ბიოტინი, დეფიციტი და სიმპტომები

ბიოტინი არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც საჭიროა ცხიმოვანი მჟავების, ამინომჟავების და გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ, ორგანიზმს მისი სტაბილური რაოდენობა უნდა გააჩნდეს.

ბიოტინი B ვიტამინის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვა ნაერთებთან ერთად ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების, ჯანსაღი მეტაბოლიზმის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების მუშაობას.

ბიოტინის დეფიციტი თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანი ან არ მოიხმარს საკმარის ბიოტინს საკვებიდან. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემა გახლავთ, რადგან ადამიანთა უმეტესობას ჯანსაღი კვებითი ჩვევების განვითარება უჭირს.

ბიოტინით მდიდარი საკვებია ხორცი, თევზი, კვერცხი და პარკოსნები.

რადგანაც ბიოტინი წყალში ხსნადია, ის მოძრაობს სისხლში და ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ჭარბი ან გამოუყენებელი რაოდენობა გამოიყოფა შარდის სახით. ამიტომ, სხეული ვერ აგროვებს ბიოტინის რეზერვებს, რის გამოც მისი ტოქსიკური მოქმედება ფაქტიურად შეუძლებელია.

ორგანიზმში ბიოტინის სათანადო რაოდენობით შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ცილის სამი სახეობა, ესენია: ბიოტინიდაზა, ნატრიუმზე დამოკიდებული მულტივიტამინური გადამზიდავი (SMVT) და ჰოლოკარბოქსილაზა სინთეტაზა. (HCS) ეს ცილები ერთობლივად მუშაობენ, რათა ბიოტინი საკვებიდან სხეულში სინთეზირდეს, კერძოდ კუჭ-ნაწლავის სისტემის მეშვეობით.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, ბიოტინის "ადეკვატური მიღება" სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგნაირია:

5 მიკროგრამი დღეში ჩვილებისთვის

6-8 მიკროგრამი დღეში 7 თვიდან 3 წლამდე.

12-20 მიკროგრამი დღეში 4-13 წლამდე.

25 მიკროგრამი 13-19 წლამდე.

30 მიკროგრამი 19 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის და ქალებისთვის

30 მილიგრამი ორსულებისთვის და 35 მილიგრამი ქალებისთვის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ.

როგორ განვსაზღვროთ ბიოტინის დეფიციტი?

კანის ეგზემატური გამონაყარი და დერმატიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქერცლიანი, წითელი გამონაყარი, განსაკუთრებით სხეულის ღიობების გარშემო (სახეზე, თვალებზე, ცხვირზე, პირზე და პერინეუმზე)

ბიოტინის დეფიციტის პირველი სიმპტომები, როგორც წესი, დერმატოლოგიურია, ხოლო ნევროლოგიური სიმპტომები ვლინდება ბიოტინის დეფიციტის უფრო მძიმე დონეზე.

თმის ცვენა

ცილოვანი საკვების და მინერალების არადეკვატური მიღება,(თუთია, რკინა და სელენი)რომელთა შორის ერთ ერთი ბიოტინია, არის თმის ცვენის/თმის შეთხელების მიზეზი.

 

ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის, ფრჩხილების და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან ის მონაწილეობს ცილის სინთეზში, კონკრეტულად კი კერატინის ფორმირებაში. ეს არის ცილის ერთ ერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს თმის სტრუქტურულ განვითარებას.

თუ ადამიანს აღენიშნება თმის ცვენა რეკომენდირებულია ბიოტინის საკვებდანამატების მიღება დაახლოებით 3-დან 6 თვემდე.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოტინი ერთ ერთი აქტიური ინგრედიენტია თმისა და კანის პროდუქტებში, მისი მიღება უმჯობესია საკვები რაციონიდან, ან საკვებდანამატის სახით, რადგან კანიდან მისი სრულად შეწოვა ვერ ხდება.

ნეიროპათია

ბიოტინი აუმჯობესებს პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომებს. ეს გართულება შეიძლება აღმოჩნდეთ ადამიანებს, რომლებსაც უვითარდებათ ნერვის დაზიანება. თუმცა, მკვლევარები ამ მიმართულებით დღემდე აგრძელებენ კვლევას საფუძვლიანი რეზულტატის მისაღებად.

ლიპიდების დაშლა

ბიოტინი ხელი უწყობს ლიპიდების დაშლას და ტრანსფორმაციას, რომლებიც ცნობილია როგორც ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი. ასევე ეს პროცესი ცნობილია როგორც ლიპიდური მეტაბოლიზმი.

ბიოტინის დახმარებით შესაძლებელია ჰიპერლიპიდემიის (მაღალი ქოლესტერინის)თავიდან აცილება. მაღალი LDL, ანუ "ცუდი ქოლესტერინი" არის საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, განსაკუთრებით კი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში. კვლევები ადასტურებს, რომ, ბიოტინის საკვებდანამატები მოცემულ სიტუაციაში ეფექტიანად ებრძვის ქოლესტერინის პრობლემებს, რომელსაც ყველაზე მეტად დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მიაქციონ ყურადღება.

გარდა ამისა ბიოტინი აჩქარებს გლუკოზის ენერგიად გარდაქმნას, რაც ხელს უშლის სისხლში შაქრის ზედმეტად აწევას.

ორსულობისა და ძუძუთი კვების მხარდაჭერა

ბიოტინი ძალიან მნიშვნელოვანია ორსული ან მეძუძური ქალებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოტინის სიმპტომური დეფიციტი საგანგაშო არ არის, ორსულობის დროს მისი მკვეთრია მისი დეფიციტი.

მაგალითად, შეერთებულ შტატებში ორსული ქალების დაახლოებით 50% აქვს ბიოტინის მსუბუქი დეფიციტი, შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჯანდაცვის პროფესიონალები თვლიან, რომ ეს დეფიციტი ხშირია ორსულ ქალებში, რადგან ორგანიზმი ორსულობის დროს ვიტამინებს უფრო სწრაფად შლის.

ამიტომ მნიშვნელოვანია ორსულებმა მიაქციონ ორგანიზმში ბიოტინის დონეს. თუმცა მის მიღებამდე რეკომენდირებულია კონსულტაციის გავლა კვლაფიციურ ექიმთან.