ტონგკატ ალი, ბუნებრივი საკვებდანამატი

ტონგკატ ალი ბუნებრივი საკვებდანამატია, იგი მიიღება ერთ ერთი მცენარის ფესვისგან, რომელსაც Eurycoma longifolia ქვია. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

ტონგკატ ალი დიდი ხანია გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში (მალაიზიაში, ინდონეზიაში, ვიეტნამში და აზიის სხვა ქვეყნებში) მალარიის, ინფექციების, ცხელების, მამაკაცის უნაყოფობისა და ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ.

ტონგკატ ალის ჯანმრთელობის სარგებელი მცენარეში არსებულ სხვადასხვა ნაერთებზეა დაფუძნებული. კერძოდ, იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდებს და სხვა ნაერთებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, ისინი ებრძვიან უჯრედულ დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია თავისუფალი რადიკალების მოლეკულებით.

ტონგკატ ალი ძირითადად გამოიყენება აბების სახით, რომლებიც შეიცავს მცენარის მნიშვნელოვან ექსტრაქტებს.

სარგებელი

ტესტოსტერონის დონის გაუმჯობესება

ტესტოსტერონი მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონია. ტონგკატ ალის გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი რათა გაზარდოს ტესტოსტერონის დონე.

დაბალი ტესტოსტერონის მიზეზი შეიძლება იყოს ასაკის მატება, ქიმიოთერაპია, რადიაციული მკურნალობა, ზოგიერთი მედიკამენტი, სათესლე ჯირკვლების დაზიანება,ინფექცია და გარკვეული დაავადებები.(ალკოჰოლიზმი და ძილის ობსტრუქციული აპნოე)

მამაკაცებში ტესტოსტერონის არაადეკვატური დონე იწვევს ლიბიდოს შემცირებას, ერექციულ დისფუნქციას და ზოგიერთ შემთხვევაში უნაყოფობასაც კი.

ტონგატ ალის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ეხმარება ტესტოსტერონის ზრდას და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას.

ამის დასამტკიცებლად დაგვჭირდება რამდენიმე კვლევის მიმოხილვა

დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა 76 ასაკიან მამაკაცში. მათი მთავარი პრობემა დაბალი ტესტოსტერონი იყო. ისინი დღიურად დაახლოებით 200 მგ ტონგკატ ალის ექსტრაქტს იღებედნენ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტესტოსტერონის დონე მონაწილეთა 90%-ზე მეტში.

მეორე კვლევა ჩატარდა კვლავ მამაკაცებში და მათი პრობლემა უნაყოფობა იყო, რის შედეგადაც დღეში 200 მგ ტონგკატ ალის ექსტრაქტის მიღებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სპერმის კონცენტრაციას და მოძრაობას. საბოლოო ჯამში მკურნალობა დაეხმარა წყვილების 14%-ზე მეტს ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

სტრესის შემცირება

ტონგკატ ალის შეუძლია შეამციროს სტრესის ჰორმონები ორგანიზმში, და გააუმჯობესოს ადამიანის განწყობა.

თავდაპირველად 1999 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ტონგატ ალის როლი გუნება-განწყობის პრობლემების მკურნალობაში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტონგკატ ალის ექსტრაქტს ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორიც შფოთვის საწინააღმდეგო ძლიერ მედიკამენტებს აქვს.

დაახლოებით 200 მგ ტონგკატ ალის ექსტრაქტი სტრესის მთავარ ჰორმონ კორტიზოლს ამცირებს 16%-ით. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მისი გამოყენებისას, სტრესთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა ბრაზი, დაძაბულობა და შფოთვა.

კუნთოვანის მასის ზრდა

ტესტოსტერონის სტიმულირებით, ტონგკატ ალი ზრდის ძალის მაჩვენებელს, რაც დადებითად აისახება ფიზიკურ აქტივობაზე.

ტონგკატ ალი შეიცავს რამდენიმე აუცილებელ ნაერთს, ესენია: კვასინოიდები, ევრიკომაოზიდები, ევრიკოლაქტონი და ეურიკომანონი. მათი მეშვეობით სხეული ენერგიას გაცილებით ეფექტურად იყენებს, რაც საერთო ჯამში ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს გამძლეობას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტონკგატალი მოქმედებს როგორც ერგოგენური დამხმარე საშუალება.(ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობის ხარისხსს)

ამ მხრივ ჩატარდა 5-კვირიანი კვლევა სადაც მონაწილეობა მიიღო 14 მამაკაცმა. ისინი მონაწილეობდნენ ძალისმიერი ვარჯიშის პროგრამაში, რა დროსაც 100მგ ტონგკატ ალის ექსტრაქტს იღებდნენ. შედეგი აშკარა და თვალში საცემი იყო, სხეულის მასის მნიშვნელოვნი ზრდა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება.

ამ ყველაფერთან ერთად მათ შეუმციდრდათ ცხიმის მაჩვენებელი.

ეს ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ადასტურებს, რომ ტონგკატ ალის აქვს ერგოგენური ეფექტი. თუმცა ეს დამოკიდებულია დღიურ დოზასა და მის ხანგრძლივ გამოყენებაზე.