ანთებითი პროცესების შეჩერება საკვებდანამატების მეშვეობით

ქრონიკული ანთება საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას .ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ, რომელი საკვები და საკვები დანამატები დაგეხმარებათ ანთების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩვეულებრივ, ხანმოკლე ანთება ბუნებრივი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეხორცებასა და უჯრედების აღდგენაში. თუმცა, ეს პროცესი უნდა იყოს ხანმოკლე. ანთებითი პროცესი ასრულებს ინტეგრირებულ როლს ისეთ დაავადებებში, როგორიცაა ართრიტი, სიმსუქნე, კიბო. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი კვების რეჟიმი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი. მოდი განვიხილოთ ანთების გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

სისხლში შაქრის დონის ამაღლება

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ნახშირწყლებისა და სისხლში შაქრის დონე გაუკონტროლებელია, მნიშვნელვნად აზიანებს უჯრედებს, რაც შემდგომ იწვევს ანთებით ასოცირებული გენების ზრდას.

დამუშავებული საკვები

დამუშავებული საკვების კატეგორიაში გადის: შაქარი, ტკბილი სასმელები, ცომეული , მათი დიდი რაოდენობით  მიღება ასოცირდება C-რეაქტიული პროტეინის (CRP) უფრო მაღალ დონესთან. CRP არის მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს. რას ნიშნავს მომატებული CRP? ასეთ დროს იზრდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა ინფექციები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, რევმატოიდული ცხელება და გულის შეტევაც კი. მაქსიმალურად მოერიდეთ დამუშავებული საკვების დიდი რაოდენობით მიღებას.

სხეულის ცხიმი:

ჭარბი წონა მნიშვნელოვნად ზრდის ქრონიკული ანთებების რისკს. განსაკუთრებით საშიშია შიდა ცხიმი, რომელიც ხელს უშლის ორგანოებს სასიცოხლო ფუნქციების შესრულებას.

დარღვეული ნაწლავური  ფუნქცია

არაჯანსაღი ბაქტერიებმა და სხვადასხვა სოკოვანი ინფექციებმა, შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაჟონვა. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ორგანიზმში ჯანსაღი ბაქტერიების რაოდენობას. მისმა შემცირებამ  შეიძლება გამოიწვიოს თქვენი იმუნური სისტემის შესუსტება და ანთება.

როგორ განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა ქრონიკული ანთება ?

ანთების დონის ზუსტი მაჩვენებლის დასადგენად პირველ რიგში საჭიროა სისხლის ანალიზი. თუმცა, მისგან დამოუკიდებლადაც არსებობს ყოველდღიური სიმპტომები, რომელიც დაკავშირებულია ქრონიკულ ანთებასთან.

ეს შეიძლება იყოს:

სახსრების ხანგრძლივი ტკივილი

ნაწლავის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

რეგულარული სოკოვანი ან ვირუსული ინფექციები

ართრიტი ან მსგავსი დაავადება

Ქრონიკული ტკივილი

 მეტაბოლური პრობლემები

შაქრიანი დიაბეტი

ოსტეოპოროზი

როგორ ვებრძოლოთ ანთებას?

პირველ რიგში შეცვალეთ კვების რაციონი და მიიღეთ შემდეგი საკვები.

კენკროვანი საკვები, რომელიც მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებით, მინერალებით. რაც ყველაზე მთავარია, მას გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება. ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით პრაქტიკულია ანთების წინააღმდეგ ბრძოლაში. სტანდარტულის გარდა, კენკრა შეიცავს სპეციალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ცნობილია როგორც ანთოციანინები. ანტიოქსიდანტების ეს სახეობა უფრო ეფექტურია ანთებითი პროცესების და ისეთი დაავადებების შესამცირებლად, როგორიცაა: კიბო, ალცჰეიმერი, გულის დაავადება და 2 ტიპის დიაბეტი.

