კალციუმ ციტრატი

კალციუმის ციტრატი არის მინერალი, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი კბილებისა და ძვლებისთვის. ის ასევე მნიშვნელოვანია სისხლძარღვების, კუნთების და ნერვული ჯანმრთელობისთვის და მხარს უჭერს ჰორმონების მუშაობას.

კალციუმის საკვებდანამატები ჩვეულებრივ იყიდება კარბონატის ან  ციტრატის სახით. კალციუმის ციტრატი, უფრო ადვილად შეიწოვება, ვიდრე  კარბონატი.

საქმე იმაშია, რომ სხეულს არ სჭირდება კუჭის მჟავა კალციუმის ციტრატის ათვისებისთვის და განსაკუთრებით კომფორტულს ხდის იმ ადამიანებისთვის, ვინც ღებულობს გულძმარვის მედიკამენტებს ან აქვს საჭმლის მომნელებელი პრობლემები.

კალციუმის ციტრატი იწარმოება ტაბლეტების და ფხვნილის სახით. მისი მიღება შესაძლებელია ცარიელ კუჭზე. თუმცა, ის საუკეთესოდ მოქმედებს საკვებთან ერთად მიღებისას.

კალციუმის ციტრატი შეიცავს 21% ელემენტარულ კალციუმს. ეს ნიშნავს, რომ 1000 მილიგრამი (მგ) კალციუმის ციტრატი შეიცავს 210 მგ კალციუმს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ორგანიზმი უფრო მეტ კალციუმს შთანთქავს დაბალი დოზით მიღებისას.(მაგ300 მგ)

­სარგებელი

კალციუმი გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე.

კალციუმი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც მხარს უჭერს ორგანიზმშ მრავალი სისტემის მუშაობას. ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს კალციუმის ადეკვატური დონე გულის, ნერვული სისტემის და კუნთების სწორად ფუნქციონირებისთვის.

ძვლის ჯანმრთელობა

კალციუმი მთავარ როლს თამაშობს, ძლიერი ძვლების ჩამოყალიბებაში. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგიერთი კვლევა ფოკუსირებულია იმაზე, შეუძლია თუ არა კალციუმის საკვებდანამატებს თავიდან აცილება ასაკთან დაკავშირებული ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) დაკარგვისა და მოტეხილობების.

FDA-მ ოფიციალურად აღიარა, რომ D ვიტამინისა და კალციუმის მიღება ამცირებს ოსტეოპოროზის რისკებს.

ჰიპოპარათირეოზი

ჰიპოპარათირეოზი იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც იწვევს პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) ფუნქციის დაქვეითებას ან არარსებობას. PTH მუშაობს სხეულის ბალანსის შესანარჩუნებლად კალციუმსა და ფოსფორს შორის. დაბალი PTH იწვევს კალციუმის დაბალ, ხოლო ფოსფორის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების, ნერვული დაბოლოებების, ძვლებისა და კანის პრობლემები.

ამ მდგომარეობის დროს საჭირო ხდება კალციუმის დამატებით გამოყენება. 2022 წელს გამოქვეყნებული რანდომიზებული კვლევა ვარაუდობს, რომ, ასეთ დროს კალციუმის ციტრატს სასარგებლო ეფექტი და მინიმალური გვერდითი მოვლენები (მაგ. ყაბზობა), ვიდრე კალციუმის კარბონატს.

პოდაგრა

პოდაგრა ართრიტის უკიდურესად მტკივნეული ფორმაა, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავას კრისტალების წარმოქმნით სახსარში(ყველაზე ხშირად დიდი ფეხის თითზე), რაც იწვევს ძლიერ ტკივილს, სიწითლეს და შეშუპებას.

2022 წელს გამოქვეყნებული რანდომიზებული კვლევის მიხედვით, 770 მილიგრამი (მგ) კალციუმის ციტრატი დღეში ამცირებს ურატის დონეს. ეს შედეგი ვარაუდობს, რომ კალციუმის ციტრატს აქვს დამცავი ეფექტი პოდაგრისგან.

შეჯამება

კალციუმის ციტრატი ბევრად უფრო ადვილად შეიწოვება და არ საჭიროებს საკვებთან ერთად მიღებას, კალციუმის კარბონატისგან განსხვავებით, რომელიც გარკვეულ იწვევს მოვლენებს იწვევს.(კუჭ-ნაწლავის პრობლემები.)

ასევე შეგიძლიათ კალციუმი გამოიყენოთ კომბინაციაში, შეფუთულია D ვიტამინის საკვებდანამატებთან ერთად, რათა უზრუნველყოთ ორგანიზმში მინერალების სწორად შთანთქმა.