{"69647":{"id":69647,"title":"როგორ ავიცილოთ თავიდან ღვიძლის დაავადებები","image":"https:\/\/vitamini.ge\/wp-content\/uploads\/2021\/06\/ბლოგ.png","author_id":"2569","tags":[{"term_id":4300,"name":"Garlic","slug":"garlic","term_group":0,"term_taxonomy_id":4300,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4299,"name":"Milk Thistle","slug":"milk-thistle","term_group":0,"term_taxonomy_id":4299,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4298,"name":"ბაყაყურას ექსტრაქტი","slug":"%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98","term_group":0,"term_taxonomy_id":4298,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4295,"name":"მეტაბოლიზმი","slug":"%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98","term_group":0,"term_taxonomy_id":4295,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4297,"name":"ნივრის ექსტრაქტი","slug":"%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98","term_group":0,"term_taxonomy_id":4297,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4293,"name":"როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღვიძლი","slug":"%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90","term_group":0,"term_taxonomy_id":4293,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4290,"name":"ღვიძლი","slug":"%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98","term_group":0,"term_taxonomy_id":4290,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4291,"name":"ღვიძლის დაავადებები","slug":"%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98","term_group":0,"term_taxonomy_id":4291,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4294,"name":"ღვიძლის ფუნქცია","slug":"%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90","term_group":0,"term_taxonomy_id":4294,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4292,"name":"ღვიძლის ჯანმრთელობა","slug":"%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90","term_group":0,"term_taxonomy_id":4292,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"},{"term_id":4296,"name":"ცხიმების მეტაბოლიზმი","slug":"%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98","term_group":0,"term_taxonomy_id":4296,"taxonomy":"post_tag","description":"","parent":0,"count":1,"filter":"raw"}],"content":"\n

ადამიანის ორგანიზმი იდიალურად მოწესრიგებული და გამართული სისტემაა. ეს სისტემა სხვადასხვა ორგანოსა და მასთან დაკავშირებული მცირე სისტემის კომპლექსია, რომელთა კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცლისუნარიანობას. ორგანიზმის თითოეულ ნაწილს საკუთარი ფუნქცია გააჩნია და უმნიშვნელოვანესია მისი არსებობა. თუმცა, ზოგიერთი ორგანო განსაკუთრებით „სასიცოცხლოა“ და მათი გამართული ფუნქციონირება პირდაპირ ასოცირდება ადამიანის არსებობასთან. ამ ბლოგში მოგიყვებით ერთ-ერთი ასეთი ორგანოს, ღვიძლის შესახებ.<\/p>\n\n\n\n

\"\"<\/figure><\/div>\n\n\n\n

ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ადამიანის სხეულში 500-ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. ის უზრუნველყოფს სხეულის დეტოქსიკაციას სხვადასხვა მეტაბოლიტებისგან, ცილის სინთეზირებას და ისეთი ბიოქიმიკატების წარმოებას, რომლებიც აუცილებელია საჭმლის მონელებისა და ზრდისთვის. ღვიძლი არეგულირებს ბიოქიმიური რეაქციების ფართო სპექტრს, მათ შორის, მცირე და რთული მოლეკულების სინთეზს და დაშლას.  მეტაბოლიზმში მისი როლი მოიცავს გლიკოგენის შენახვის რეგულირებას, სისხლის წითელი უჯრედების დაშლას და ჰორმონების გამომუშავებას. ღვიძლი დამხმარე საჭმლის მომნელებელი ორგანოა, რომელიც წარმოქმნის ნაღველს, ტუტე სითხეს, ის შეიცავს ქოლესტერინს, ნაღვლის მჟავებს და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას. ნაღვლის ბუშტი, პატარა ჩანთაა, რომელიც მდებარეობს ღვიძლის ქვეშ, ინახავს ღვიძლის მიერ წარმოქმნილ ნაღველს, რომელიც შემდეგ გადადის წვრილ ნაწლავში და ასრულებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის დეტოქსიკაციის პროცესში. ის გარდაქმნის  ამიაკს - მეტაბოლიზმის ქვეპროდუქტს, შარდოვანად, რომელიც თირკმელების მეშვეობით, შარდის სახით გამოიყოფა. გარდა ამისა, ღვიძლი შლის სხვადასხვა მედიკამენტსა და წამალს, მათ შორის ალკოჰოლს.<\/p>\n\n\n\n

\"\"<\/figure><\/div>\n\n\n\n

რამდენადაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია ღვიძლს ადამიანის ორგანიზმში, ამდენად ძლიერ დატვირთვასა განიცდის იგი ყოველდღიურ რეჟიმში. ცხოვრების არაჯანსაღი წესის, მავნე ნივთიერებების მოხმარების, არასრულფასოვანი კვებისა და სხვადასხვა ფაქტორების გამო 1970 წლიდან ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 400% -ით გაზრდილია დიდ ბრიტანეთში. სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ იგივე ბრიტანეთში ისეთი მძიმე ფაქტორებით გამოწვეული სიკვდილიანობა, როგორიცაა გულის დაავადებები და კიბო, განიცდის სტაბილურ შემცირებას.<\/p>\n\n\n\n

