თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერს აკეთებთ ცხიმის წვისთვის, მაგრამ შედეგი იმ ძალისხმევასთან შეფარდებით რასაც თქვენ ახმართ, ძალიან მინიმალურია, ასეთ დროს ჩვეულებრივ გამოიყენება ცხიმისმწველი საკვები დანამატები. ეს არის ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი, თუმცა საკმაოდ დასაფიქრებელი.
ცხიმისმწველი საკვებდანამატები, შემთხვევითობის პრინციპით არ უნდა მოიხმაროთ, განსაკუთრებით, მაშინ თუ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია მის შემადგენლობაზე.
წონის კლების ყველაზე გავრცელებული ტიპის საკვებდანამატები, ძირითადად იყოფა ორ კატეგორიად: სტიმულანტებით და სტიმულანტების გარეშე.
სტიმულანტებზე დაფუძნებული ცხიმისმწველები როგორც წესი, შეიცავს კოფეინს ან იგივე ტიპის ნივთიერებებს, რომლებიც მუშაობს კატექოლამინების დონის გაზრდის პრინციპით. ეს არის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში ზრდის სიფხიზლის და ენერგიულობის შეგრძნებას.
სტიმულანტების გარეშე ცხიმისმწველების მუშაობის მექანიზმი განსხვავებულია. მას არაფერი აქვს საერთო კატექოლამინების დონის ამაღლებასთან. (განსაკუთრებული ეფექტიანობა აქვს მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის დანამატებს რამდენიმეს ერთად მოვიხმართ).
კოფეინის და სხვა მსგავსი აქტიური ინგრედიენტის მიღებისას, ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა, შესაბამისად სტიმულანტებზე დაფუძნებული ცხიმებისმწველები მათთვის ნაკლებად რეკომენდირებულია.
მაგალითად, თუ არ მიირთმევთ ყავას იმიტომ, რომ მისი მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაქვთ შფოთის, მოუსვენრობის და გულისრევის შეგრძნება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სტიმულატორული ტოლერანტობა დაბალია.
ამიტომაც, ამ ბლოგში მინდა გესაუბროთ, თუ რომელი ცხიმისმწველები ითვლება სტიმულანტების გარეშე, რომელთა გამოყენებასაც მსგავსი ტიპის ადამიანები თავისუფლად შეძლებენ.
კეტოგენური დიეტა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული და ჩამოყალიბებული, რა დროსაც წონის კლება ძირითადად ნახშირწყლების შეზღუდვის შედეგად მიმდინარეობს. დაბალი ნახშირწყლების დროს, ორგანიზმში ცხიმისწვის პროცესი უფრო მეტად მარტივდება.
სხეულს შეუძლია წონაში დაკლება კეტოგენურ გარემოებაში ყოფნისას, თუმცა ამ მდგომარეობაში სტაბილურად დარჩენა არც ისე ადვილია. ნახშირწყლებისადმი ლტოლვა ბუნებრივი მომენტია, ამიტომაც ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამ დიეტის დაცვა.
ჟოლოს კეტონები დაგეხმარებათ მიაღწიოთ კეტოზის სარგებელს (კეტოზი არის მეტაბოლური მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში მატულობს კეტონების კონცენტრაცია, ხოლო კეტონები აქტიური ნაერთებია, რომლებიც სხეულს ეხმარება ცხიმის მეტაბოლიზირებაში), ასევე იგი ნახშირწყლების შეზღუდვის შედეგად მიღებულ დისკომფორტსაც შეგიმსუბუქებთ. ეს ყველაფერი მიმდინარეობს შემდეგი პრინციპით: კეტონები სიგნალს აძლევენ სხეულს, რომ კეტოზი მიღწეულია, რის შემდგომაც იწყება ცხიმის წვის პროცესის აქტიურ წარმართვა.
რა არის CLA?
CLA არის იგივე ომეგა - 6 ცხიმოვანი მჟავა. კეტონების მსგავსად, იგიც მიეკუთვნება სტიმულანტების გარეშე ცხიმისმწველების კატეგორიას და მისი მიღება პრაქტიკულია წონის კლების დროს (განსაკუთრებით ეფექტიანია კარნიტინთან ერთად). CLA გვხვდება საქონლის ხორცსა და მაღალცხიმიან რძის პროდუქტებში, თუმცა შენელებული მეტაბოლიზმის დროს, მისი მიღება საჭიროა საკვები დანამატის სახით.
CLA შეიძლება მოიხმაროს ყველამ, ვისაც სურს წონაში დაკლება და სხეულის კარგ ფორმაში შენარჩუნება, რადგან მისი პოტენციალი დადასტურებულია არაერთ ოფიციალურ კვლევაში, რა დროსაც მოქმედების მრავალი მექანიზმი ვლინდება. მას შეუძლია დათრგუნოს მადა, ხელი შეუწყოს ცხიმების გამოყენებას საწვავად და შეაფერხოს ახალი ცხიმების დარეზერვება. მამაკაცებში ClA ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის მატებას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს ცხიმის წვაზე.
ალა
CLA-ის მსგავსად, ალფა ლიპოის მჟავაც ცხიმზე დაფუძნებული ნაერთია, რომელიც ხელს უწყობს არაჯანსაღი ცხიმის შემცირებას და იგი ამას ახერხებს რამდენიმე მიმართულებით: მადის დათრგუნვა და საკვები ნივთიერებების დაყოფა.
საკვები ნივთიერებების დანაწილების უნარი ხელს უწყობს ნახშირწყლების შეწოვას უშუალოდ კუნთების უჯრედებში, რა დროსაც უკეთესად მიმდინარეობს გლუკოზის გამოყენება. სწორედ ამიტომ, ALA განსაკუთრებით სასარგებლოა ინსულინრეზისტენტული პირებისთვის, რომლებსაც უჭირთ წონის დაკლება.
ალას-ს ასევე გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანოების ფუნქციურ შენარჩუნებას მაღალი ჟანგვითი სიტუაციების დროს, იგი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს.
ყველაზე პოპულარული „სტიმულანტების გარეშე“ ტიპის ცხიმისმწველი, რომელიც ბუნებრივი სახით გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა რძე და საქონლის ხორცი. თუმცა საკვებიდან მიღებული კარნიტინი რათქმაუნდა საკმარისი არ არის წონის კლებისთვის.
კარნიტინი ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების შეწოვას მიტოქონდრიაში, სადაც მისი ეფექტიანი გარდაქმნა მიმდინარეობს. თუ ცხიმი არ მოხვდა მიტოქონდრიაში მისი, როგორც „საწვავად“ გამოყენება შეუძლებელი იქნება.
კარნიტინი ასევე ცხიმის მეტაბოლიზირებას ახდენს და გარდაქმნის თავისუფალ ტიპებად, რის შემდეგაც ცხიმის ფორმირებული ფრაგმენტები შედის მიტოქონდრიაში და გარდაიქმნება ენერგიად.
კარნიტინი ასევე ორგანიზმს ეხმარება მშრალი კუნთოვანი მასის ზრდაში, რადგან ცნობილია რომ ის ხელს უწყობს ახალი ანდროგენული რეცეპტორების წარმოებას. რაც უფრო მეტია ანდროგენული რეცეპტორები, მით უფრო მეტი ტესტოსტერონისა და DHT ურთიერთქმედების და ეფექტების განვითარებაა შესაძლებელი. ეს არის ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბადებისას მამრობითი სქესის მქონე ადამიანების სქესობრივ განვითარებაში.