გოტუ კოლა მიეკუთვნება მცენარეთა ოჯახს, რომელსაც საუკუნეებია გამოიყენებენ აიურვედასა და ინდონეზიურ მედიცინაში.
გოტუ კოლა იზრდება აზიის, სუბტროპიკული აფრიკის, ავსტრალაზიასა და წყნარი ოკეანის თბილ ზომიერ, სუბტროპიკულ რაიონებში. მას აქვს პატარა ღია მეწამული ან თეთრი ყვავილები.
გოტუ კოლა შეიცავს ბევრ საკვებ ნივთიერებას, რის გამოც იგი მიიჩნევა სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტად. იგი შეიცავს B, და C ვიტამინებსს ასევე ფიტონუტრიენტს, როგორიცაა ფლავონოიდები, ტანინები და პოლიფენოლები.
ეს ფიტონუტრიენტები ამარაგებს მას ანტიოქსიდანტებით - სასარგებლო ნაერთებით, რომლებიც ხელს უშლიან თქვენი უჯრედების დაზიანებას და ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებას.
სარგებელი
1. აუმჯობესებს მეხსიერებას
გოტუ კოლას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარგებელია მეხსიერების და შემეცნებითი უნარების გაუმჯობესება.
გოტუ კოლას ექსტრაქტს შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება მოლეკულურ დონეზე იმ გზის აქტივობის გაძლიერებით, რომელიც დაკავშირებულია გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებასთან. ეს შესაძლებელია იმ ანტიოქსიდანტების მეშვეობით, რომელიც მასში არის თავმოყრილი.
გოტუ კოლას საკვებდანამატები განსაკუთრებით ეფექტურია ხანდაზმულ ადამიანებში, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ფერხდება კოგნიტური მანიპულაციების მოქმედება.
2. სისხლის მიმოქცევა
სისხლის ცუდი მიმოქცევა შეიძლება იყოს მრავალი სხვადასხვა პრობლემის მიზეზი. ესენია: ვარიკოზული ვენები, სიმსუქნე, დიაბეტი და პერიფერიული არტერიების დაავადება. სისხლის ნაკადის დაქვეითების მიზეზებია:დაბუჟება, ჩხვლეტა და კუნთების ტკივილი.
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ვარჯიში და ფეხით სიარული. გარდა ამისა გოტუ კოლას საკვებდანამატები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა, იგი ფართოდ არის შესწავლილი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების კუთხით.
2013 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ გოტუ კოლა ეფექტურია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ცუდი ცირკულაციის სიმპტომების შემსუბუქებაში, როგორიცაა შეშუპება, ფეხების სიმძიმე და ტკივილი.
ასე რომ, Gotu kola-ს ყოველდღიურ რუტინაში დამატება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა რეგულარული ფიზიკური აქტივობა, შეუძლია გაზარდოს სისხლის ნაკადი, რათა თავიდან აიცილოთ ცუდი მიმოქცევის უარყოფითი გვერდითი მოვლენები.
3. აღადგენს კანს
გოტუ კოლას კიდევ ერთი შესანიშნავი სარგებელი არის კანის უჯრედების დაცვა და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება.
გოტუკოლა ეფექტურად აძლიერებს ანტიოქსიდანტურ აქტივობას კანის ქსოვილებში, რაც ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და კანის რეგენერაციას. ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ მავნე თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. ეს არის ნაერთები, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება და აჩქარებს დაბერების პროცესს.
დადასტურებულია, რომ გოტუკოლა ზრდის კოლაგენის წარმოებას, რაც თავისტავად ხელს უწყობს კანის უჯრედების სწრაფ აღდგენას. კოლაგენი არის ყველაზე უხვი ცილის სახეობა ორგანიზმში და ის პასუხისმგებელია კანის აღდგენასა და განახლებაზე.
4. დეპრესიის შემცირება
გოტუ კოლა სასარგებლოა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც.
გოტუკოლას აქვს ანქსიოლიზური და ანტიდეპრესანტული თვისებები. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ბუნებრივად დათრგუნოს შფოთვა, დაეხმაროს დეპრესიის მკურნალობას, დაამშვიდოს ნერვები და იმოქმედოს როგორც დამამშვიდებელი საშუალება.
2010 წელს ჩატარდა კვლევა სადაც მონაწილეობა მიიღო 33 მონაწილემ. ისინი 60 დღის განმავლობაში იღებდნენ 500 მილიგრამ გოტუ კოლას. ამან არა მხოლოდ ხეული შეუწყო შფოთვის დონის შემცირებას, არამედ დადებითად იმოქმედა სტრესსა და დეპრესიაზეც.
5. ებრძვის კუჭის წყლულს
კუჭის წყლული წარმოიქმნება კუჭის, საყლაპავის ან წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. მისი სიმპტომები მოიცავს ტკივილს, გულისრევას და სისხლდენას.
ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ გოტუ კოლა ხელს უშლის ამ მავნე დაზიანებების თავიდან აცილებას და პროფილაქტიკას ახდენს ნაწლავური ბარიერის გაძლიერებით და მავნე თავისუფალი რადიკალების დაზიანების ბლოკირებით.
6. ამცირებს ანთებას
ანთება არის ნორმალური ბიოლოგიური პასუხი დაზიანებაზე. თუმცა, ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს სხეულს და ხელი შეუწყოს ისეთი პრობლემების განვითარებას, როგორიცაა გულის დაავადება, სიმსუქნე, ართრიტი, დიაბეტი და კიბო.
უჯრედების დაცვით დაწყებული, ანტიოქსიდანტები აუცილებელია ჯანმრთელობის მრავალი ასპექტისთვის. დადასტურებულია, რომ ისინი ხელს უწყობენ ანთების შემსუბუქებას.
გოტუ კოლას შეუძლია გააძლიეროს ანტიოქსიდანტური მოქმედება ორგანიზმში, რაც საჭიროა ანთების შესამცირებლად და სხვადასხვა ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.