ადენოსილმეთიონინი, მნიშვნელოვანი ნაერთი ენერგიის(ATP) წარმოებაში.

S-ადენოსილმეთიონინი,(შემოკლებით SAMe.) SAMe წარმოიქმნება არსებითი ამინომჟავის L-მეთიონინის და ადენოზინტრიფოსფატის (ATP) (სხეულის მთავარი „ენერგეტიკული მოლეკულა“.)კომბინაციით.

SAMe თამაშობს განუყოფელ როლს ორგანიზმში ნაპოვნი სხვადასხვა ჰორმონების, ნეიროტრანსმიტერების და სხვა აუცილებელი მოლეკულების შექმნაში.

გარდა ამისა SAMe არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებული ნაერთი ორგანიზმში ფერმენტულ რეაქციებში.

ადამიანის ორგანიზმში SAMe-ის დაახლოებით 30% გვხვდება მიტოქონდრიებში, (უჯრედების ენერგიის წარმომქმნელი განყოფილება) მისი ასეთი მაღალი კონცენტრაცია შემთხვევითი ნამდვილად არ არის.

SAMe გადამწყვეტია მიტოქონდრიის ფუნქციებისთვის. ის ეხმარება მიტოქონდრიას წარმოქმნას ძალა, რომელიც უჯრედს სჭირდება სწორად ფუნქციონირებისთვის.

SAMe ასევე საჭიროა ადამიანის ორგანიზმში გოგირდის შემცველი ნაერთების, მათ შორის გლუტათიონის და სხვადასხვა კომპონენტების, მათ შორის ქონდროიტინის სულფატის, წარმოებისთვის.

SAMe-ს ალბათ ყველაზე ცნობილი ფუნქციაა ის, რომ ფოლიუმის მჟავასთან და ვიტამინ B12-თან ერთად, ის გადამწყვეტია "მეთილაციის" რეაქციებისთვის.

მეთილაცია არის ნახშირბადის ერთეულის (მეთილის ჯგუფის) დამატება სხვა მოლეკულაში. SAMe ხშირად უფრო ეფექტურია მეთილის ჯგუფების გადაცემისას, ვიდრე სხვა მეთილის დონორები.

SAMe არის მეთილის ერთადერთი დონორი, რომელიც მონაწილეობს ჩვენი გენეტიკური მასალის (დნმ, რნმ და ჰისტონების) სწორად მეთილაციაში.

SAMe შუამავლობით მეთილაციის რეაქციები გადამწყვეტია სხეულის მრავალი კომპონენტის, განსაკუთრებით ტვინის ქიმიკატების, საკვები ნივთიერებებისა და ფერმენტების აქტიური ფორმების წარმოებაში.

B12 და ფოლიუმის მჟავა ჩართულია მეთილაციის რეაქციებში და SAMe-ს წარმოებაში, ამიტომ ამ ნუტრიენტების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს SAMe ფუნქციის დარღვევა.

მეთილაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია აუტოფაგია. ეს პროცესი ითარგმნება როგორც "თვითჭამა".

ავტოფაგია არის უჯრედის ხარისხის კონტროლის პროცესი, უჯრედული ნაგვის, ნამსხვრევების, მიკროორგანიზმების და არასასურველი ნაერთების თავიდან მოცილების მიზნით.

გაუმჯობესებული აუტოფაგია ასოცირდება დაბერების საწინააღმდეგოდ. აუტოფაგიის რეგულირების გაუმჯობესების გარდა, SAMe აუცილებელია  სპერმიდინის მეტაბოლიზმისთვის.(ძირითადი ფაქტორი, რომელიც აძლიერებს აუტოფაგიის ფუნქციას.)

SAMe ჯანმრთელობის სარგებელი

განწყობა

SAMe ხელს უწყობს პოზიტიური განწყობის გაუმჯობესებას:

იგი ხელს უწყობს ტვინში სეროტონინის და დოფამინის დონის ამაღლებას.

აუმჯობესებს ნეიროტრანსმიტერების რეცეპტორებთან შეკავშირებას, რაც იწვევს აქტივობის გაუმჯობესებას.

ხელს უწყობს ტვინის უჯრედების მემბრანის სითხის და ფუნქციის გაუმჯობესებას.

სახსრების ჯანმრთელობა

SAMe-მ ასევე აჩვენა შთამბეჭდავი შედეგები სახსრების ჯანმრთელობის მხარდაჭერაში. SAMe-ს დეფიციტი სახსრის ქსოვილში, ისევე როგორც გლუკოზამინის დეფიციტი, იწვევს სინოვალური სითხის დაკარგვას, (სახსრების საპოხი გელის მსგავსი ნივთიერება)შედეგად შეიძლება განვითარდეს ხრტილოვანი დეგენერაცია, რაც იწვევს ტკივილს და სახსრების ფუნქციის დაქვეითებას.

 

სახსრების პროფილაქტიკის კუთხით კვლევები ჩატარდა პაციენტებში, რომელსაც ქონდათ მუხლის ხრტილოვანი დეგენერაცია.

კვლევაში, SAMe აჩვენა ეფექტური შედეგი გვერდითი ეფექტების გარეშე.

ფიბრომიალგია

ფიბრომიალგია იწვევს კუნთოვანი სისტემის ქრონიკულ ტკივილს, დეპრესიას და დაღლილობას.

SAMe აჩვენა შთამბეჭდავი შედეგები ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ფიბრომიალგიის მქონე პაციენტებში. გაუმჯობესება გამოვლინდა გამომწვევი წერტილების და მტკივნეული უბნების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით და განწყობის გაუმჯობესებით.

ღვიძლის ჯანმრთელობა

SAMe საკმაოდ სასარგებლოა ღვიძლის ჯანმრთელობისთვის.სარგებელი დაკავშირებულია მის, როგორც მეთილის მთავარი დონორის ფუნქციასთან ღვიძლში და დეტოქსიკაციის რეაქციების ხელშეწყობასთან.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ SAMe საკმაოდ სასარგებლოა ღვიძლის დაზიანებისგან დასაცავად და ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად იმ პირობებში, რომლებიც დაკავშირებულია ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციასთან ან ესტროგენის ჭარბ კონცენტრაციასთან. ეს განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, როდესაც ორსულობის ან სხვა სიტუაციების გამო ადამიანი ხელოვნური გზით იღებს ჰორმონებს.