EAA ამინომჟავების წყარო

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ თუ რას ეწოდება EAA. ჩვენს სტატიებში, ხშირად შეხვდებით სიტყვა „ამინომჟავებს“, ეს იმიტომ, რომ მათი ფუნქცია ორგანიზმში მრავალმხრივია. არსებობს ერთმანეთისგან სრულიან განსხვავებული ტიპის ამინომჟავები, შესაბამისად, მათი მოქმედებებიც სრულიად სხვადასხვანაირია.

რა არის EAA

EAA ცნობილია როგორც „ამინომჟავების აუზი“, იგი ასევე მოიხსენიება როგორც პროტეინის მთავარი სამშენებლო ბლოკი.  როდესაც ცილა მეტაბოლიზდება, ის იშლება უმარტივეს ფორმად, რომელსაც ამინომჟავები ეწოდება, ხოლო EAA მათგან გამორჩეულია, რადგან მასში გაერთიანებულია 9 სახის შეუცვლელი ტიპის ამინომჟავები, ესენია: ჰისტიდინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, ტრეონინი, ფენილალანინი, ტრიპტოფანი და ვალინი. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ადამიანის ჯანმრთელობაში, ასევე ვარჯიშის ხარისხის გაუმჯობესებაში. EAA-ი ზრდის კუნთებში ცილის სინთეზის ბიოლოგიურ პროცესს, რაც ხელს უწყობს როგორც კუნთის ხარიხიან შენებას, ასევე მის აღდგენას.

რა ხდის ამინომჟავას შეუცვლელს?

შეუცვლელი ამინომჟავები, ეს ნიშნავს რომ მისი სინთეზირება ორგანიზმს არ შეუძლია დამოუკიდებლად. იგი მხოლოდ მიიღება საკვებიდან, ან საკვები დანამატის სახით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამინომჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ორგანიზმისთვის წარმოადგენენ შუალედეურ ბიოსინთეზურ გზებს, რომლებიც მონაწილეობენ სხვა ნაერთების, მათ შორის ცილების, ნუკლეინის მჟავების და ჰორმონების სინთეზში.

EAA- მემბრანის ლიპიდების განუყოფელი კომპონენტია, მაგალითად: სფინგოლიპიდები, ფოსფატიდილქოლინი, ან ნეიროტრანსმიტერი. ამიტომაც ამინომჟავები უდიდეს როლს ასრულებს გენის ექსპრესიაში ან რეგულაციაში.( დნმ-ის, ან რნმ-ის სინთეზში)

ახლა კი უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ თუ რა გავლენა აქვს EAA-ს ვარჯიშის ხარისხზე.

1.კუნთოვანი მასის ზრდა

 EAA- საკვებდანამატების ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი სარგებელი არის ის, რომ მას გააჩნია გამორჩეული ეფექტიკუნთების აღმშენებლობაზე, იმისათვის, რომ კუნთი პროგრესირდეს, სხეულს სტაბილურად ესაჭიროება ამინომჟავების პოზიტიური ბალანსი. ამგვარ პროცესს ასევე უწოდებენ "ანაბოლურ მდგომარეობაში" ყოფნას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამინომჟავები მუდმივად ბრუნვად მდგომარეობაშია და ორგანიზმი მას იყენებს საჭირო ენერგიის გამოსამუშავებლად, ცილის უჯრედების ფორმირებისთვის, კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისა და ასობით სხვა სასიცოცხლო ბიოლოგიური ფუნქციის შესასრულებლად.

EAA– ტიპის ამინომჟავები უზრუნველყოფს კუნთების სწორ აღმშენებლობის პროცესს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დაკავებულია მაღალი ინტენსიური ან ფუნქციონალური ვარჯიშებით. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ EAA-ის გამოყენების დროს მაქსმიმალურად იზრდება მხოლოდ კუნთოვანი მასა, ცხიმის გარეშე.

2. გაუმჯობესებული აღდგენითი პროცესები

შეუცვლელი ტიპის ამინომჟავები (EAAs) ასევე მხარს უჭერს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენით პროცესებს. პრაქტიკაში, მტკიცებულებების დიდმა რაოდენობამ აჩვენა, რომ EAA ამცირებს ვარჯიშის დროს კუნთების დაზიანებისა და ტკივილის ეფექტებს.

მარტივად რომ ვთქვათ, EAA-ის ხელმისაწვდომობის წყალობით, სხეულს მეტი წვდომა აქვს უფრო მძლავრ ანაბოლურ გარემოზე, ხოლო აღდგენითი პროცესების გაუმჯობესება ხდება ანტიკატაბოლური ეფექტების დაბლოკვით.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ EAA- ტიპის ამინომჟავების ნაწილია BCAA (ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი.) კვლევებმა აჩვენა რომ BCAA და EAA კომბინაციაში გამოიმუშავებს მსგავს უჯრედშიდა სიგნალს, როგორსაც შრატის ცილა, რომელიც აფერხებს კუნთების დაშლას.

3.ძალის გაუმჯობესება

კუნთის მასის ხარისხიანი მატება კარგ აღდგენებთან ერთად, პროპორციულად დაკავშირებულია ფიზიკური ძალის გაუმჯობესებასთან. ეს იმიტომ რომ EAA ხელს უწყობს კუნთებში ცილის სინთეზის ბიოლოგიურ პროცესს, რითაც ზრდის კუნთში ძალის გამომუშავებას.

ალაბამას ობერნის უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის სკოლამ ჩაატარა ათკვირიანი ორმაგი კონტროლირებადი კვლევა, რათა შეესწავლათ EAA-ს ეფექტიანობა. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ველოსიპედისტებმა, რომელიც ჩატარდა ვარჯიშის ხარისხის, გამძლეობის და იმუნური ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით. შედეგებმა აჩვენა პიკური სიმძლავრის 19%-იანი ზრდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

დამატებითი ინფორმაცია

 

EAA-ს რეკომენდებული დოზა მერყეობს 4-10 გ-ს შორის, დღეში ორჯერ. მისი მიღების ყველაზე ოპტიმალური დროა ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის დროს.

 EAA-ს გამოყენება მათთვისაც ძალიან პრაქტიკულია, ვინც ვერ ახერხებს შრატის პროტეინის მიღებას, რადგან როგორც ზემოთ ვახსენეთ მათ ძალიან ბევრი საერთო სარგებელი გააჩნიათ.

EAA-ს გამოყენება ასევე შესანიშნავი საშუალებაა ვეგეტეარიანელებისთვის. ასეთი სახით ისინი მიიღებენ ფაქტობრივად იმ ნუტრიენტებს, რომელიც ცხოველური ცილის შემადგენლობაშია.