არგინინი, მნიშვნელოვანი ამინომჟავა სხეულის ფუნქციონირებისთვის

L- არგინინი არის 20-ი ამინომჟავიდან ერთ ერთი.  ამინომჟავები არის ცილის სამშენებლო ბლოკები, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობს კუნთებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის.

L-არგინინი არის არაარსებითი ამინომჟავა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული მას ბუნებრივად გამოიმუშავებს.

არგინინის გამომუშავება ხდება თირკმელებში L-ციტრულინის და სხვა ამინომჟავების L- არგინინად გარდაქმნით. L- არგინინი ასევე ბუნებრივად გვხვდება ცილებით მდიდარ საკვებში, როგორიცაა ხორცი, რძის პროდუქტები, თხილეული და ასე შემდეგ.

თუმცა L- არგინინის დამატება საკვებდანამატის სახით კიდევ უფრო სასარგებლოა ადამიანისთვის.

არტერიული წნევა

სხეულში L-არგინინი გარდაიქმნება აზოტის ოქსიდად, მოლეკულად, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად. ეს ხელს შეუწყობს არტერიული წნევის დონის და ჯანსაღი მიმოქცევის შენარჩუნებას.

კვლევამ აჩვენა, რომ L-არგინინს შეუძლია შეამციროს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის.

ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება

ვინაიდან L-არგინინი ხელს უწყობს სისხლის მეშვეობით, ჟანგბადის და სხვა საკვები ნივთიერებების მიწოდებას კუნთებში, ლოგიკურია რომ, იგი ხელს შეუწყობს ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებას.

L-არგინინი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ისეთი ნივთიერებების, გამოდევნას როგორიცაა ლაქტატი და ამიაკი.(ნივთირებები, რომლის ჭარბი რაოდენობა ხელს უშლის აღდგენით პროცესებს) გარდა ამისა, L-არგინინი ხელს უწყობს კრეატინის წარმოქმნას, რომელიც კუნთებს ენერგიით უზრუნველყოფს.

ამცირებს გულმკერდის ტკივილს და აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციებს

სტენოკარდია არის გულმკერდის ტკივილის ტიპი, რომელიც გამოწვეულია გულში არასაკმარისი სისხლის ნაკადით. L-არგინინის საკვებდანამატები ხელს უწყობს სტენოკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომების მართვას.

ეს სარგებელი განპირობებულია L- არგინინის ვაზოდილაციის უნარის გამო, რაც გულისხმობს სისხლძარღვების გაფართოებას.

L- არგინინი ასევე ხელს უწყობს სექსუალური ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი შერწყმულია სხვა ერექციული დისფუნქციის (ED) მედიკამენტებთან.

კვლევამ აჩვენა, რომ L-არგინინის დანამატები, რომლებიც მიიღება ED მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა PDE5 ინჰიბიტორები, შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ სექსუალური ფუნქცია ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ერექციული დისფუნქცია.

როდესაც L- არგინინი გარდაიქმნება აზოტის ოქსიდად, მას შეუძლია ხელი შეუწყოს სისხლის მიმოქცევას, მეტი ჟანგბადის წარმოქმნას და გლუვი კუნთების მოდუნებას. ყველა ეს ფაქტორი აუცილებელია ერექციისთვის.