ვიტამინი D არის აუცილებელი ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ძვლის ნორმალური განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი D ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვულ სისტემასა და კუნთოვანი ქსოვილის ზრდა განვითარებაში.
D ვიტამინის მიღების ორი ძირითადი გზა არსებობს. ესენია: საკვები და მზის სხივები.
თუმცა ამ ბოლოს დროს, გლობალური დათბობის გამო გართულდა მზის ზემოქმედების შედეგად D ვიტამინის მიღება. ამის გარდა D ვიტამინის დეფიციტი უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ კანის მელანინის მაღალი შემცველობა (ანუ მუქი კანი) და რომლებიც ატარებენ ისეთ ტანსაცმელს რომელიც ფაქტიურად მთლიანად ფარავს ადამიანს. (ახლო აღმოსავლური კულტურის ხალხი)
რატომ არის ვიტამინი D ასე მნიშვნელოვანი?
ვიტამინი D პირდაპირი გაგებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ორგანიზმისთვის. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს სისხლსა და ძვლებში კალციუმის ბალანსის შესანარჩუნებლად, რომელიც ხელს უწყობს ძვლების შენებასა და შენარჩუნებას.
უფრო კონკრეტულად, თქვენ გჭირდებათ ვიტამინი D, რათა თქვენმა სხეულმა გამოიყენოს კალციუმი და ფოსფორი ძვლების ასაშენებლად და ჯანსაღი ქსოვილების მხარდასაჭერად.
სისხლში კალციუმის დონის დასაბალანსებლად, სხეული იღებს კალციუმს ძვლებიდან. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმს სტაბილურად არ გააჩნია D ვიტამინის საჭირო ბალანსი, ეს იწვევს ძვლის დაჩქარებულ დემინერალიზაციას.(როდესაც ძვალი ძალიან სწრაფად იშლება).
რამდენად ხშირია D ვიტამინის დეფიციტი?
D ვიტამინის დეფიციტი საერთო გლობალური პრობლემაა. მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აქვს D მისი დეფიციტი, ხოლო მოსახლეობის 50%-ს D ვიტამინის უკმარისობა აქვს.
მაგალითად, შეერთებულ შტატებში მოზრდილების დაახლოებით 35%-ს აქვს D ვიტამინის დეფიციტი.
სიმპტომები და მიზეზები
ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის დეფიციტი, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებსა და მოზრდილებს.
მაგალითად, ბავშვებში D ვიტამინის მწვავე ნაკლებობა იწვევს რაქიტს. მისი სიმპტომები მოიცავს:
არასწორი ზრდა, ძვლების სისუსტის გამო.
Კუნთების სისუსტე.
ძვლის ტკივილი.
დეფორმაცია სახსრებში.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელლვანია, მშობლმებმა ყურადღება მიაქციონ ამ კუთხით ბავშვის ჯანმრთელობას.
D ვიტამინის ნაკლებობა მოზრდილებში გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:
დაღლილობა.
ძვლის ტკივილი.
კუნთების სისუსტე, ტკივილი, ან კრუნჩხვები.
განწყობის ცვლილებები, დეპრესია.
როგორ ვლინდება D ვიტამინის დეფიციტი?
ჯანდაცვის პროვაიდერები, როგორც წესი, არ ბრძანებენ D ვიტამინის დონის რუტინულ შემოწმებას, მაგრამ ამის მიუხედავად დრო და დრო საჭიროა ანალიზის გაკეთება, რომელიც ორგანიზმში მის დონეს განსაზღვრავს.
არსებობს ორი ტიპის ტესტი, რომელიც შეიძლება ჩაიტაროთ, მაგრამ ყველაზე გავრცელებული არის 25-ჰიდროქსივიტამინი D, რომელიც მოკლედ ცნობილია როგორც 25(OH)D.
როგორ მკურნალობენ D ვიტამინის დეფიციტს?
D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრა ხდება ორგანიზმში მისი ადეკვატური დონის მიღწევით. ამისათვის კი ყველაზე კარგი საშუალებაა D ვიტამინის შემცველი საკვებდანამატები.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვების და მზის მეშვეობით, ჯანდაცვის პროვაიდერი გირჩევთ მის მიღებას საკვები დანამატის სახით.
ვიტამინი D მზადდება ორი ძირითადი ფორმით: D2 და D3. D2-ის წყარო არის (ერგოკალციფეროლი) მცენარეული, ხოლო D3-ის კი ცხოველური. (ქოლეკალციფეროლი)
D2-ის მიიღება რეცეპტით. თუმცა, D3-ის შემთხვევაში ამის საჭიროება არ არსებობს. ორგანიზმში D3 უფრო ადვილად სინთეზირდება, ვიდრე D2-ი.
ადამიანის კანს აქვს უნარი, გამოიმუშაოს D ვიტამინი. თუმცა ასაკის მატებასტან ერთად, ეს შესაძლებბლობა მცირდება. ამიტომ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს განსაკუთრებით ემუქრებათ D ვიტამინის დეფიციტი.
მობილურობა: ადამიანები, რომლებთაც ჩვევაში აქვთ მუდმივად სახლში ყოფნა და იშვიათად გარეთ გასვლა. ლოგიკურია, ისინი ვერ იღებენ მზის შედეგად D ვიტამინს.
რჩევა. გაიღვიძეთ დილით ადრე. დაახლოებით 20-30 წთ გაისეირნეთ ფეხით.(დილის 8-10 საათის ფარგლებში, ძირითადად ამ დროს გამოყოფს მზის სხივი D ვიტამინს)
დაკავდით ფიზიკური აქტივობით და პერიოდულად გამოიყენეთ D ვიტამინი საკვები დანამატის სახით. რადგან ვარჯიშის დროს ორგანიზმში მისი განსაკუთრებული საჭიროება იქმნება. (D ვიტამინი პირდაპირ კავშირშია ტესტოსტერონის წარმოებასთან, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.)