ფენუგრიკი (Trigonella foenum-graecum) არის მცენარე, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 2–3 ფუტია(60–90 სანტიმეტრი). მას აქვს მწვანე ფოთლები, პატარა თეთრი ყვავილები და წიპწები.
ათასობით წლის განმავლობაში, ფენუგრიკი გამოიყენება ალტერნატიულ და ჩინურ მედიცინაში კანის და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ.
ფენუგრიკის თესლი და ფხვნილი ასევე გამოიყენება ბევრ აზიურ კერძებში კვების პროფილის და შესაძლებლობების გამო.
ერთი სუფრის კოვზი,(11 გრამი) ფენუგრიკის თესლი შეიცავს 35 კალორიას და ისეთ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა:
ბოჭკოვანი: 3 გ
ცილა: 3 გ
ნახშირწყლები: 6 გ
ცხიმი: 1 გ
რკინა: დღიური ღირებულების 21%.
მაგნიუმი: DV-ის 5%.
სარგებელი
გავლენა დედის რძის წარმოებაზე
დედის რძე ბავშვის განვითარებისთვის კვების საუკეთესო წყაროა. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს საკმარისი რაოდენობის წარმოება.
მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტით გაცემული წამლები ჩვეულებრივ გამოიყენება დედის რძის წარმოების გასაძლიერებლად, კვლევა ვარაუდობს, რომ ფენუგრიკი შეიძლება იყოს უსაფრთხო, ბუნებრივი ალტერნატივა.
ერთმა, 14-დღიანმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 78 ახალშობილზე დაადგინა, რომ მცენარეული ჩაის დალევა ფენუგრიკთან ერთად, ზრდის დედის რძის წარმოებას.
ტესტოსტერონის დონის ზრდა მამაკაცებში
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც მამაკაცები იყენებენ ფენუგრიკის საკვებდანამატებს, არის ტესტოსტერონის გაძლიერება.
ერთ კვლევაში, 300 მილიგრამი (მგ) ფენუგრიკის მიღებამ ორჯერ დღეში 8 კვირის განმავლობაში, გამოიწვია ტესტოსტერონის დონის მნიშვნელოვანი მატება მამაკაცებეში. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის, რადგან კუნთოვანი მასის მომატება პირდაპირ კავშირშია ტესტოსტერონის სტაბილურ გამომუშავებასთან.
ასევე კვლევაში მონაწილეებს შეუმცირდათ ცხიმის საერთო ინდექსი, შემცირება საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
დიაბეტის და სისხლში შაქრის დონის კონტროლი
ფენუგრიკი ერთ ერთი დამხმარე საშუალება, ისეთი მეტაბოლური დარღვევის დროს, როგორიცაა დიაბეტი.
ერთ კვლევაში, ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომლებიც რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ ფენუგრიკის ექსტრაქტს, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შაქრის, მუცლის ცხიმის და ჰემოგლობინის A1c-ის დონე.
ბოჭკოების მაღალი შემცველობა, რომელიც გვხვდება ფენუგრიკის ექსტრაქტში, სასარგებლოა სისხლში შაქრის კონტროლისთვის, თუნდაც ადამიანს დიაბეტი საერთოდაც არ ჰქონდეს.
გამოყენების წესი
არ არსებობს ფენუგრიკის გამოკვეთილად ერთი რეკომენდებული დოზა.
მაგალითად ტესტოსტერონის გაზრდის კუთხით, ფენუგრიკი გამოიყენება 250-600 მგ დღეში. ხოლო დედის რძის წარმოების გაუმჯობესების მიზნით დაახლოებით 1-6 გრ.
ქოლესტერინის და სისხლში შაქრის შემცირების კუთხით დაახლოებით 5გრ.
ფენუგრიკის საკვებდანამატები ჩვეულებრივ უნდა იქნას მიღებული ჭამის წინ ან შემდეგ. ვინაიდან ფენუგრიკი ხელს უწყობს სისხლში შაქრის კონტროლს, უმჯობესია მისი მიღება ყველაზე დიდი მოცულობითი კვებისას.