რატომ გვჭირდება საკვებდანამატები?

ადამიანის ჯანმრთელობისთვის კვების საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საკვები ნივთიერებები გადამწყვეტ როლს თამაშობს გულის, ძვლების, სახსრების, თვალების, ნერვული სისტემის და იმუნური სისტემის ხანგრძლივ ჯანმრთელობაში.

ბოლო ათწლეულებია, მკვლევარებ განსაკუთრებულ ყურადღება უთმობენ საკვებ დანამატებს, როგორც ჯანსაღ აუცილებელ საკვებ კომპონენტებს. ეს სიტყვები დადასტურებულია მრავალფეროვანი კვლევის შედეგად, რამაც დაიმსაურა არაერთი დადებითი შეფასება. ამიტომაც არის ასე ხშირად რომ გვესმის ჯანდაცვის სპეციალისტების ან ექიმების მხრიდან, რომ ყოველდღიურად უნდა მივიღოთ ვიტამინები და საკვებდანამატები. მაგრამ შეიძლება მაინც გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ უნდა მივიღო საკვებდანამატები? ნამდვილად გააჩნია რეალური სარგებელი მათ გამოყენებას?

ქვემოთ მოცემულია ნუტრიციოლოგების მიერ განხილული კვლევის სია, თუ რატომ არის ეფექტიანი საკვებდანამატების გამოყენება დღევანდელ დროში.

საკვები ხარისხის დეგრადაცია

თანამედროვე დროში, მყარი საკვების ხარისხი მკვეთრად დაეცა და ეს ყველაზე მეტად გამოიხატება საკვების მრავალჯერად გადამუშავებაში. შედეგად, სასარგებლო ნივთიერებები ძალიან მცირდება და ვეღარ ასრულებს სხეულისთვის აუცილებელ ფუნქციებს.

მსგავსი ტიპის საკვები არ არის ორგანული და გაჯერებულია მარილის, ცხიმების, შაქრის ზედმეტი რაოდენობებით.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც არ არის გადამუშავებული, (მაგალითად წითელი ხორცი, ქათმის ხორცი) მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან მათი ზრდისთვის ათასგვარ დამაჩქარებელ ჰორმონებს იყენებენ, რომელიც თავისთავად არაჯანსაღი და მავნეა.

ჟურნალ of Nutrition-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამი იყო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ძირითადი საკვები ნივთიერებების დეფიციტი.

ტოქსინები

კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის დაბინძურებული ატმოსფერო, რის გამოც ჩვენდა უნებურად ორგანიზმში არასასურველი ტოქსინები ხვდება. ამიტომ, ადამიანის სხეულს დამატებით ესაჭიროება საკვები ნივთიერებები განსაკუთრებით კი ვიტამინები, ამ ტოქსინების დასაძლევად და საბრძოლველად. მყარ საკვებში შემავალი ნუტრიენტები, არ არის საკმარისი ებრძოლოს ჰაერის დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს.

ყოველდღიურად ვიტამინების მიღება საკვები დანამატის სახით ორგანიზმს ეხმარება გაუმკლავდეს არაჯანსაღ ქიმიკატებს, რომელსაც ჩვენდაუნებურად ვაწყდებით.

კვებითი ღირებულება

არსებობს საკვების მწარმოებელი კომპანიები (განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებზეა საუბარი), ისინი ქმნიან საკვების ჰიბრიდულ ფორმებს, რა დროსაც იცვლება მათი შეფერილობა, წონა და ვარგისიანობის ვადა. ასეთი გენეტიკური მანიპულირება მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტის კვებით ღირებულებებს. მაგალითად, შეიძლება ვიზუალურად მოგწონებიათ ხილი, მაგრამ მისი გემო ნაკლებად. ზუსტად ეს არის რაზეც ვსაუბრობთ, ჰიბრიდული საკვები, რომელსაც არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია, მხოლოდ მოუნელებელი ცელულოზა.(არაჯანსაღი შაქრის ფორმა)

 ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დღეს ხილისა და ბოსტნეულის კვებითი ღირებულებები იმაზე დაბალია, ვიდრე 1970-იან წლებში. კომერციული მეურნეობისა და ძლიერი სასუქის გამო, ნიადაგი მნიშვნელოვნად მოკლებულია სასიცოცხლო საკვებ ნივთიერებებს.

წყალი შემცირებული მინერალებით

წყლის წარმოების თანამედროვე მეთოდების მუშაობის წესი უკავშირდება ფილტრების გადაჭარბებულ გამოყენებას, რაც წყალში ამცირებს აუცილებელ მინერალებს. არადა, საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მინერალების ძირითად საშუალებად წყალს იყენებდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ფილტრაციის შედეგად, წყლის შემადგნელობაში იკარგება ისეთი მნიშვნელოვანი მინერალი, როგორიცაა მაგნიუმი.(მაგნიუმი ორგანიზმს ასობით ბიოლოგიური პროცესის წარმართვაში ეხმარება. ის მხარს უჭერს ჯანსაღ ძვლებსა და კუნთებს, გონებრივ და ფიზიკურ რელაქსაციას და ასე შემდეგ.)

გართულებული მონელება

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს უფრო უჭირს საჭმლის მონელება და საჭირო საკვები ნივთიერებების სინთეზირება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ასაკის მატება იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, რაც მას მედიკამენტებზე დამოკიდებულს ხდის. ეს ყველაფერი იწვევს კუჭის მჟავიანობის შემცირებას, რის შემდეგაც თავს იჩენს მომნელებელის სისტემის პრობლემები.

მაგალითად პრობიოტიკების მიღება საკვებდანამატის სახით დაგეხმარებათ საჭმლის მონელებასა და დაკარგული საკვები ნივთიერებების კომპენსირებაში.

ფიზიკური აქტივობის დროს, საკვებ ნივთიერებების აუცილებლობა

ფიზიკური აქტივობისას სხეულს სტანდარტულზე მეტი საკვები ნივთიერებები ესაჭიროება, რათა შენარჩუნებულ იქნას ენერგიის სათანადო წარმოება და აღდგენა. ამ მხრივ, დღესდღეისობით მრავალფეროვანი საკვებდანამატებია, რომლებიც სხვადასხვა კუთხით ეხმარება ორგანიზმს საჭირო საკვებ ნივთიერებების მიღებაში. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მით მეტი ნუტრიენტები სჭირდება თქვენს სხეულს ოპტიმალური კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

შეჯამება

მცირე დასკვნა რომ გავაკეთოთ,  რატომ არის საჭირო ჩვენს დროში საკვებდანამატები? რადგან მყარი საკვებიდან რთულია "კარგი, დაბალანსებული საკვები ნივთიერებების მიღება"

 .

საკვები დანამატები შექმნილია იმისათვის, რომ დაგვეხმაროს ვარჯიშის, კვების და აღდგენითი პროცესების გაუმჯობესებაში. ყველა საკვებ დანამატს ახასიათებს ინდივიდუალური მოქმედება, ამიტომაც საჭიროა მათ მიღებამდე საფუძვლიანი კონსულტაცია გაიაროთ. გახსოვდეთ, რომ დანამატები არ არის სასწაულებრივად მოქმედი საშუალებები.  საკვებდანამატების გამოყენებისას, აუცილებლად დაიცავით ანოტაციაში ნახსენები ინსტრუქციები.

საერთო ჯამში, საკვებდანამატები მეშვეობით ადამიანს შეუძლია უკეთ დაისვენოს, გაუმკლავდეს სტრესს, დაიძინოს და შეინარჩუნოს ნორმალური ცირკადული რითმები.