას შესანიშნავს ხდის სამზარეულოში გამოსაყენებლად.

ქოქოსის ცხიმი ბუნებრივად შეიცავს საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებ,(MCT) რომელიც ენერგიის კარგი წყაროა.

ქოქოსის ზეთის სარგებელი კეტო დიეტის დროს არის ის, რომ იგი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სხეულს სჭირდება ნახშირწყლების ჩანაცვლებისთვის.

გარდა ამისა, ქოქოსი მდიდარია ბოჭკოვანი ნუტრიენტებით, კერძოდ მისი შემადგენლობის 61%-ი უჯრედისია. ქოქოსში არსებული ბოჭკო განსაკუთრებულად სასარგებლოა, რადგან იგი ანელებს გლუკოზის გამოყოფას, რომელიც შემდგომ გადააქვს უჯრედში, სადაც გარდაიქმნება ენერგიად. ეს პროცესი აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციას და სისხლში გლუკოზის ათვისებას, რაც ხელს უწყობს გლიკემიური ლტოლვის შემცირებას. ქოქოსი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და სხვა აუცილებელ პროცესებს, რომლის გაუმართავი მუშაობა იწვევს მომნელებელი სისტემის პრობლემებს.

ქოქოსში არსებული ბოჭკოს მეშვეობით, ორგანიზმში გაცილებით უკეთ მიმდინარეობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების შეწოვა. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სისხლში შაქრის ბალანსს, ასევე პანკრეასის და ფერმენტული სისტემების სტრესის მოხსნას, რაც საერთო ჯამში ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.

ელექტროლიტები

ელექტროლიტები ტაბლეტების სახით, შეიცავს ყველა აუცილებელ მინერალებს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება, მათ შორის კალციუმს, ქლორიდს, მაგნიუმს, კალიუმს და ნატრიუმს. ელექტროლიტები ატარებენ არსებით პროცესებს ორგანიზმში და საჭიროა მათი შენარჩუნება სათანადო დონეზე, რათა შენარჩუნებულ იქნას ოპტიმალური ჯანმრთელობა.

კეტო დიეტის დროს საჭიროა მიიღოთ ელექტროლიტები, რადგან ნახშირწყლების შეზღუდვით ავტომატურად მცირდება მათი რაოდენობა ორგანიზმში.

ელექტროლიტების მთავარი დანიშნულებაა სხეულში მინერალების ბალანსის აღდგენა, რომელიც მცირდება ვარჯიშის შემდეგ. მათი სწორი რაოდენობით ჩანაცვლება ხელს უშლის დეჰიდრატაციას და გეხმარებათ შეინარჩუნოთ არსებითი ფუნქციები, რითაც ხელს შეუწყობთ ვარჯიშის შემდგომ აღდგენას.

კეტო შეიკი

კეტო შეიკი არის ცილოვანი, კეტოზე ორიენტირებული საკვებდანამატი, რომელიც შექმნილია მაკრო მიზნების მისაღწევად. ცილის მსგავსი ფორმა სრულად ეგრება კეტო დიეტას და ბევრად ამარტივებს შესაბამისი რეჟიმის დაცვას თქვენი მხრიდან.

კეტო შეიკი არის შრატის პროტეინის იზოლატის, MCT ქოქოსის ზეთის ფხვნილის და კენკრის არომატის ნაზავი. მას აქვს შესანიშნავი გემო და შეგიძლიათ გამოიყენოთ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

კეტო შეიკში ყურადღებას იქცევს MCT ცხიმოვან მჟავა, რომეიც შესანიშნავი კეტო საწვავია. MCT- ი ითვლება როგორც ენერგიის უშუალო წყარო, რომელიც გადის სამსაფეხურიან პროცესს, რის შემდგომაც იგი გარდაიქმნება როგორც საწვავი ორგანიზმისთვის. MCT-ები უფრო ადვილად თვისდება ვიდრე სხვა ცხიმები. ის უფრო მცირე ზომისაა, რაც უჯრედებში მისგამტარიანობის ამარტივებს. MCT არ ინახება როგორც ცხიმი. ის მუშავდება ღვიძლის მიერ და დაუყოვნებლივ გარდაიქმნება ენერგიად.

 კეტო მაკარონები

მათ ასევე ნულოვანი დიაპაზონის მაკარონებსაც უწოდებენ. ისინი ძირითადად მზადდება ბრინჯისგან, არის დაბალკალორიული და თითქმის თავისუფალია ნახშირწყლებისგან.

კეტო მაკარონები პრაქტიკულია ყოვლედღიურ გამოყენებაში, მარტივად შესანახია და შეგიძლია გამოიყენოთ კომბინაციაში ჯანსაღ საკვებთან ერთად. ის გეხმარებათ ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი კერძებით ნახშირწყლების დამატების გარეშე.

ამ პროდუქტების მთავარი დანიშნულებაა დაგეხმაროთ იმ ლტოლვის დაკმაყოფილებაში, რომელიც კეტო დიეტის დროს ნახშირწყლების შეზღუდვის შედეგად ჩნდება.

კეტო მაკარონები დაგეხმარებათ საჭმლის მოცულობის გაზრდაში, ანუ იღებთ იმაზე მეტ საკვებს რასაც აქამდე მიირთმევდით, ისე რომ კეტო დიეტის დარღვევა არ გიწევთ. დაბალკალორიული, ნახშირწყლებისგან დამზადებული, კეტო მაკარონები, დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, გაგიუმჯობესდებათ ფსიქოლოგიური განწყობა, რაც მთავარ გავლენას ახდენს კეტო რეჟიმის დაცვაზე.

ქოქოსის სიროფი

ქოქოსის სიროფი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისაც სურს ტკბილი საკვების მიღება, მინიმალური ნახშირწყლების შემცველობით.

უშაქრო სიროფი კარგი საშუალებაა მათთვის, ვინც მიჰყვება კეტო დიეტას ან სხვა, რომელიც ზღუდავს შაქარს.

ქოქოსის სიროფს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. მაგალითად ლეწრმის შაქარს (58-65) სიმინდის სიროფს (87) ხოლო ქოქოსის სიროფს მხოლოდ (35.)

ქოქოსის სიროფში შეხვდებით 17 სხვადასხვა სახის ამინომჟავებს (გლუტამინი, სერინი, ტრეონინი და ასე შემდეგ), განსაკუთრებით მისი გამოყენება პრაქტიკულია მათთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, რადგან ამ დროს ორგანიმზში ამინომჟავების განსაკუთრებული საჭიროება იქმნება.

ორგანული ქოქოსის სიროფი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს.( სპილენძს, მანგანუმს, კალიუმს, B ჯგუფის 12 ვიტამინს.) მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები, აუცილებელია ორგანიზმში ცხიმის განაწილებისთვის, ნერვული სისტემის მუშაობისთვის და ქოლესტერინის მეტაბოლიზირებისთვის.

ორგანულ ქოქოსის სიროფს დაახლოებით ყავისფერი შაქრის მსგავსი გემო აქვს, ამიტომ მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ კერძსა თუ რეცეპტში.

განსაკუთრებით ქოქოსის სიროფი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ საკვებთან კომბინაციაში, რომელსაც დამატებითი არომატი სჭირდება.(მაგალითად ჟოლო და მოცვი.) ამ სიროფების გამოყენება დაგეხმარებათ ტკბილის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში კეტოზისგან გამოდევნის გარეშე.