X-carbo არის დანამატი, რომელიც შექმნილია რათა შეავსოთ ყოველდღიური დიეტა ნახშირწყლების ოპტიმალური კომბინაციით.
დაბალანსებული ნახშირწყლების შემადგენლობა შეგავსებთ ენერგიითა და დღიური კალორიის მარაგით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ვარჯიშის მაღალ ხარისხსა და შედეგს. პროდუქტი წარმოდგენილია ფხვნილის სახით, რომლის მრავალფეროვანი არომატები გამოირჩევა გამაგრილებელი ეფქტით, რაც დაგეხმარებათ დაიცხროთ მომატებული წყურვილის შეგრძნება ვარჯიშის პერიოდში.
პროდუქტის გამოყენება ვარჯიშამდე, დროს, ან მის შემდეგ ეფექტურად შეამცირებს გლიკოგენის ზედმეტ გამოყენებას და ხელს შეუწყობს მისი მარაგის განახლებას. გლიკოგენი წარმოადგენს ერთგვარ საწვავს კუნთების მუშაობისთვის და მისი მაღალი დონე განსაზღვრავს კუნთების ქმედითუნარიანობას ვარჯიშისას.
X-CARBO წარმოადგენს ნახშირწყლების ოპტიმალურ კომბინაციას, რომელიც შეიცავს მაღალი გლიკემიური ინდექსის (გლუკოზა) და დაბალი კლიკემიური ინდექსის (მელტოდექსტრინი) კომპონენტებს. ვინაიდან, ამ ნივთიერებებს სხვადახვა გადამუშავების სისწრაფე აქვთ, სხვადასხვაა მათი ორგანიზმის ენერგიით მომარაგების დროც. ეს კი განაპირობებს გვქონდეს ენერგიის მარაგი როგორც მოკლე დროში, ასევე მთელი დღის მანძილზე. შემადგენლობა გამდიდრებულია ტაურინით, რომელიც უზრუნველყოფს ნახშირწყლების სათანადო მეტაბოლიზმს.
პროდუქტის მიღება შეუძლიათ როგორც ძალისმიერი სპორტის სახეობებით დაკავებულ ადამიანებს (ბოდიბილდინგი, ძალოსნობა, კროსფიტი და ა.შ), ასევე მაღალი კარდიო დატვირთვის მქონე სპორტსმენებსაც (ველოსპორტი, ფეხბურთი, რაგბი და ა.შ).
Uns Supplement – X-carbo ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ნახშირწყლების დაბალანსებული შემადგენლობა
– მრავალფეროვანი არომატები
– კარგი ხსნადობა
– შესაძლებელია როგორც ვარჯიშამდე, ასევე დროს და შემდგომ მიღება
– მატებს ძალას და ენერგიას
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 30 გრამი (1 კოვზი) 200 მლ წყალში. მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.