CLA (კონიუგირებული ლინოლის მჟავები) არის ტრანსცხიმის ბუნებრივი ტიპი, რომელიც გვხვდება ხორცსა და რძის პროდუქტებში. იგი სინთეზირდება ბალახში არსებული ლინოლეინის მჟავისგან (LA). CLA არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვები რაციონიდან ან საკვებიდანამატიდან.
CLA გამოყენების არაერთი სარგებელი გააჩნია, თუმცა ყველაზე მეტად პრაქტიკულია წონის დასაკლებად და მე-2 ტიპის დიაბეტის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სიმსუქნესთან.
კლინიკური კვების ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი კვლევა, სადაც ნათქვამი იყო რომ, CLA გამოყენება ხელს უწყობს მინიმუმ ცხიმის 10%-ით შემცირებას.
არსებობს მრავალი გზა, რომლითაც CLA ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგან ის იწვევს ორგანიზმში ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების დაჩქარებულ წვას. ესენია: მეტაბოლიზმის გააქტიურებული მუშაობა, ინსულინის წინააღმდეგობის გაზრდა, "ცუდი" ცხიმოვანი უჯრედების მოკვლა და ცხიმების მეტაბოლიზმი.
თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ძირითადად ეს უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, რაც მოიაზრებს ფიზიკურ აქტივობას და სწორ კვებას.
ამ მოსაზრებას მხარს უჭერს კლინიკური კვლევებიც. მაგალითად: CLA-ს და რეგულარული ვარჯიშის კომბინაცია გაცილებით ეფექტურად ებრძვის ცხიმოვან ქსოვილებს.
ClA გამოყენება გაცილებით ეფექტურია კომბინაციაში ლ-კარნიტინთან ერთად.
L-კარნიტინი ასტიმულირებს ორგანიზმს, რათა უფრო მეტი ტრიგლიცერიდები დაიწვას. L-კარნიტინის მიღებით სხეულს აქვს ცხიმოვანი მჟავების (ტრიგლიცერიდების) ენერგიის წყაროდ გამოყენების უფრო მეტი მიდრეკილება. ტრიგლიცერიდების დაწვით, ორგანიზმს შეუძლია დაზოგოს გლიკოგენის მარაგი, რომელიც ინახება ღვიძლში და გამოიყენოს სხვა საჭიროებებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ შესაბამისი ვარჯიშის დროს, სხეული დაწვავს იმაზე მეტს ცხიმს, ვიდრე ეს კარნიტინის გარეშე მოხდებოდა. ასეთ დროს სხეული უშუალოდ ცხიმს დაწვავს, ხოლო ნახშირწყლების რესურსს ვარჯიშისთვის შემოინახავს. თუ ნაკლები გლიკოგენი (რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ნახშირწყალია) იწვება, მეტი ცხიმი მობილიზდება. ეს პროცესი L-კარნიტინის საჭირო კონცენტრაციის შედეგად ხდება.
ასე რომ L-კარნიტინი საშუალებას აძლევს სხეულს დაწვას მეტი ცხიმი, დაზოგოს გლიკოგენი, რაც საბოლო ჯამში ვარჯიშის დროს შესამჩნევად ზრდის გამძლეობას.
ცხიმის შემცირებისას, CLA ხელს უწყობს მჭლე კუნთოვანი მასის გაზრდას ინსულინის მგრძნობელობის შემცირებით, რაც საშუალებას აძლევს გლუკოზას და ცხიმოვან მჟავებს ადვილად შევიდეს კუნთების უჯრედებში. ეს ხელს უწყობს კუნთებისა და ცხიმების თანაფარდობის გაუმჯობესებას.
ზოგადი სარგებელი
CLA შეიძლება სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ალერგია, იგი იცავს IgE ანტისხეულების გამოთავისუფლებას, რომლის გამოც ვითარდება ალერგიული ფონი.
გარდა ამისა, CLA შეიძლება დაეხმაროს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ცუდი ქოლესტერინის შემცირებით.