თევზის ხორცი ორგანიზმისთვის მრავალმხრივ სასარგებლოა, განსაკუთრებით გამოსარჩევია ომეგა3-ი. თევზის ხორცში არსებული EPA და DHA-ს ცხიმოვანი მჟავები ერთი ერთი ძლიერი საშუალებაა ანთებასთან საბრძოლველად. ის ხელს უშლის თირკმლის, დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომისა თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

თუმცა ყოველდღიურად რთულია თევზის ჭამა. ასეთ დრო, სასურველია მიიღოთ მაღალი ხარისხის ომეგა3-ი საკვები დანამატის სახით.

მწვანე ბოსტნეული,(ეგრეთ წოდებული „Greens”) როგორიცაა ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და კომბოსტო ძალიან ჯანსაღი პროდუქტებია. კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ეფექტურად ებრძვიან ანთებით პროცესებს, მათში შემავალი სპეციფიური ანტიოქსიდანტების გამო. მაგალითად, ბროკოლი შეიცავს სულფორაფანს. ეს გახლავთ მცენარეული ნაერთი, რომელიც აცხრობს ორგანიზმში ანთებას და ანეიტრალებს ტოქსინებს.

მწვანე ჩაის  ეფექტიანობა განპირობებულია მასში არსებული EGCG ნაერთის გამო, რომელსაც შეუძლია შეამციროს ანთების პროფილაქტიკური ციტოკინები. ეცადეთ, ყოველდღიურად ერთი ჭიქა მწვანე ჩაი მიიღოთ. ასეთი სახით შეძლებთ ორგანიზმში EGCG კონცენტრაციის ამაღლებას.

პომიდორი გამოირჩევა ლიკოპენის უკიდურესად მაღალი შემცველობით, რომელიც ითვლება ერთ ერთ მთავარ ანტიოქსიდანტად. მას შეუძლია ებრძოლოს  ანთებას და კიბოს ზოგიერთ სახეობას. ლიკოპენი არის მცენარეული პიგმენტი. 1910 წელს იგი იზოლირებულ იქნა, როგორც ცალკეული ნივთიერება, ხოლო 1931 წლისთვის გამოიყო მისი მოლეკულური სტრუქტურა.

საკვების საკითხი რომ შევაჯამოთ: ანთებისას აუცილებელია რაციონიდან ამოვიღოთ ისეთ საკვები, რომელიც სხვადასხვა ანთების პროვიცირებას ახდენს. ესენია: ჭარბი შაქარი, ხელოვნური ტრანს ცხიმები, რაფინირებული ნახშირწყლები, დამუშავებული ხორცი(მაგალითად სოსისი, ძეხვი.)

მთავარია დაიცვათ ზომიერება.  ეცადეთ, რომ ძირითადში იკვებოთ ჯანსაღად, ხოლო დამუშავებული საკვების მოხმარება მინიმუმადე დაიყვანეთ (მხოლოდ10%)  

საკვები დანამატები, რომელიც ებრძვის ანთებას.

ალფა-ლიპოის მჟავა, (იგივე ALA) არის ორგანიზმის მიერ წარმოებული ძირითადი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესებსა და ენერგიის გამომუშავებაში. ის მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, მას შეუძლია დაიცვას უჯრედები დაზიანებისა და ანთებისგან. ALA  ამცირებს ინსულინის წინააღმდეგობას/ხოლო აუმჯობესებს მის მგრძნობელობას. ანთების წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა მიიღოთ დაახლოებით 400-500 მგ დღეში.

რესვერატროლი არის პოლიფენოლი(ბუნებრივი ნაერთი) ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ის ბუნებრივად გვხვდება თხილში, კენკრაში და წითელი ყურძნის კანში, მაგრამ დაბალი კონცენტრაციით.

რესვერატროლის სარგებელი საკმაოდ მრავალმხრივია, კვლევები ადასტურებს მის სარგებელს. რესვერატროლს შეუძლია დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ტოქსინებისგან, მათ შორის მძიმე მეტალებისგან, რომელიც სხეულში შესაძლოა წამლის ან ალკოჰოლის მეშვეობით მოხვდეს, ეს კი თავის მხრივ იწვევს უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ უნარების მეშვეობით, რესვერატროლი ითვლება ძლიერ ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად, რომელიც არა მხოლოდ აძლიერებს, არამედ აუმჯობესებს სხეულის ფუნქცია მოვალეობას.