კალციუმი

კალციუმი არის მინერალი, რომელიც ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. ის ბუნებრივად გვხვდება რძის პროდუქტებში, როგორიცაა რძე, ყველი და იოგურტი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი და პარკოსნები. კალციუმის შესანიშნავი წყაროა თევზი, განსაკუთრებით სარდინი და ბალზამი.

რატომ გვჭირდება კალციუმი?

როგორც ავღნიშნეთ, კალციუმის უმეტესობა გვხვდება ძვლებში და მისი მთავარი როლი ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. კალციუმი არის ერთ-ერთი ყველაზე უხვი მინერალი ადამიანის ორგანიზმში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს თითქმის ყველა ბიოლოგიური ფუნქციის რეგულირებაში. კალციუმი ასევე საჭიროა კუნთოვანი მასის განსავითარებლად და ნერვების ფუნქციონირებისთვის.

კალციუმის მოთხოვნილება ინდივიდუალურია. ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს სჭირდებათ დაახლოებით 700 მგ დღეში. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა მისი უფრო მაღალი კონცენტრაცით მიღება, მაგალითად: როდესაც ადამიანს  გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან ძუძუთი კვების დროს.(დედებისთვის)

კალციუმის საკვებ დანამატები

მიუხედავად იმისა, რომ საკვებიდან კალციუმის მიღება თავისუფლად არის შესაძლებელი, ზოგიერთი ადამიანი ამას მაინც ვერ ახერხებს. განსაკუთრებით ისინი, ვინც არ მოიხმარს რძის პროდუქტებს. ზუსტად ასეთი ადამიანებისთვის არსებობს კალციუმი საკვებდანამატის სახით.

კალციუმის სარგებელი

ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობა

კალციუმი არის ძვლის ძირითადი კომპონენტი და მნიშვნელოვანია ძვლის სიმტკიცისა და სტრუქტურისთვის. ადამიანის ორგანიზმში კალციუმის დაახლოებით 99% არის ძვლებში და კბილებში. კალციუმი აუცილებელია ძვლის განვითარების, ზრდისა და მისი შენარჩუნებისთვის.

მაგალითად, როდესაც ბავშვები იზრდებიან, კალციუმი ხელს უწყობს მათი ძვლების განვითარებას. მას შემდეგ რაც ადამიანი შეწყვეტს ზრდას, სხეულში დაგროვილი კალციუმის მარაგი აგრძელებს ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მისი მარაგი იკლებს, რაც დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებით შუა ასაკის ზევით მყოფ ადამიანებს აქვთ სახსრების პრობლემა.

კუნთების შეკუმშვა

კალციუმი არეგულირებს კუნთების შეკუმშვას ბოჭკოვანი კომპონენტების - აქტინისა და მიოზინის - გააქტიურებით, რომელსაც ეწოდება აგზნება-შეკუმშვის დაწყვილება.

უფრო კონკრეტულად, კალციუმი ხელს უწყობს კუნთების შეკუმშვის რეგულირებას. როდესაც ნერვი ასტიმულირებს კუნთს, სხეული ათავისუფლებს კალციუმს. ამის შემდეგ სხეული ამოტუმბავს კალციუმს კუნთიდან, რის შედეგადაც ხდება კუნთის მოდუნება. კალციუმის გარეშე ეს პროცესი ვერ მოხერხდება.

სისხლის შედედება

კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. იგი მოიცავს მთელ რიგ აუცილებელ ნივთიერებების სინქრონულ მუშაობას.

კალციუმი ამშვიდებს გლუვ კუნთს, რომელიც აკრავს სისხლძარღვებს. ეს კი თავის მხრივ, დადებითად აისახება სისხლის ცირკულაციასა და არტერიული წნევაზე.

კალციუმის როლი ვარჯიშის დროს

მოგეხსენებათ, რომ ფიზიკური აქტივობისას, განსაკუთრებით კი მძიმე წონით ვარჯიშის დროს, მოცულობაში იმატებს კუნთების ზომა, რა დროსაც საჭიროა ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნება. ეს იმიტომ, რომ ძვლები უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელნი არიან კუნთოვანი მასის მხარდაჭერაზე და მათ მიერ წარმოქმნილი ძალების განაწილებაზე. 

ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, არსებობს „ძვლის დაკარგვის“ საშიშროება, თუ ორგანიზმს არ გააჩნია საკმარისი კალციუმი. ამიტომ გონივრული იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ დარწმუნდეთ იღებთ თუ არა კალციუმის ადეკვატურ რაოდენობას საკვებით, ან საკვებდანამატის სახით.

ვარჯიშის დროს, კარგი იქნება თუ კალციუმის იმ ფორმას გამოიყენებთ, სადაც შერწყმული იქნება ვიტამინ D3. ეს საშუალებას აძლევს ძვლებს გამოიყენონ კალციუმი უფრო ეფექტურად. ვიტამინი D ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის რაოდენობის რეგულირებას. მის გარეშე ორგანიზმი კალციუმს სათანადოდ ვერ ითვისებს. ხოლო ვიტამინი D3 კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის.

გარდა მისი სტრუქტურული როლისა და ორგანიზმში ნებისმიერი დატვირთვის ბუფერულაციისა, კალციუმი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების მოქმედებაში. მას ასევე უწოდებენ „მეორად მესენჯერს“, რადგან გადასცემს ნერვულ იმპულსებს კუნთებში და საშუალებას აძლევს კუნთებს, მათ შორის გულს გამართულად იფუნქციონიროს.