გავრცელებული ღვიძლის დაავადებები. <\/strong>სტატისტიკურად რამდენიმე ძირითად ღვიძლის დაავადებას ვხვდებით, რომელთაც მოკლედ გაგაცნობთ:<\/p>\n\n\n\n

ციროზი.<\/strong> ციროზი არის მდგომარეობა, როდესაც ღვიძლის ჯანსაღი ქსოვილი იცვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით. ზოგადად ღვიძლი ძალზე გამძლე ორგანოა და ჩვეულებრივ შეუძლია დაზიანებული უჯრედების აღდგენა. ციროზი ვითარდება მაშინ, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში გვხვდება ღვიძლის დაზიანების ფაქტორები, როგორიცაა ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება და ქრონიკული ვირუსული ინფექციები. ციროზი იწვევს ღვიძლის შემცირებას და გამკვრივებას, რაც ართულებს საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს. საბოლოო შედეგი არის სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც პორტალური ჰიპერტენზია ეწოდება და როდესაც ვენაში ვითარდება მაღალი არტერიული წნევა.<\/p>\n\n\n\n

\"\"<\/figure><\/div>\n\n\n\n

2001 წლიდან, მსოფლიოს მაშტაბით, ციროზით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ შეადგინა 771,000 ადამიანი, რაც მსოფლიოში (განსაკუთრებით განვთარებად ქვეყნებში) სიკვდიალიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ტოპ ფაქტორია.<\/p>\n\n\n\n

B <\/strong>ჰეპატიტი. <\/strong>B ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV). HBV არის ვირუსული ჰეპატიტის ხუთი ტიპიდან ერთ – ერთი. B ჰეპატიტი ძლიერ გადამდებია. ის ვრცელდება დაინფიცირებულ სისხლთან და სხეულის გარკვეულ  სითხეებთან კონტაქტის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი გვხვდება ნერწყვში, ის არ ვრცელდება ჭურჭლის გაზიარებით ან კოცნით. ის ასევე არ ვრცელდება ცემინებით, ხველებით ან ძუძუთი კვებით.<\/p>\n\n\n\n

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, შეერთებულ შტატებში 800,000-დან 1,4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით. ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა 15% -25% -ში ვითარდება ღვიძლის სერიოზული დაავადებები, როგორიცაა კიბო, ციროზი, ან ღვიძლის უკმარისობა, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.<\/p>\n\n\n\n

\"\"<\/figure><\/div>\n\n\n\n

C <\/strong>ჰეპატიტი. <\/strong>ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლის ანთებას და ინფექციას. ეს მდგომარეობა ვითარდება C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) გადაცემის შემდეგ. ის ყველაზე ხშირად ვრცელდება ვირუსის შემცველ სისხლთან კონტაქტით, მაგალითად, ბინძური ნემსის გაზიარებით (ნარკოტიკის ინექცია), ტატუს გაკეთებისას და სხვა. C ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ღვიძლის დაავადებაა, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და ხელი შეუწყოს ციროზის, ღვიძლის უკმარისობისა და ღვიძლის კიბოს განვითარებას.<\/p>\n\n\n\n

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით 71 მილიონ ადამიანს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტი. სხვა ვირუსულ ჰეპატიტეპეთან შედარებით, C-ს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს.<\/p>\n\n\n\n

ღვიძლის გაცხიმიანება. <\/strong>ეს არის მდგომარეობა, როდესაც ღვიძლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დიდი რაოდენობა გროვდება. ძირითადად ამის გამომწვევი ალკოჰოლის ხშირი და გადაჭარბებული მოხმარებაა. ცხიმის ჭარბმა დონემ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და გამოიწვიოს ანთებითი პროცესები. არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH) არის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების ფორმა, რომელიც იწვევს ნაწიბურს ან ფიბროზს. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსუქნე და აქვთ სიმსუქნესთან დაკავშირებული მდგომარეობა, როგორიცაა - ტიპის 2 დიაბეტი, ღვიძლის გაცხიმიანებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემიების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკი ახასიათებთ.<\/p>\n\n\n\n

\"\"<\/figure><\/div>\n\n\n\n

სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს შეერთებულ შტატებში აქვთ არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება. ეს პრობლემა მსოფლიოს მასშტაბითაც პროგრესირებს, ვინაიდან ყოველწლიურად იზრდება სიმსუქნითა და ჭარბწონიანობით დაავადებული ადამიანების რიცხვი.<\/p>\n\n\n\n

ღვიძლის დაავადების გამომწვევი ფაქტორები. <\/strong>როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად ღვიძლის დაავადებების გამომწვევი ფაქტორი არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. თუმცა, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია შესაძლოა ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგადაც იყოს მიღებული.<\/p>\n\n\n\n

ამ ფაქტორების გარდა, ღვიძლის დაავადებების გამომწვევი ფაქტორი ასევე შეიძლება აღმოჩნდეს:<\/p>\n\n\n\n